შეინახეთ და დაზოგეთ მეტი შატლების მეშვეობით Toyota Material Handling-საგან

Toyota Material Handling Europe იწყებს ახალი გადაწყვეტილებების მიღებას ევროპულ ბაზარზე. ავტომატიზებული Toyota რადიო-შატლისა და Toyota ავტო-შატლის პალეტის ურიკები გადაადგილდებიან Toyota-სსტელაჟის სპეციალიზებული კონსტრუქციებს შორის მაღალი სიჩქარით, უსაფრთხოდ და ტვირთის დაზიანების გარეშე. დასაწყობების ამ კომპაქტური სისტემის საშუალებით შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი საწყობის 80%-ი, რაც გაზრდის საწყობის სივრცეს და გააუმჯობესებს მწარმოებლურობას.

ავტო-შატლთან ერთად, ტოიოტას შემოთავაზება გასასვლელების არ მქონე საწყობებთან დაკავშირებით იზრდება. შატლი სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გზით ინახავს და იღებს 1500კგ-მდე შტაბელებად დალაგებულ ტვირთს. ახალ, გაუმჯობესებულ Toyota რადიო-შატლს შეუძლია 1800კგ-მდე ტვირთის გადატანა და ხელმისაწვდომია ტოიოტას ავტოპარკის მართვის სისტემასთან და ლითიუმ-იონურ აკუმულატორთან ერთად, რომლის ექსპლუატაციის (აკუმულატორის) დრო არის 16. ორივე შატლის მწარმოებლურობისა და რენტაბელურობის გაზრდას ხელს შეუწყობს ისეთი გარემო პირობები, როგორიცაა სამაცივრე საწყობები.

შატლი დაზოგავს დროსა და ფულს, რადგან მძღოლები ნაკლებ დროს დახარჯავენ პალეტების გადატანაზე და შესაძლებელი იქნება სატვირთველების უფრო ეფექტურად გამოყენება. ეს არის ასევე მოქნილი სისტემა, რომელიც შეთავსებადია FIFO-სა და LIFO-ს მუშაობის პროცესთან, იდეალურია გამოუყენებელი სივრცის შესავსებად ან ბუფერული საწყობის შესაქმნელად ტვირთის დასახარისხებელი გვირაბების ზემოთ.

Shadows of a Swarm truck

მომავლის ტექნოლოგია

Smart Logistics და Logiconomi წარმოგიდგენენ დღეისთვის არსებულ გადაწყვეტილებებს და გიჩვენებენ მომავლის ჩვენეულ ხედვას. 

გაიგე მეტი >

An autopilot doing horizontal transportation

ავტომატიზებული გადაწყვეტილებები

ჩვენი ავტომატიზებული სატვირთოების და ტვირთმზიდების ფართო სპექტრი  გთავაზობს მოწინავე, მოქნილ გადაწყვეტილებებს საქონლის ეფექტურად და ყაირათიანად გადაზიდვისთვის. 

გაიგე მეტი >

Light shelving racking

სტელაჟებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის ნაკადის ოპტიმიზაციაში, ხარჯების შემცირებასა და პროდუქტიულობის ამაღლებაში, ოპტიმალური სტელაჟური გადაწყვეტილების საშუალებით.

გაიგე მეტი >

Toyota Radioshuttle

Toyota-ს რადიო შატლი

გაინტერესებთ ჩვენი ნახევრად ავტომატიზებული დატვირთვა? მაღალსიჩქარიანი დატვირთვის გადამზიდავი, რომელიც მუშაობს სპეციალურ საკიდზე და დისტანციური მართვის საშუალებით იმართება.

გაიგე მეტი >