ურიკებისა თუ ბორბლიანი ტვირთების ხელით მიწოლამ და მოქაჩვამ შესაძლოა ზურგის, კისრის ან მხრის ტკივილი გამოიწვიოს. მათ ნაცვლად კომპაქტური ელექტრო საბუქსირე ტექნიკის გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს შრომას და ზრდის პროდუქტიულობას. Tracto W-სერია წარმოადგენს ფეხით სამართავი საბუქსირე დამტვირთველების ხაზს 1200 კგ-დან 2000 კგ-მდე ტვირთამწეობით, რაც იდეალურია როლერ ქეიჯების (გორგოლაჭებიანი კონტეინერების), მისაბმელებისა და სხვა ბორბლიანი ლოგისტიკური საშუალებების ბუქსირებისთვის.
Tracto W სერიის ტრაქტორები დახურულ სივრცეებში, მაგალითად, მაღაზიის საწყობებში ტვირთის უსაფრთხოდ გადასატანად გამოიყენება. ეს ტექნიკა ფიზიკურ დატვირთვას ამცირებს, რის გამოც პროდუქციის თაროებზე განთავსებისა თუ შეკვეთების მომზადების დროს ოპერატორი ნაკლებად იღლება.
სამუშაო სივრცეებს შორის ტვირთის გადატანა და საამწყობო ხაზების მასალით მომარაგება ხელით სამართავი გამწევი დამტივრთველებით შეუფერხებლად მიმდინარეობს. ტექნიკა ეტლებისა თუ პლატფორმების გადაადგილების პროცესს აჩქარებს, რაც საბოლოოდ საერთო პროდუქტიულობას ზრდის.
მძიმე და დიდი ზომის ტვირთთან სამუშაოდ TWE200 მოდელი გამოიყენება. ამ ელექტრო გამწევ დამტვირთველს 2000 კგ-მდე წონას უპრობლემოდ გადაადგილებს. შესაბამისად, ტრანსპორტირების პროცესი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს და მეტად ერგონომიულია.
კომპაქტური დიზაინის, მსუბუქი შასისა და მაღალი სიმძლავრის გამო, Toyota დამტვირთველი სხვადასხვა სფეროში ძალიან პრაქტიკულია. ტექნიკა წარმატებით გამოიყენება კვების ობიექტებში თაროებისა და ნარჩენების კონტეინერების, საავადმყოფოებში სამედიცინო მარაგის, ხოლო აეროპორტებში ბარგის ეტლების გადასაზიდად.
Toyota TWE120 და TWE200 გამწევი დამტვირთველები სადა კონსტრუქციით გამოირჩევა. გააზრებული დიზაინი ოპერატორს საქმეს უადვილებს და ერგონომიულ სამუშაო გარემოს უქმნის.
კომპაქტური გამწევი დამტვირთველები გამოიყენება ეტლებისა და მისაბმელების სამართავად. ისინი აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის მისაბმელი მოწყობილობით, რაც მორგებულია ტვირთის გადამზიდი საშუალებების კავებზე ან ბუქსირებზე.
სამართავ სახელურზე ყველა ფუნქცია ოპერატორისთვის მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს. ბატარეის მაჩვენებელი, სიჩქარის რეგულატორები და ავარიული გათიშვის გადამრთველი ოპერატორს სამუშაო პროცესის სრულად გაკონტროლებაში ეხმარება.
გამწევ დამტვირთველებზე არსებული დიფერენციალი მოხვევის დროს გარე საბურავს შიდა საბურავთან შედარებით სწრაფად აბრუნებს. ეს მექანიზმი მცირე სივრცეებში ტექნიკის მანევრირებას საგრძნობლად აუმჯობესებს. ამასთან ერთად, სპეციალური ქაფით სავსე საბურავები ზედაპირთან მყარ მოჭიდებას ინარჩუნებს. შესაბამისად, მძიმე ტვირთის გადაზიდვისას მოხვევის პროცესი სრულად სტაბილურია.
სამუშაოს სპეციფიკიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, Tracto W სერიის გამწევი დამტვირთველები ენერგიის სხვადასხვა წყაროთი კომპლექტდება. გელის ბატარეები დაბალი და საშუალო ინტენსივობის ოპერაციებზეა გათვლილი, ხოლო ხანგრძლივი და მძიმე სამუშაოებისთვის ლითიუმიონის ბატარეებია რეკომენდებული.