8 რჩევა ორკაპა სატვირთველების ყიდვასთან დაკავშირებით

პირველად შეძენისას, თქვენთვის შეიძლება გაუგებარი იყოს, თუ რა კრიტერიუმებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში.

თქვენი საკონტროლო სია

დასაწყისისთვის კარგი იქნება გადახედოთ, თუ რა ტიპის საქონელი გადაგაქვთ და აუცილებლად გააანალიზოთ შემდეგი:

1. ტვირთი: რა ტიპის ტვირთი გადაგაქვთ? გაითვალისწინეთ მათი წონა და ზომა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც განსაზღვრავს სატვირთველის ტიპს. პალეტები ერთი ზომისაა, თუ არის სხვაობა მათ ზომებში, რომელიც მოითხოვს მოქნილობას? შედგება თუ არა ტვირთი ცალკეული პატარა საგნებისგან ან დიდი პალეტებისგან?

2. დასაწყობება: როგორ ხდება თქვენი ტვირთის განაწილება საწყობში? მაგალიტად, ფიფო მეთოდის (FIFO - პირველი შედის, პირველი გამოდის) მოთხოვნები განსხვავდება ლიფო მეთოდის (LIFO - ბოლო შედის, ბოლო გამოდის) მოთხოვნებისგან.

3. დაკომპლექტება: რამდენად შესაძლებელია თქვენს ტვირთთან მიმართებაში? დაფიქრდით, იძლევა თუ არა თქვენი ტვირთი პალეტების ერთმანეთზე და/ან სტელაჟებზე განთავსების საშუალებას, ან უბრალოდ გჭირდებათ ტვირთის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ტრანსპორტირება?

4. სტელაჟებზე განთავსება: როგორია ტვირთის ზომა? გაზომეთ არა მარტო სიმაღლე, არამედ ასევე სტელაჟების ან თაროების სიღრმე. ამგვარად, თქვენ გეცოდინებათ თუ რა სიმაღლეზე უნდა ავიდეს სატვირთველი იმისათვის, რომ მიწვდეს სტელაჟის ყველაზე მაღალ დონეს.

Powerpallet truck small warehouse

როგორია თქვენი საწყობი?

თქვენი ოპერაციები ხორციელდება შენობაში თუ შენობის გარეთ? თუ თქვენ გჭირდებათ სატვირთველები გარეთ სამუშაოდ, მაშინ უნდა დარწმუნდეთ, რამდენად შეესაბამება ისინი ამინდის სხვადასხვა პირობებში მუშაობას. მოდით განვიხილოთ თქვენი საწყობი.

5. ჭერი: რა სიმაღლეზე შეგიძლიათ ანძის აწევა? მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჭერის სიმაღლეს, არამედ განსაკუთრებით იმ ელემენტებს, რომლებიც განთავსებულია ქვემოთ, როგორიცაა სპრინკლერები და მილები. ყოველთვის გაზომეთ და გაითვალისწინეთ ჭერის ყველაზე დაბალი სიმაღლე.

6. პორტები & კარებები: რამდენად მაღალი და ფართოა ისინი? გაზომეთ ისინი ორივე მხრიდან რათა უზრუნველყოთ, რომ თქვენს მიერ არჩეული სატვირთველები შეძლებენ ადვილად შესვლას და არ დააზიანებენ შასის ან საწყობის ინფრასტრუქტურას.

7. გასასვლელები: გაზომეთ ყველა გასასვლელის სიგანე და სიგრძე. ასევე შეამოწმეთ მასალა და იატაკის მდგომარეობა. რა მასალისგან არის დამზადებული და რამდენად ვარგისია დასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოებისთვის.

8. მანძილი: გჭირდებათ ტვირთის შორ მანძილებზე გადატანა? თუ უბრალოდ გჭირდებათ აღჭურვილობა ტვირთის მარტივად ტრანპორტირებისთვის? გაითვალისწინეთ გადაადგილების მანძილი და სიხშირე.

Now you have a few ideas what to look for. Read more about our differnet truck models and compare the different trucks.

Go to truck finder