BT Staxio powered pallet stucker

ანტენა (ანძა)

წინამდებარე მეგზურში ახსნილია განსხვავებები იმ ანძებს შორის, რომლებიც ხელმისაწვდომია შემგროვებელი სატვირთველებსა და მათი გამოყენების ფორმებს შორის. 

რა ტიპის ანტენა გჭირდებათ თქვენი სატვირთველისთვის?

როგორ აკეთებთ არჩევანს, როდესაც ანძის ამხელა არჩევანი გაქვთ? მის არჩევამდე, უნდა გაითვალისწინოთ სიმაღლესთან დაკავშირებული შემდეგი შეზღუდვები:

1. რა სიმაღლეზე გჭირდებათ აწევა?

დააფიქსირეთ და გაზომეთ თქვენი ყველაზე მაღალი თარო, რათა გაარკვიოთ აწევის მოთხოვნები და შემდეგ თქვენ მიერ დადგენილ ზომას დაამატეთ კიდევ 150 – 200მმ. დამატებითი სივრცე საშუალებას აძლევს სატვირთველის ოპერატორს გაზარდოს დამატებითი სივრცე სტელაჟის ზემოთ და ამით თავიდან აიცილოს როგორც დატვირთული, ასევე გადმოტვირთული ტვირთის დაზიანება.

2. რამდენად დაწეული ან დაკეცილი უნდა იყოს ანტენა?

ზოგი მოქმედება საჭიროებს კარის ღიობებში შესვლა-გამოსვლას. დაათვალიერეთ თქვენი შენობა და გაზომეთ შესასვლელი კარის ღიობის სიმაღლე, რათა გაიგოთ, რა დონეზე უნდა დაწიოთ ანტენა. თუ თქვენი საქმიანობა მოითხოვს სატვირთო ავტომანქანების გამოყენებას, აუცილებლად გაზომეთ ისინიც.

3. ტვირთის სატვირთო ავტომანქანებზე დატვირთვისას ხომ არ გიწევთ მათი ორმაგ სტელაჟზე დაწყობა?

შეზღუდულ სივრცეში მუშაობისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ თავისუფალი აწევის ფუნქცია. თავისუფალი აწევის ფუნქცია საშუალებას აძლევს ჩანგლებს აიწიოს გარკვეულ სიმაღლეზე ანძის საშუალებით.

მორგება თქვენი გამოყენების მიზნებსა და გარემოზე. ანტენის ტიპს თქვენი სატვირთველისთვის  შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა ქონდეს. აქ ჩამოთვლილია ყველა მოდელი, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ:

მონო ანტენა

• ეს არის ცენტრალურ ადგილას დამონტაჟებული ანტენა.
• შეეფერება დაბალ სიმაღლეს, სადაც ოპერატორი ხშირად მუშაობს სატვირთველთან ახლოს. ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ სამუშაო მაგიდასთან.
• ანძის გარშემო ძალიან ადვილია მოძრაობა დაზიანების რისკის გარეშე.


ხელმისაწვდომია მხოლოდ BT Staxio 0.8 ტონისა და BT Staxio 1 ტონის მოდელებისთვის

ერთგანყოფილებიანი ანტენა - სიმპლექსი

• ეს ერთგანყოფილებიანი ანტენა იყენებს ერთ, მარტივ ჩარჩოს და გააჩნია აწევის შეზღუდული სიმაღლე.
• ანძის მაქსიმალური სიმაღლე იგივე რჩება აწევის დროსაც კი.
• მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება იმ მოქმედებებს, რომლებიც არ საჭიროებენ მაღალ სიმაღლეზე აწევას


ხელმისაწვდომია - BT Staxio - 1 და 1.2 ტონა

ორგანყოფილებიანი ანტენა - Duplex Tele

• ეს არის ანტენა, რომელსაც აქვს ორი განყოფილება და ცენტრალურად დამაგრებული ცილინდრი. ეს არის ანძის გავრცელებული ტიპი, რომელიც განკუთვნილია მარალი ტვირთამწეობის მქონე ორკაპა სატვირთველებისთვის.
• აქვს 76 მმ-ზე აწევის შესაძლებლობა, რაც იძლევა ტვირთის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადატანის საშუალებას, ანძის აწევისა და მისი მინიმალური სიმაღლის მომატების გარეშე.
• გამოსადეგია სატვირთველების დატვირთვა-განტვირთვისთვის და დაბალ სიმაღლეზე სამუშაოდ.

ხელმისაწვდომია - BT Staxio 1 ტონა - 2 ტონა

ორგანყოფილებიანი ანტენა სრული ხედვის შესაძლებლობით

Duplex Tele პანორამული ხედი

• ეს ანტენა იყენებს ორ განყოფილებას გვერდულად განთავსებული ორი ცილინდრით. ყოველივე ეს კი ოპერატორის ხილვადობის ოპტიმიზაციას ახდენს, უზრუნველყოფს რა ჩანგლის უსაფრთხო და მარტივ პოზიციონირებას.
• აქვს 76 მმ-ზე აწევის შესაძლებლობა, რაც იძლევა ტვირთის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადატანა საშუალებას, ანძის აწევისა და მისი მინიმალური სიმაღლის მომატების გარეშე. განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, თუ ობიექტს აქვს დაბალი ჭერი ან კარის ღიობები.

ხელმისაწვდომია - BT Staxio - 1 ტონა - 2 ტონა

ორნაწილიანი ანტენა თავისუფალი აწევით - Duplex Hi-Lo

• ორნაწილიანი ანტენა მაქსიმალური აწევის დიაპაზონით

• ეს ანტენა აერთიანებს აწევის მაღალ სიმაღლესა და ანტენის დაბალ სიმაღლეს.

• გამოიყენება დაბალი ჭერის მქონე შენობებში დასაწყობებისთვის(შტაბელირებისთვი), გადახურულ სატვირთო მანქანებში და ისეთ ადგილებში, სადაც სატვირთო უწევს დაბალი კარის ღიობების გავლა.

• ამ ანტენის საშუალებით შესაძლებელია ბრწყინვალე ხედვა

ხელმისაწვდომია - BT Staxio, 1 ტონა - 1.4 ტონა

სამნაწილიანი ანტენა თავისუფალი აწევით - ტრიპლექსი Hi-Lo

• მაქსიმალურად თავისუფალი აწევის მქონე სამნაწილიანი ანტენა, რომელიც გამოიყენება როგორც მაღალ სიმაღლეზე, ასევე დაბალი ანტენის საჭიროების დროსაც.
• მაქსიმალური სიმაღლე იძლევა თავისუფალი აწევის საშუალებას.
• გამოიყენება გადახურულ სატვირთო მანქანებში დასაწყობებისთვის, ასევე ძალიან ხშირად გამოიყენება სადისტრიბუციო ცენტრებში, საწყობებსა და სხვა ობიექტებზე.

ხელმისაწვდომია - BT Staxio, 1 ტონა - 1.4 ტონა

რატომ უნდა შეიძინოთ ტოიოტა?

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მსოფლიოს პირველ ნომრად მაღალი ხარისხის მასალების გადასატანი მოწყობილობების წარმოებაში. შეიტყვეთ ჩვენთან მუშაობის უფრო მეტი სარგებლის შესახებ.

გაიგე მეტი

Toyota Rental Solutions

Toyota–ს გაქირავების გადაწყვეტილებები

ჩვენ გთავაზობთ  სატვირთო მანქანების გაქირავებას მოქნილი პერიოდებისთვის. იქნება დღე, კვირა ან თვეები, მოკლე გაფრთხილებით თუ წინასწარ: თქვენ შეგიძლიათ გვენდოთ.

წაიკითხეთ მეტი გაქირავების გადაწყვეტილებები-ის შესახებ

გჭირდებათ დახმარება?

ჩვენ გიადვილებთ კონტაქტს. შეგიძლიათ ელ.ფოსტის გამოგზავნა ან თუ გსურთ, დაგვირეკეთ. ხელმისაწვდომია ორშაბათი - პარასკევი, დილის 10 საათიდან - საღამოს 6 საათამდე.

კონტაქტი >