ეძებთ საიმედო ხელის ორკაპა სატვირთველს რთულ პირობებში სამუშაოდ? ჩვენი Toyota Lifter Stainless სპეციალურად შექმნილია ჰიგიენასთან დაკავშირებული თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ეს მოდელი დამზადებულია მარალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან და უზრუნველყოფს ეფექტურ და საიმედო მუშაობას ძალიან მძიმე პირობებში.
გაზრდილი საიმედოობა
ყველა კომპონენტი დამზადებული უჟანგავი ფოლადის ან არაკოროზიებადი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს სანდოობას და ექსპლუატაციის ხანგრძლიობას.
ერგონომიული სახელური
მაღალი სიმტკიცის პოლიმერის სახელურის (ხელის მოსაჭიდი დეტალის) დახურული კონსტრუქცია უზრუნველყოფს ოპერატორის კომფორტს და ხელის დაცვას.
ნელი დაშვება
უჟანგავი ფოლადის დასაშვები სარქველის მქონე BT Lowering მართვის სისტემა უზრუნველყოფს ექსპლუატაციის ხანგრძლივ ვადას.
გაზრდილი ექსპლუატაციის დრო უზრუნველყოფს საიმედოობას
ძლიერი შენადუღი საბუქსირე სახელური ხელს უწყობს ხელის ორკაპა სატვირთველის უწყვეტი მუშაობის დროის გაზრდას და ამცირებს ხარჯებს.
ტექნიკური აღწერილობა
ჩვენი Toyota Lifter Stainless დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან და სხვა არა-კოროზიული მასალისგან, რაც უზრუნველყოფს ექსპლუატაციის ხანგრძლივ ვადას და საიმედო მუშაობას.
იდეალურია სამაცივრო საწყობისთვის, პროდუქტის დასამუშავებლად, ფარმაცევტულ და ლაბორატორიულ გარემოში გამოსაყენებლად
ყველა ზედაპირი დამუშავებულია მინის ჭავლით, რაც უზრუნველყოფს პრიალა ზედაპირს და მარტივ გაწმენდას
შენადუღი საბუქსირე მოწყობილობა უზრუნველყოფს მაღალ საიმედოობას.