მსოფლიო დონის სასაწყობე ტექნიკა და ტვირთის დამუშავების სისტემები

2001 წლიდან Toyota Material Handling ტვირთის დამუშავების მიმართულებით მსოფლიოში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ბიზნესების საჭიროებების გათვალისწინებით, კომპანია კონკრეტულ ამოცანებზე მორგებულ ინოვაციურ პროდუქტებს ქმნის. სწორედ ამ მიდგომის დამსახურებაა მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც ხელის ურიკებიდან სრულად ავტომატიზებულ სისტემებამდე ყველაფერს მოიცავს.

ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სერვისის ქსელი საოპერაციო პროცესების უწყვეტ და შეუფერხებელ მიმდინარეობას უწყობს ხელს. ამავდროულად, კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას საფუძვლად უდევს Zero Muda ფილოსოფია, რომელიც მიზნად ზედმეტი დანაკარგების თავიდან აცილებასა და ეფექტიანობის მუდმივ ზრდას ისახავს.

დამტვირთველების ერთიანი ქსელი მეტი კონტროლისა და მოქნილობისთვის

My Toyota და I_Site — დამტვირთველების ერთიანი ქსელი

ავტოპარკის  ანგარიშგების წყალობით, ტექნიკის მუშაობის, ხარჯებისა და დატვირთვის ზუსტი მაჩვენებლები მუდმივად აღირიცხება. ერთიანი ციფრული პლატფორმა თავს უყრის სანდო მონაცემებს, რაც ხელს უწყობს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და საოპერაციო ეფექტურობის გაზრდას.


უფასო პროგრამა My Toyota ასახავს ავტოპარკის  ზოგად მაჩვენებლებს და დეტალური ანგარიშების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ხელსაწყოს დახმარებით ტექნიკის რესურსი სრული დატვირთვით გამოიყენება. 


I_Site სისტემა თითოეული დამტვირთველის მუშაობის სიღრმისეულ მონაცემებსა და ანალიტიკას აერთიანებს, რაც პროცესების სრულ კონტროლსა და გამჭვირვალობას განაპირობებს.


ავტოპარკის  მართვის ამ თანამედროვე ხელსაწყოებით იზრდება პროდუქტიულობა, ეფექტურად კონტროლდება ხარჯები, უმჯობესდება უსაფრთხოების სტანდარტები და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით მდგრადობას.

გაიგეთ მეტი

წაიკითხეთ ბლოგები

პროდუქცია

ვებგვერდზე განთავსებულ კატალოგში დამტვირთველების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. ჩამონათვალი მოიცავს როგორც რიჩ დამტვირთველებსა  და ხელის  ურიკებს, ისე შეკვეთების შემგროვებელ ტექნიკას.

ვრცლად

მეორადი ტექნიკა

ხელმისაწვდომია განახლებული მეორადი დამტვირთველების ფართო არჩევანი. თითოეული მოდელი წინასწარ დეტალურად მოწმდება, რის გამოც ტექნიკა ყოველთვის გამართულად და საიმედოდ მუშაობს.

მეორადი დამტვირთველები

დამტვირთველების გაქირავება

საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს სასურველი ტექნიკის დაქირავება მცირე დროითაც შეუძლია.

წაიკითხეთ მეტი

Toyota-ს სერვისის კონცეფცია

Toyota Service Concept ტექნიკური მხარდაჭერის კარგად სტრუქტურირებული მოდელია. ეს მიდგომა სამუშაო პროცესების მუდმივ დახვეწასა და უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებაზეა გათვლილი.

წაიკითხეთ მეტი

ხშირად დასმული კითხვები

გამოგვყევით

linkedin-logo_100x52px.pngfacebook-logo_100x52px.png youtube-logo-100x52px.png