ჩვენს საწყობში 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დამტვირთველია, რომელთა დაქირავებაც შეგიძლიათ ერთი დღით, რამდენიმე კვირით ან თვეებით. ჩვენ მზად ვართ ოპერატიულად დაგეხმაროთ როგორც წინასწარ დაგეგმილ, ისე მოულოდნელ სიტუაციებში, რათა თქვენი სამუშაო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს.
ჩვენი ტექნიკის ქირაობა შესაძლებელია ხანგრძლივი, ფიქსირებული ვადითაც, 10 წლამდე პერიოდით.
ეს მოდელი გულისხმობს თქვენი არსებული ავტოპარკის ჩვენ მიერ გამოსყიდვას და იმავე ტექნიკის თქვენთვის იჯარით დაბრუნებას, ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით.
ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ. ასე რომ, თუ დამტვირთველი გჭირდებათ, არ აქვს მნიშვნელობა - 1 დღით თუ 7 წლით - დაგვიკავშირდით