ჩვენი ტექნიკოსების გუნდი რეგულარულად ატარებს თქვენი დამტვირველების ტექნიკურ მომსახურებასა და სერვისს. ასე თავიდან აიცილებთ ძვირადღირებულ შეკეთებას, შეინარჩუნებთ მაღალ პროდუქტიულობას და საიმედოდ დაიცავთ თანამშრომლებს სამუშაო საფრთხეებისგან.
რეგულარული ტექნიკური მომსახურებით თავიდან აიცილებთ ხანგრძლივ უმოქმედობასა და სარემონტო ხარჯებს მანამ, სანამ პრობლემა იჩენს თავს. მაგალითად, დაზიანებულ დეტალებს ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩენთ და შევაკეთებთ, რაც მეტი ზარალისგან დაგიცავთ.
გირჩევთ, მიჰყვეთ მწარმოებლის კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის დასადგენად, თუ რამდენად ხშირად სჭირდება თქვენს დამტვირთველს ტექნიკური მომსახურება. არსებობს ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება უფრო ხშირი სერვისის საჭიროება წარმოიშვას:
სტანდარტის მიხედვით, დამტვირთველის ტექნიკური მომსახურება ტარდება ყოველ:
დამატებითი დეტალებისთვის. მწარმოებლის რეკომენდაციებთან ერთად, Toyota Material Handling-ის სერტიფიცირებული ტექნიკოსი დაგეხმარებათ ტექნიკური მომსახურების ოპტიმალური სიხშირის განსაზღვრაში და შეგირჩევთ გრაფიკს, რომელიც ზუსტად პასუხობს თქვენი ტექნიკის საჭიროებებს.
ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, სადაც თქვენი მოთხოვნა ან შეტყობინება გაუმართაობის შესახებ მყისიერად მუშავდება და გადაეცემა ჩვენს სერვის-ტექნიკოსს. გაუმართაობაზე რეაგირების მაქსიმალური ვადა 4 საათია.
დიახ, ყველა სერვის-პაკეტის ფარგლებში, ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად ჩვენი სერტიფიცირებული ტექნიკოსი უშუალოდ თქვენს ობიექტზე მოვა.
დიახ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თქვენი Toyota-ს დამტვირთველი სრულად არის აწყობილი Toyota-ს ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით. არაორიგინალი ან შეუსაბამო დეტალების გამოყენება ამცირებს ტექნიკის გამძლეობასა და მის გრძელვადიან ღირებულებას.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში:
როდესაც ადამიანებს ესმით ტერმინი „ეფექტური წარმოება“, მყისიერად ახსენდებათ Toyota. ტოიოტას წარმოების სისტემამ (TPS) საოპერაციო ეფექტურობის მსოფლიო სტანდარტი დაამკვიდრა. ეფექტური მართვის (Lean) პრინციპები მხოლოდ წარმოებით არ შემოიფარგლება – ეს არის კორპორაციული კულტურა, რომელიც ჩვენს ტექნიკოსებზეც ვრცელდება.
Lean სერვისი ეყრდნობა კაიზენის (Kaizen - მუდმივი გაუმჯობესება) პრინციპსა და ნულოვანი დანაკარგის (Zero Muda) ფილოსოფიას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება თანამშრომლებისა და მომხმარებლების მიმართ.
Lean Service Excellence combines proven lean practices with a focus on customer satisfaction.
A single forklift out of service can disrupt workflows across an entire facility. Traditional service often reacts after something breaks. At Toyota Material Handling
თქვენი დამტვირთველის სერვის-პაკეტი შეგიძლიათ, მარტივად შეათავსოთ Toyota-ს ავტოპარკის მართვის სისტემასთან, I_Site.
ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია. მათი მოლოდინების გასამართლებლად ვიყენებთ ტოიოტას სერვისის კონცეფციას, სერვისების ოპტიმიზაციის სტრუქტურულ მიდგომას, რომელიც ჩვენს ძირითად ღირებულებებს ეფუძნება.
რეგულარულად ვითხოვთ მომხმარებლებისგან უკუკავშირს. ყოველთვიურად 1500-ზე მეტ გამოკითხვას ვაანალიზებთ, რაც სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაში გვეხმარება.
მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით გამოთვლილი ლოიალობის ინდექსი (NPS) ჩვენი მუშაობის ხარისხს აჩვენებს.