თანამშრომელი Toyota-ს გამწევი დამტვირთველების საწარმოო ხაზზე

 

გაეცანით ჩვენს ბოლოდროინდელ მიღწევებს მდგრადი განვითარების მიმართულებით და იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შესაქმნელად ვდგამთ.

რეალური ღირებულების შექმნა დადგენილი ნორმების მიღმა

ათ წელზე მეტია, რაც ჩვენს ინდუსტრიაში მდგრადი განვითარების მიმართულებით მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ. ყოველდღიურად ახალ მიზნებს ვუსახავთ საკუთარ თავს, რათა შევინარჩუნოთ ლიდერობა როგორც უშუალოდ წარმოებაში, ისე მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობაში.ზედიზედ ექვსი წელია, რაც EcoVadis-ის პლატინის რეიტინგს ვინარჩუნებთ. ამ მაჩვენებლით, მდგრადი განვითარების სფეროში მსოფლიოს 100 000-ზე მეტ კომპანიას შორის საუკეთესო 1%-ში შევდივართ.