ელექტრო ურიკები

Toyota-ს დაბალი სიმაღლის ამწეობის ელექტრო ურიკები, რომელთა ტვირთამწეობა 1300-დან 2500 კილოგრამამდე მერყეობს, ნებისმიერი ტიპის ბიზნესის მოთხოვნებს პასუხობს. კომპაქტური კონსტრუქციის წყალობით, მუშაობა მარტივი და უსაფრთხოა. მოდელების ფართო ასორტიმენტში მარტივად შეარჩევთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ელექტრო ურიკებს – იქნება ეს შორ დისტანციებზე ტრანსპორტირება, ვიწრო სივრცეებში ოპერირება, ტვირთის ჩამოცლა-დატვირთვა თუ პალეტების პერიოდული გადაადგილება. Toyota BT Levio-ს ელექტრო ურიკები ხელმისაწვდომია როგორც ლითიუმ-იონის, ისე ტყვია-მჟავის ბატარეებით და საიმედო დამხმარეა ყოველდღიურ საქმიანობაში.