ჩანგლიანი თვლების შერჩევისას მნიშვნელოვანია სამუშაოს ტიპის, დატვირთვის ინტენსივობისა და იატაკის საფარის გათვალისწინება. თვლების სახეობები და შესაბამისი მასალა კონკრეტული ამოცანების მიხედვით უნდა შეირჩეს.
სწორი იატაკი
სწორ და თანაბარ ზედაპირზე უპირატესობა ერთმაგ თვლებს ენიჭება, რადგან ტექნიკით მანევრირება უფრო ადვილია. ასეთ დროს თვალზე დატვირთვა შედარებით იზრდება და ის უფრო სწრაფად ცვდება. პალეტის იოლად ასაღებად, ჩანგლის წვერზე, ერთმაგ თვალთან ერთად, დამხმარე თვალიც მაგრდება.
არათანაბარი იატაკი
არათანაბარ ზედაპირზე მუშაობისთვის წყვილი (ბოგი) თვლები გამოიყენება. ასეთი კონსტრუქცია ტექნიკის სტაბილურობასა და მდგრად სვლას განაპირობებს. ტვირთის წონა რამდენიმე თვალზე თანაბრად ნაწილდება, რაც წერტილოვან ხახუნს ამცირებს და თვლები ნაკლებად იცვითება.
ეწვიე მაღაზიას და აარჩიე სასურველი სათადარიგო ნაწილი
მამოძრავებელი და ჩანგლიანი თვლების შერჩევისას მნიშვნელოვანია სამუშაოს სპეციფიკის, დატვირთვის ინტენსივობისა და იატაკის საფარის გათვალისწინება.
დამხმარე (საყრდენი) თვალი
მოხვევისას ან უსწორმასწორო ზედაპირზე მოძრაობისას, ზამბარის შეკუმშვის გამო, წნევა ერთ-ერთ დამხმარე თვალზე იზრდება. ტორსიონული ღერძის მეშვეობით, მეორე ზამბარაც ზუსტად იმავე ძალით იკუმშება. შედეგად, ტექნიკა ინარჩუნებს სტაბილურობას და არ ირხევა.
წამყვანი საბურავი
ცენტრალურად განთავსებული მამოძრავებელი თვალი ტექნიკას გადახრისგან იცავს, მათ შორის სველ იატაკსა თუ პანდუსზე დაცურების შემდეგ, როდესაც თვალი ზედაპირს ხელახლა ეჭიდება. ცენტრიდან აცდენილი მამოძრავებელი თვლის შემთხვევაში კი ტექნიკამ ასეთ სიტუაციებში შესაძლოა მკვეთრი გვერდითი რყევა დაიწყოს.
ჩანგლის საბურავი
შესაძლებელია როგორც ერთმაგი, ისე წყვილი (ბოგი) ჩანგლიანი თვლების შერჩევა. ერთმაგი თვალი მანევრირებასა და პალეტის იოლად აღებას უწყობს ხელს, ხოლო წყვილი თვალი დაბრკოლებების გადალახვასა და მძიმე ტვირთის გადაზიდვას გაცილებით აადვილებს.
ეწვიე მაღაზიას და აარჩიე სასურველი სათადარიგო ნაწილი