ქუქი-ფაილების პოლიტიკა

წინამდებარე ქუქი-ფაილების პოლიტიკა ეხება მონაცემთა დამუშავების პროცესს პლატფორმაზე Mytoyota-toyota-forklifts.ge და ნებისმიერ სხვა ვებგვერდზე, რომელიც ამ პოლიტიკაზე მიუთითებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვიყენებთ, ვინახავთ და ვიცავთ პერსონალურ მონაცემებს, ასევე თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ, გაეცანით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ამ ქუქი-ფაილების პოლიტიკის ფარგლებში, ქუქი-ფაილებისა და თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომპანია Toyota Material Handling Europe AB.

რა არის ქუქი-ფაილები (Cookies)?

ქუქი-ფაილები მცირე ზომის მონაცემთა ფაილებია, რომლებიც თქვენს მოწყობილობაზე იტვირთება იმ ვებგვერდის მონახულებისას, რომელზეც იმყოფებით. ვებგვერდზე განმეორებითი შესვლისას, ეს ფაილები გვეხმარება თქვენი მოწყობილობის ამოცნობაში. ვებგვერდს შეუძლია შეინახოს ინფორმაცია ვიზიტებისა და ვიზიტორების შესახებ.

როგორ და რატომ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს?

ქუქი-ფაილების მეშვეობით ვაგროვებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება, მიეკუთვნებოდეს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, IP მისამართი და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები), თუმცა ისინი არ შეიცავს პირდაპირ პერსონალურ მონაცემებს. ქუქი-ფაილებს ვიყენებთ ვებგვერდით სარგებლობის გასამარტივებლად და გასაუმჯობესებლად:

  • რათა ამოვიცნოთ თქვენი სისტემაში შესვლის დრო და დავიმახსოვროთ თქვენთვის სასურველი პარამეტრები
  • რათა შემოგთავაზოთ თქვენს ინტერესებზე მორგებული კონტენტი, რომელიც ვებგვერდით სარგებლობას უფრო კომფორტულს გახდის, ასევე, გავაანალიზოთ, როგორ იყენებთ ჩვენს პლატფორმას. ეს გვეხმარება ხარვეზების დროულად აღმოჩენასა და ვებგვერდის მუშაობის მონიტორინგში. ამ მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს თქვენი აქტივობის შესახებ, როგორიცაა მონახულებული გვერდები და თითოეულ მათგანზე გატარებული დრო
  • მიღებულ ინფორმაციას ასევე ვიყენებთ ჩვენი სარეკლამო კამპანიების გასაანალიზებლად და დასახვეწად.

სამართლებრივი საფუძვლები და მიზანი

კანონმდებლობის შესაბამისად, გვაქვს უფლება, შევინახოთ ქუქი-ფაილები თქვენს მოწყობილობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აბსოლუტურად აუცილებელია ვებგვერდის მუშაობისთვის. ყველა სხვა ტიპის ქუქი-ფაილის გამოსაყენებლად (პარამეტრების დასამახსოვრებლად, სტატისტიკისთვის, მარკეტინგისთვის თუ სხვა დაუკლასიფიცირებელი ფაილებისთვის) საჭიროა თქვენი თანხმობა.

ვებგვერდზე შესვლისას შესაბამის ფანჯარაში შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული ქუქი-ფაილები ან მონიშნოთ „ყველა ქუქი-ფაილის დაშვება“. ამით თქვენ იძლევით თანხმობას ქუქი-ფაილების განთავსებასა და წაკითხვაზე შესაბამის გვერდსა და My Toyota-ს დომენზე.

თქვენ არ ხართ ვალდებული, დაეთანხმოთ ქუქი-ფაილების გამოყენებას. თანხმობის შეცვლა ან გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდის ქვედა ნაწილში (footer) მოცემულ ღილაკზე „ქუქი-ფაილების პარამეტრები“ დაწკაპუნებით.

ჩვენს ვებგვერდზე გამოიყენება 5 სახის ქუქი-ფაილი:

აუცილებელი ქუქი-ფაილები

ეს ფაილები საშუალებას გაძლევთ იმოძრაოთ ვებგვერდზე, შეხვიდეთ სისტემაში, დაამატოთ პროდუქტები კალათაში, აირჩიოთ სასურველი ენა, სწორად გამოსახოთ გვერდი თქვენს მოწყობილობაზე, გადაამოწმოთ შეკვეთის დეტალები და განახორციელოთ გადახდა. აუცილებელ ქუქი-ფაილებს ასევე ვიყენებთ ონლაინ ჩათის ფუნქციის მუშაობისთვის. მათ გარეშე ვებგვერდი გამართულად ვერ იმუშავებს.

მორგებული პარამეტრების ქუქი-ფაილები 

ეს ფაილები ვებგვერდს ეხმარება დაიმახსოვროს ის ინფორმაცია, რომელიც ცვლის საიტის ვიზუალს, მაგალითად, თქვენ მიერ არჩეული ენა ან რეგიონი, სადაც იმყოფებით.

სტატისტიკის ქუქი-ფაილები

მათი დახმარებით ვითვლით ვიზიტების რაოდენობას და ვადგენთ, თუ საიდან გადმოდიან მომხმარებლები ჩვენს საიტზე. ეს ინფორმაცია ვებგვერდის განვითარებასა და გაუმჯობესებაში გვეხმარება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომელი გვერდებია ყველაზე პოპულარული და როგორ გადაადგილდებიან ვიზიტორები საიტზე. ამ ფაილებით შეგროვებული მონაცემები ანონიმური და ჯამურია. ზოგიერთი სტატისტიკური ფაილი მესამე მხარეს ეკუთვნის, შესაბამისად, ეს ინფორმაცია მათაც გადაეცემათ.

მარკეტინგის ქუქი-ფაილები

ამ ფაილების მეშვეობით ვაკვირდებით მომხმარებლების ქცევას დაკვირვება სხვადასხვა ვებგვერდზე. მათი მიზანია აჩვენოს ისეთი რეკლამები, რომლებიც საინტერესო და შესაფერისია კონკრეტული მომხმარებლისთვის. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს საიტით სარგებლობის შესახებ, რათა მოვახდინოთ აუდიტორიის სეგმენტაცია, დავგეგმოთ მარკეტინგული კამპანიები და ონლაინ რეკლამები.

ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ ზუსტად ის პროდუქტები და სერვისები, რომლებიც თქვენთვის საინტერესოა. თუ ამ ფაილებს არ დაუშვებთ, ჩვენ არ გამოვიყენებთ მიზნობრივ ონლაინ რეკლამებს. იმ შემთხვევაში, თუ დაეთანხმეთ „სტატისტიკის ქუქი-ფაილებს“, ამ მონაცემებს შევინახავთ, თუმცა მათ მხოლოდ თქვენი დამატებითი თანხმობის შემდეგ გამოვიყენებთ.

დაუკლასიფიცირებელი ქუქი-ფაილები

ეს არის ფაილები, რომელთა კლასიფიკაციაზეც ამჟამად ვმუშაობთ მათ შესაბამის პროვაიდერებთან ერთად.

როგორ შევცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები ან დავბლოკოთ ისინი?

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააუქმოთ თქვენი თანხმობა MyToyota-ს ქუქი-ფაილების პარამეტრების გვერდზე. ასევე, ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ ბრაუზერისა თუ მოწყობილობის პარამეტრები ქუქი-ფაილების მოქმედების არეალის დასარეგულირებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით თქვენი ბრაუზერის ან მოწყობილობის შესაბამის ინსტრუქციებს.

თუ გსურთ აუცილებელი ქუქი-ფაილების გამორთვა, ბრაუზერის პარამეტრებიდან შეგიძლიათ მართოთ მათი მიღება. სხვადასხვა ბრაუზერს მართვის განსხვავებული ფუნქციები აქვს. შეგიძლიათ დაეთანხმოთ, უარყოთ ან წაშალოთ ყველა ქუქი-ფაილი, მესამე მხარის ფაილები ან კონკრეტული ვებგვერდის მონაცემები. დეტალური ინსტრუქცია მოცემულია თქვენი ბრაუზერის ოფიციალურ საიტზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდს: ბრაუზერში ქუქი-ფაილების წაშლის გზამკვლევი

გაითვალისწინეთ, რომ ამ ფაილების დაბლოკვის შემთხვევაში, შესაძლოა ვერ შეძლოთ საიტის გარკვეული სექციებით სარგებლობა, ზოგიერთმა ფუნქციამ და გვერდმა კი ჩვეული რეჟიმით ვერ იმუშავოს.

ამ პოლიტიკის ან გამოყენებული ქუქი-ფაილების ცვლილების შემთხვევაში, განვაახლებთ წინამდებარე დოკუმენტს და კვლავ გთხოვთ თანხმობის დადასტურებას.

წინამდებარე პოლიტიკის ბოლო ვერსია თარიღდება 2023 წლის 18 აპრილით.