კომპანიის მთავარი ფასეულობები ქცევის კოდექსშია ასახული. ეს დოკუმენტი ადგენს ეთიკურ სტანდარტებს, რომლებსაც თანამშრომლები ერთმანეთთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას იცავენ.
შესაბამისად, კომპანიის შიდა პოლიტიკა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს, როგორებიცაა დისკრიმინაციის დაუშვებლობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, კომპანიის რესურსების მიზნობრივი გამოყენება, შიდა ინფორმაციის ბოროტად გამოყენების აკრძალვა, მოქმედი კანონების დაცვა და გარემოზე ზრუნვა.
კომპანია სამუშაო გარემოში ღია და გულწრფელი ატმოსფეროს შექმნაზე მუდმივად ზრუნავს. და რადგან გუნდისთვის გამჭვირვალობა მთავარია, Toyota Material Handling სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ დარღვევის ან არასწორი ქმედების მხილება არავის შეუქმნის სამსახურებრივ პრობლემას და არ გამოიწვევს უსამართლო მოპყრობას.
შესაბამისად, კომპანია აქტიურად მოუწოდებს თანამშრომლებსა და პარტნიორებს, ნებისმიერ კითხვასა თუ სადავო საკითხზე თამამად ისაუბრონ. უკუკავშირისთვის მათ შეუძლიათ, პირდაპირ მიმართონ უშუალო ხელმძღვანელს, ფინანსებისა თუ ადამიანური რესურსების მენეჯერებს, კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირებს ან იურიდიულ მრჩეველს.
ცხელი ხაზი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოწოდება ანონიმურადაც დასაშვებია, კომპანიას ურჩევნია, ავტორის ვინაობა იცოდეს, რადგან ეს ინფორმაცია საქმის სრულფასოვანი მოკვლევისა და თავად განმცხადებლის უსამართლო მოპყრობისგან დასაცავად არის საჭირო.
პროცესის მიუკერძოებლობისთვის ცხელ ხაზს დამოუკიდებელი გარე ორგანიზაცია მართავს, რომელიც კვირაში შვიდი დღე, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. შესაბამისად, ინფორმაციის გაზიარება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო ზარით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცხელი ხაზი არ არის განკუთვნილი მომხმარებელთა საჩივრებისა თუ პრეტენზიებისთვის. მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად მიმართეთ კომპანიის გაყიდვებისა თუ მომსახურების განყოფილებებს. ჩვენი გუნდის წევრები მზად არიან, განიხილონ თითოეული შემთხვევა და დაგეხმარონ პრობლემის გადაჭრაში.