8 რჩევა დამტვირთველის შესარჩევად

დამტვირთველის პირველად შეძენისას ხშირად რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელ კრიტერიუმებს მიაქციოთ მთავარი ყურადღება. ეს გზამკვლევი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

თქვენი საკონტროლო სია

ორი კაცი BT Reflex-ს მართავს

რა ტიპის ტვირთთან გიწევთ მუშაობა?

პირველ რიგში, შეაფასეთ ტვირთის სპეციფიკა. აუცილებლად გააანალიზეთ შემდეგი ფაქტორები:

  1. ტვირთი: რა ტიპის მასალასთან გიწევთ მუშაობა? მისი წონა და ზომა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, რომლებიც ტექნიკის კლასს განსაზღვრავს. მხოლოდ ერთი ზომის პალეტებს იყენებთ თუ განსხვავებული გაბარიტები მეტ მოქნილობას მოითხოვს? ტვირთი მცირე ზომის ცალკეული ნივთებისგან შედგება თუ დიდი მოცულობის პალეტებისგან?
  2. შენახვის წესი: როგორ ანაწილებთ საქონელს საწყობში? მაგალითად, FIFO პროცესები სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, ვიდრე LIFO. 
  3. ვერტიკალური განთავსება: რამდენად იძლევა საქონლის სპეციფიკა პალეტების ერთმანეთზე დალაგების საშუალებას? დაგჭირდებათ მათი სასაწყობე თაროებზე განთავსება თუ მხოლოდ ჰორიზონტალური გადაადგილება გესაჭიროებათ?
  4. თაროები: როგორია სასაწყობე თაროების ზომები? გაზომეთ არა მხოლოდ სიმაღლე, არამედ თაროების სიღრმეც. ასე ზუსტად გეცოდინებათ, რა სიმაღლეზე უნდა წვდებოდეს დამტვირთველის ანძა ყველაზე მაღალ იარუსთან სამუშაოდ.
როგორია საწყობის გეგმარება?

როგორია საწყობის გეგმარება?

სამუშაოები შენობის შიგნით სრულდება თუ გარეთ? გარე სივრცეში სამუშაოდ ტექნიკა მომზადებული უნდა იყოს ნალექისა და სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის. ახლა დეტალურად განვიხილოთ საწყობის გეგმარება:

ჭერი: რა სიმაღლეზეა შესაძლებელი ანძის გაშლა? ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ჭერის სიმაღლეს, არამედ შედარებით დაბლა განთავსებულ კომუნიკაციებსაც. ყოველთვის გაზომეთ ყველაზე დაბალი წერტილი და გაითვალისწინეთ იგი ტექნიკის შერჩევისას.

კარები და გასასვლელები: რა სიმაღლისა და სიგანისაა ისინი? გაზომეთ ორივე პარამეტრი, რათა დარწმუნდეთ, რომ შერჩეული დამტვირთველი თავისუფლად გაივლის შასისა თუ საწყობის ინფრასტრუქტურის დაზიანების გარეშე.

დერეფნები: გაზომეთ ყველა გასასვლელის სიგანე და სიგრძე. ასევე შეამოწმეთ იატაკის საფარი და მისი მდგომარეობა. რა მასალისგან არის დამზადებული და გაუძლებს თუ არა მძიმე ტექნიკის წნევას? სწორია ზედაპირი თუ აქვს გარკვეული დახრილობა?

მანძილი: გიწევთ თუ არა ტვირთის დიდ მანძილზე ტრანსპორტირება? თუ ტექნიკა მხოლოდ მარტივი, მოკლე გადაადგილებებისთვის გჭირდებათ? გაითვალისწინეთ მოძრაობის სიხშირე და მანძილი.

ახლა უკვე იცით, რას მიაქციოთ ყურადღება. გაეცანით ჩვენი ტექნიკის სხვადასხვა მოდელს და შეადარეთ ისინი ერთმანეთს.

Toyota Lifter Standard
LHM230

Toyota Lifter Standard

  • ეს Toyota-ს ორიგინალი ხელის პალეტის ურიკაა, რომელიც ყოველდღიური სამუშაოებისთვისაა გათვლილი.
  • მოდელისთვის სხვადასხვა სამუშაო გარემოზე მორგებული ბორბლების ფართო არჩევანია ხელმისაწვდომი.
  • სხვადასხვა ტიპის ტვირთთან სამუშაოდ მოდელის მრავალი კონფიგურაციისა და დამატებითი ფუნქციის შერჩევა შეიძლება.
  • მსგავს პროდუქტებთან შედარებით მუშაობს ხუთჯერ უფრო დიდხანს
  • 99-წლიანი გარანტია ჩანგლის ჩარჩოზე
BT Levio 1.3ტ კომპაქტური
LWE130

BT Levio 1.3ტ კომპაქტური

  • კომპაქტური მოდელი ვიწრო გასასვლელებსა და სატვირთო ავტომობილებში სამუშაოდ გამოდგება.
  • ვიწრო გასასვლელებისთვის და ვაბორტო მანქანებისთვის
  • დამტვირთველს მაღალი ხარისხის, გამძლე შასი აქვს.
  • დამტვირთველი მცირე ენერგიას მოიხმარს.
  • Smart truck მარტივად უკავშირდება მართვის სისტემას, რაც მისი მონიტორინგისა და მუშაობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ.
BT Staxio 1ტ კომპაქტური
HWE100

BT Staxio 1ტ კომპაქტური

  • მცირე წონისა და კომპაქტური ზომების გამო მოდელი შეზღუდულ სივრცეში...
  • Load capacity
    1000 kg
  • Max lift height
    2000 mm
  • Top speed
    5.5 km/h
  • Smart truck
    Smart truck
BT Reflex 1.2ტ სტანდარტული
RRE120B

BT Reflex 1.2ტ სტანდარტული

  • რიჩ დამტვირთველი მარტივი და დაბალი ინტენსივობის სამუშაოებისთვისაა...
  • Load capacity
    1200 kg
  • Max lift height
    7000 mm
  • Top speed
    10.0 km/h