მოქნილი სასაწყობე თაროები და სისტემები

Toyota გეხმარებათ საწყობის მუშაობის მუდმივ ოპტიმიზაციაში. ამისთვის ჩვენ ერთმანეთს ვუხამებთ თაროების სწორ ტიპს, მათ კონფიგურაციასა და ყველაზე შესაფერის ტექნიკას. ვინაიდან ტექნიკა და სასაწყობე თაროები ერთმანეთს სრულყოფილად ერგება, თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად ვქმნით – იქნება ეს ცალკეული ნივთების, ყუთებისა თუ პალეტებზე განთავსებული ტვირთის შესანახად. ამგვარად თქვენ მაქსიმალურად აითვისებთ საწყობის სივრცეს, გაზრდით პროდუქტიულობას და აამაღლებთ მუშაობის საერთო ეფექტურობას.

პალეტების შენახვა

პალეტები კვლავ რჩება ტვირთის შესანახად ყველაზე გავრცელებულ საშუალებად. სხვადასხვა ზომისა და მასალის წყალობით, ისინი პროდუქციის მოსახერხებელ განლაგებას ხდის შესაძლებელს. სწორად შერჩეული თაროებით კი საწყობის სივრცეს მაქსიმალურად გამოიყენებთ. თქვენი პროდუქციისა და საწყობის გეგმარების გათვალისწინებით, ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციას, დააპროექტებენ და მოგაწვდიან თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ სისტემას.

ცალკეული ნივთების შენახვა

ელექტრონულ კომერციასა და იმ კომპანიებში, სადაც მთავარი ამოცანა მცირე ზომის ტვირთების დამუშავება და დაკომპლექტებაა, მოქნილი სასაწყობe სისტემები განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს პატარა დეტალებისა და საქონლის შესანახად. მსგავსი მიდგომა ზოგავს დროს, აუმჯობესებს პროდუქციის ბრუნვას, ზრდის საწყობის ტევადობას და მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის.

სასაწყობე თაროები 

"დამატებითი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობას, ვარჩიეთ რომ K2 ისთვის შეგვეკვეთა ალტენრატიული ტიპის დასაწყობება, რომელიც კომპანიამ შეასრულა საკმაოდ მოკლე ვადაში - 3 თვეში, დაამონტაჟა იტალიური წარმოების უმაღლესი ხარისხის თაროები 35 წლიანი გარანტიით."

ვახტანგ ლაღიძე, დირექტორი "Coca-Cola Bottlers Georgia"

Case Study - Coca-Cola Bottlers Georgia >

სასაწყობე თაროების კომპლექსური სისტემები

საწყობის გამართული მუშაობის საფუძველი სწორად დაგეგმილი სასაწყობე თაროების სისტემაა. იგი წინასწარ უნდა მოერგოს ტვირთის სპეციფიკას, ბრუნვის სიხშირეს, სამუშაო მარშრუტებსა და შენობის გეგმარებას. მსგავსი დაგეგმვა ქმნის საწყობში ტვირთის შეუფერხებელ მოძრაობას. კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად შერჩეულ ტექნიკასთან ერთად, გთავაზობთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სისტემებს – სტანდარტული სტატიკური სათავსებიდან მაღალი სიმკვრივის დინამიკური კონსტრუქციებით დასრულებული, როგორებიცაა რადიო შატლი ან მობილური პალეტური თაროები. არჩევანი მთლიანად თქვენს სამუშაო პირობებსა და მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

ამას ემატება სხვადასხვა სერვისი და მომსახურება, მათ შორის ავტოპარკის მართვის სისტემა, ტექნიკის გაქირავება, მეორადი მოდელების შეთავაზება, ავტომატიზაცია და ენერგეტიკული სისტემები. ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ ყველა ეტაპზე, დაწყებიდან დასრულებამდე.

;

Adveo-ს გამოცდილება

გაინტერესათ? დაგვიკავშირდით!

დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.