გამწევი დამტვირთველები

ჩვენ გთავაზობთ ელექტრო გამწევი და პლატფორმიანი დატვირთველების ფართო ასორტიმენტს 1-დან 50 ტონამდე ტვირთამწეობით. Toyota-ს საბუქსირე ტექნიკას შეუძლია ერთ მატარებელში რამდენიმე ტვირთმზიდი პლატფორმა გააერთიანოს, რაც იდეალური გადაწყვეტაა მთელ ობიექტზე პალეტების, როლერ ქეიჯებისა (გორგოლაჭებიანი კონტეინერების) და სხვა ნივთების ჰორიზონტალური ტრანსპორტირებისთვის. პლატფორმიანი დამტვირთველები უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთის ერთდროულად გადაზიდვას, რაც ამცირებს ფიზიკურ შრომას, ზრდის უსაფრთხოებას და ზოგავს დროს. სწორად შერჩეული ტექნიკა წარმატებით გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ელექტრონული კომერცია, ლოგისტიკა, აეროპორტები და საწარმოო ზონები. პლატფორმიან დამტვირთველებს კი შეუძლია, დამატებითი აღჭურვილობა ან ნივთები უშუალოდ კორპუსით გადაიტანოს და, ამავდროულად, მისაბმელებს დაუკავშირდეს.