6 კითხვა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა გამწები დამტვირთველი საოპერაციო პროცესებს

ელექტრონული კომერციისა და ონლაინ შეკვეთების ზრდასთან ერთად საწყობებსა და საწარმოებში ტვირთის მოცულობაც გაიზარდა. ამან ხარისხის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების მხრივ ახალი გამოწვევები გააჩინა. გაზრდილი ნაკადის დასამუშავებლად საჭიროა პროცესების გადახედვა, რათა ტვირთი დროულად და უსაფრთხოების წესების დაცვით გადაადგილდებოდეს. ერთ-ერთი გზა უჩანგლო სისტემაზე (forkless) გადასვლაა. ასეთ სისტემაში ტვირთი გორგოლაჭებიან პლატფორმებზე თავსდება, ხოლო გამწევი დამტვირთველი მას საწყობის ან საწარმოს ერთი მონაკვეთიდან მეორეში გადააქვს.

რა ტიპის ტვირთი მუშავდება საწყობში: ცალკეული პროდუქტები თუ მთლიანი პალეტები?

 

ცალკეული პროდუქტების დამუშავება

იმ წარმოებებში, სადაც JIT პრინციპი მოქმედებს – საწარმოო ხაზს მხოლოდ კონკრეტულ მომენტში საჭირო კომპონენტები მიეწოდება – ზედმეტი მარაგების დაგროვება გამორიცხულია. ელექტრონულ კომერციაში კი შეკვეთების შეგროვება და დახარისხება უწყვეტად მიმდინარეობს, ამიტომ პროდუქციის სწრაფად და მოწესრიგებულად გადაადგილება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ასეთ გარემოში ხშირად იყენებენ ბორბლებიან კონტეინერებს, ე.წ. როლერ ქეიჯებს, რომლებითაც ცალკეული ნივთების გადატანა და შეკვეთების დახარისხება უფრო გამართულად მიმდინარეობს. 

Toyota Tracto W სერიის გამწევი დამტვირთველები ოპერატორისთვის მოსახერხებელია და კონტეინერების ხელით გადაადგილებასთან შედარებით ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამასთან, მცირდება ტვირთის დაზიანებისა და სამუშაო ინციდენტების რისკიც. ცალკეულ პროდუქტებთან მუშაობისას შეიძლება როგორც ხელით სამართავი, ისე დასაჯდომი მოდელების გამოყენება. მათი მანევრულობა გამოსადეგია შეკვეთების შესაგროვებლად, მარაგების შესავსებად და პალეტების გადასაზიდად. 

დაათვალიერე გამწევი დამტვირთველების კატალოგი

რამდენად აუცილებელია სივრცეში რამდენიმე დამტვირთველის ერთდროული მოძრაობა?

გაზრდილი ეფექტურობა

ერთი გამწევი დამტვირთველი რამდენიმე მისაბმელს გადაადგილებს და სხვადასხვა ტიპის ტვირთის ერთდროულად გადატანა შეუძლია. მისაბმელების რაოდენობა და ფორმა კონკრეტული სამუშაოს მიხედვით შეირჩევა. ტვირთი შეიძლება ჩაიტვირთოს ერთი ან ორივე მხრიდან და გადაიზიდოს პალეტებით, ყუთებით ან სხვა სატვირთო საშუალებებით.

ასეთი მიდგომა ადამიანური რესურსის უკეთ განაწილებასაც უწყობს ხელს. ერთ ოპერატორს ერთ გავლაზე რამდენიმე ტვირთი მიაქვს დანიშნულების ადგილამდე, რის შედეგადაც იმავე სამუშაოს შესასრულებლად ნაკლები თანამშრომელი და დროა საჭირო. ამასთან, სივრცეში ნაკლები ტექნიკა მოძრაობს, სამუშაო პროცესი უფრო მოწესრიგებულია, ხოლო გუნდი გამოთავისუფლებულ დროს სხვა მნიშვნელოვან ამოცანებს უთმობს. 

 

 

აღმოაჩინე საბუქსირე საწევარების სპექტრი

მუშაობს თუ არა საწარმო ოპტიმიზებული წარმოების პრინციპებით?

Just-In-Time მიწოდება

ჩანგლიანი ტექნიკის გარეშე მუშაობისას მასალა საწარმოო ხაზს მოხმარების მიხედვით მიეწოდება, ამიტომ სივრცეში ზედმეტი მარაგი აღარ გროვდება. Toyota Tracto TSE-ის ტიპის მოდელები ე.წ. milk run მარშრუტებზე გამოიყენება. ტექნიკა ქარხნის ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრული გზით მოძრაობს, საჭირო წერტილებთან ჩერდება, ტვირთს ტოვებს ან გასატან მასალას იღებს.

გამწევი ტექნიკა განსაკუთრებით გამოსადეგია იმ საწარმოებში, სადაც JIT და Kanban პროცესები მოქმედებს. მასალა სამუშაო ადგილამდე საჭირო დროს მიდის, რის გამოც შეფერხების რისკი მცირდება, ხოლო სამუშაო პროცესი უფრო მოწესრიგებულად მიმდინარეობს.

ამასთან, იმავე რაოდენობის ტვირთის გადასატანად ნაკლები თანამშრომელი და ტექნიკაა საჭირო. საწარმოო სივრცეში მოძრაობაც მცირდება, რაც ინციდენტების რისკს ამცირებს და სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას ზრდის

 

ელიან თუ არა მომხმარებლები სწრაფ და მოქნილ მომსახურებას?

აგროვების ოპტიმიზაცია

მომხმარებლები შეკვეთების სწრაფად მიღებას ელიან. ამიტომ შეგროვების პროცესი, იქნება ეს ერთი ნივთის აღება თუ რამდენიმე შეკვეთის ერთდროულად მომზადება, შეფერხების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.

შეკვეთების შესაგროვებლად გამწევ დამტვირთველს რამდენიმე სატვირთო ურიკა უერთდება, რომლებზეც პროდუქციის ტიპის მიხედვით შერჩეული თაროები თავსდება. ასე ოპერატორი ერთი გავლით ერთდროულად რამდენიმე შეკვეთას აგროვებს. ეს ტექნიკა მარაგების შესავსებადაც გამოიყენება და სხვადასხვა ზომის ნივთები საჭირო რაოდენობით საწყობის ერთი ზონიდან მეორეში გადააქვს. 

 

 

დაგვიკავშირდი

რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ოპერატორის კომფორტი?

ტოიოტას საბუქსირე გამწე

უსაფრთხო ოპერირება

ჩანგლის გარეშე მუშაობისას ოპერატორს წინ ტვირთი არ ეფარება, რადგან მისაბმელები ტექნიკას უკან მიჰყვება. ამიტომ ის გზას თავისუფლად ხედავს და სივრცეში მოძრავ სხვა ტექნიკასაც უკეთ აკვირდება.

კარგი ხილვადობა განსაკუთრებით საჭიროა დატვირთულ სივრცეებში, მათ შორის აეროპორტებში, სადაც რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება ერთდროულად მოძრაობს. გრძელ მანძილებზე სამუშაოდ განკუთვნილ დასაჯდომ მოდელებს სრულად დახურული კაბინა აქვს, რომელიც ოპერატორს წვიმისგან, ქარისგან და სიცივისგან იცავს. 

ჩანგლიანი დამტვირთველებიდან უჩანგლო სისტემაზე გადასვლა სამუშაო პროცესს რადიკალურად ცვლის, ამიტომ თანამშრომლების გადამზადება წინასწარ უნდა დაიგეგმოს. გუნდმა უნდა იცოდეს, რა მარშრუტით გადაადგილდება ტვირთი, სად ჩერდება ტექნიკა და როგორ უნდა იმუშაონ თანამშრომლებმა მის სიახლოვეს. 

 

 

აღმოაჩინე საბუქსირე საწივარები

იგეგმება თუ არა საწყობის ავტომატიზაცია?

საწყობის განმეორებადი ოპერაციები

ავტომატიზაციის შედეგად ტვირთი საწყობში უფრო სწრაფად გადაადგილდება, ხოლო დაზიანების რისკი, სამუშაო დრო და ხარჯები მცირდება. თანამშრომლები განმეორებად და ერთფეროვან სამუშაოს თითქმის აღარ ასრულებენ, ამიტომ მეტი დრო რჩებათ შედარებით რთული ამოცანებისთვის. ამასთან, მასალა საწარმოო ხაზს საჭირო დროს მიეწოდება, მარაგების მართვა კი უფრო მოწესრიგებულია.

ავტომატიზებული გამწევი დამტვირთველი წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს დამოუკიდებლად გადის და ტვირთი საჭირო სადგურამდე უსაფრთხოდ მიაქვს. ავტომატიზაციაზე გადასვლა ეტაპობრივად სჯობს.  თავდაპირველად საწარმოში სტანდარტული მოდელები გამოიყენება და სამუშაო პროცესი ეტაპობრივად იხვეწება, შემდეგ კი საწარმო ნახევრად ან სრულად ავტომატიზებულ სისტემაზე გადადის. 

 

 

გაეცანი ბლოგს ჩვენს მიერ დანერგილი საწყობის ავტომატიზაციაზე