დამტვირთველი უკუსვლით მოძრაობს პალეტების ორ დასტას შორის

ყველაფერი პალეტების შესახებ

დამტვირთველებით მუშაობისას პალეტები ტვირთის გადასაზიდად ყველაზე გავრცელებულ საშუალებად რჩება. სხვადასხვა ზომისა და მასალის წყალობით, ისინი საწყობში პროდუქციის მოხერხებულად განლაგებაში გვეხმარება.

რა არის პალეტი?

ხის პალეტები საწყობში

ტვირთის გადამზიდი საშუალება

პალეტი არის ბრტყელი კონსტრუქცია, რომელიც ტვირთების გადასატანად გამოიყენება. მისი დახმარებით სხვადასხვა საგნების გადაადგილება ბევრად უფრო იაფი, უსაფრთხო და ერგონომიულია.

პალეტის დღეს არსებული სახე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეიქმნა. მათ ძირითადად ხისგან, პლასტმასისგან ან ლითონისგან ამზადებენ, შერჩევა კი დამოკიდებულია ტვირთის ტიპსა და სამუშაო გარემოზე.

BT-ის ინოვაცია

ორიგინალი ევროპალეტი თავდაპირველად კომპანიებმა BT-მ, SJ-მ (Svenska Järnvägar) და Gyllsjö Träindustri-მ შექმნეს რკინიგზით ტვირთების გადასაზიდად. დროთა განმავლობაში, მისი ზომა (800 x 1200 მმ) სტანდარტად იქცა და დღეს ევროპალეტი ევროპაში ყველაზე გავრცელებული საშუალებაა.

არსებობს თუ არა პალეტის სტანდარტული ზომა?

BT Reflex RRE160H რიჩ დამტვირთველი პალეტს თაროზე ათავსებს

განსხვავებები ქვეყნების მიხედვით

პალეტების გლობალური, ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, რადგან მათი კონსტრუქციები, მოთხოვნები და ტერმინოლოგიაც კი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. მიუხედავად ამისა, ხშირად მოქმედებს ადგილობრივი ან დარგობრივი სტანდარტები, რომელთა შესახებაც ინფორმაციის მიღება შესაბამისი ორგანიზაციებიდან არის შესაძლებელი.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა დამტვირთველი არ ერგება ყველა ტიპის პალეტს. ტექნიკის შერჩევამდე აუცილებლად შეამოწმეთ პალეტისა და თავად ტვირთის ზომები, მათ შორის ისიც, სცდება თუ არა ტვირთი პალეტის ნაპირებს. ტვირთის წონა და ფორმა მოქმედებს სიმძიმის ცენტრზე, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს დამტვირთველის ტვირთამწეობას.

ხის პალეტების ზომები ხშირად განსხვავდება ქვეყნებისა და გამოყენების მიზნების მიხედვით. მიუხედავად ამისა, ევროპაში ყველაზე პოპულარული ზომა 1200 x 800 მმ-ია.

რომელია ყველაზე გავრცელებული ურიკები?

შესაძლოა დაგაინტერესოთ

ტვირთამწეობის კლებადობის გზამკვლევი

გზამკვლევში განმარტებულია, როგორ იცვლება დამტვირთველის ტვირთამწეობა აწევის სიმაღლის, დატვირთვის ცენტრისა და დამატებითი აღჭურვილობის მიხედვით. 

დეტალური ინფორმაცია

ანძის გზამკვლევი

გზამკვლევში განხილულია ანძის ძირითადი ტიპები, მათი მახასიათებლები და გამოყენების პირობები. ინფორმაცია კონკრეტული სამუშაო გარემოსთვის შესაფერისი ვარიანტის შერჩევას ამარტივებს.

დეტალური ინფორმაცია

დერეფნის სიგანის გზამკვლევი

სამუშაო დერეფნის სიგანე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ახალი დამტვირთველის შეძენისას ან საწყობის დაპროექტებისას.

გაიგეთ მეტი

გაინტერესებთ დამატებითი ინფორმაცია Li-ion ბატარეებზე?

იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული შეკითხვების (FAQ) გვერდი, სადაც დეტალურად ვპასუხობთ ყველა კითხვას ლითიუმ-იონის ტექნოლოგიის გარშემო.

ვრცლად