აკრედიტაციის სისტემა სერვისის თითოეული ეტაპის Toyota-ს გლობალურ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ადასტურებს.
სამუშაო პროცესში შეფერხებისას უმთავრესი სწრაფი რეაგირებაა. ტექნიკური ხარვეზის დროული აღმოფხვრით ობიექტი მუშაობის ჩვეულ, სტაბილურ რიტმს უბრუნდება.
ადგილმდებარეობის მიუხედავად, მომსახურება ყოველთვის ერთიანი, მაღალი სტანდარტითა და წინასწარ განსაზღვრული ვადების ზუსტი დაცვით სრულდება.
Jidoka პრობლემის დროულ გამოვლენასა და გამჭვირვალობას გულისხმობს. შეფერხების დეტალური ანალიზის შედეგად, ხარვეზის სწრაფად და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მოგვარებაა შესაძლებელი.
„ადგილზე ნახვისა და შეფასების“ პრინციპის მიხედვით, სპეციალისტები რეალურ სამუშაო გარემოში სიღრმისეულად სწავლობენ ვითარებას და ყველაზე ეფექტური მიდგომით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას.
პროფესიონალი ტექნიკოსების გამოცდილება, ორიგინალი ნაწილები და მოქნილი პირობები ქმნის მომსახურებას, რომელშიც დამკვეთის ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული.
Toyota Way-სა და TPS სისტემის ფუნდამენტური პრინციპი, უწყვეტი განვითარების ფილოსოფია, მომსახურების ხარისხის მუდმივ ამაღლებასა და დახვეწას ემსახურება.
Poka Yoke ხარვეზების თავიდან აცილების მექანიზმია. სათადარიგო ნაწილები გაგზავნამდე მუდმივად მოწმდება და ობიექტებს დროულად მიეწოდება.
გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის წყალობით, კომპანია ეფექტურად აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებს როგორც მიმდინარე ეტაპზე, ისე მომავალში.
მთავარი მიზანი არაეფექტური დანახარჯების შემცირება და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანაა.
ტექნიკურ სპეციალისტებს აუცილებელ მონაცემებზე ხელი ონლაინ რეჟიმში მიუწვდებათ, რაც შეფერხებებს გამორიცხავს და მომსახურების მაღალ ხარისხს განაპირობებს.
Heijunka სამუშაო დატვირთვას თანაბრად ანაწილებს. ვიზიტების სწორი დაგეგმვით სამუშაო პროცესი შეუფერხებლად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს.