toyota production system in factory

Toyota-ს საწარმოო სისტემა (TPS) და Lean წარმოება

Toyota მთელ მსოფლიოში Lean წარმოების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება. ამ მოდელს საფუძვლად Toyota-ს საწარმოო სისტემის (TPS) პრინციპები უდევს. კომპანიის True North ხედვა პროცესებიდან ყველა სახის დანაკარგის აღმოფხვრას ემსახურება, რასაც Zero Muda ეწოდება. მისი ოთხი ძირითადი ელემენტია: ადამიანების პატივისცემა და უსაფრთხო სამუშაო გარემო, საწარმოო წუნის თავიდან აცილება, თითოეული ერთეულის მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად წარმოება და პროცესების ისე დაგეგმვა, რომ ყოველი ეტაპი საბოლოო პროდუქტს კონკრეტულ სარგებელს მატებდეს.

როგორ აუმჯობესებს TPS ბიზნესის საოპერაციო პროცესებს?

TPS-ის პრინციპების მიხედვით, დამტვირთველები და სასაწყობე ტექნიკა კონკრეტული შეკვეთის შესაბამისად მზადდება, რის შედეგადაც დამკვეთი სასურველ მოდელს შეთანხმებულ ვადაში იღებს.

წარმოების ყველა ეტაპზე გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი მოთხოვნები, მათ შორის ტექნიკის გამოყენების დასრულების შემდეგ მისი ნაწილებისა და მასალების გადამუშავება. პროდუქციის ხარისხს რეგულარულად ამოწმებენ, ხოლო აღმოჩენილი ხარვეზების მიზეზებს სწავლობენ და საწარმოო პროცესში საჭირო ცვლილებები შეაქვთ. ამ მიდგომის შედეგია ის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საგარანტიო შემთხვევების რაოდენობა 70%-ით შემცირდა.

TPS ასევე დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებას, რათა დაცული სამუშაო გარემო შეიქმნას როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მათთვის, ვინც ამ ტექნიკას ყოველდღიურად იყენებს. 

 

  • ხარისხიანი პროდუქცია
  • შეთანხმებულ ვადაში მიწოდება
  • გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება
  • თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება
შეიტყვე მეტი ჩვენს შესახებ

როგორ აკონტროლებს Toyota-ს საწარმოო სისტემა დამტვირთველების ხარისხს?

Toyota-ს ყველა დამტვირთველი და საწყობის ტექნიკა Toyota-ს საწარმოო სისტემის პრინციპებით მზადდება. ევროპაში გაყიდული ტექნიკის 95%-ზე მეტი შვედეთის, საფრანგეთისა და იტალიის ქარხნებში იწარმოება.

ხარისხის კონტროლი წარმოების თითოეულ ეტაპს მოიცავს. Just-in-Time პრინციპი გულისხმობს, რომ საჭირო დეტალები წარმოების პროცესში წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით ერთვება. ეს ამცირებს ზედმეტ მარაგს, სამუშაოს შეფერხებასა და შეცდომების ალბათობას.

Jidoka-ს მეთოდით პრობლემა გამოვლენისთანავე ფიქსირდება, მისი მიზეზი კი ადგილზე მოწმდება, რათა იგივე შემთხვევა აღარ განმეორდეს. ამ პროცესს Kaizen ავსებს, რომლის მიხედვითაც თანამშრომლები ყოველდღიურ სამუშაოს აკვირდებიან და საჭირო ცვლილებები ეტაპობრივად შეაქვთ. 

 

  • Jidoka: პრობლემის სწრაფად აღმოჩენა და მისი მიზეზის შესწავლა
  • Kaizen: მცირე და თანმიმდევრული ცვლილებები ყოველდღიურ პროცესებში
  • Just-in-Time: საჭირო დეტალების საჭირო დროს გამოყენება
  • ზედმეტი დროის, მასალისა და რესურსის შემცირება 
ტოიოტას ღირებულებები

Toyota-ს საწარმოო სისტემის წარმოშობა და კულტურა

Toyota-ს საწარმოო სისტემა საბოლოო სახით 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც ომის შემდეგ კომპანიას ფინანსური სირთულეები და რესურსების ნაკლებობა ჰქონდა. თუმცა, TPS-ის საფუძველი რამდენიმე ათწლეულით ადრე, 1920-იან წლებში ჩაეყარა.

ამ პერიოდში Toyota-ს დამფუძნებელმა საკიჩი ტოიოდამ Jidoka-ს კონცეფცია შეიმუშავა. Jidoka-ს მიზანი იყო ისეთი დანადგარის შექმნა, რომელიც პრობლემას თავად აღმოაჩენდა და მუშაობას ავტომატურად შეაჩერებდა, რათა წუნდებული პროდუქციის წარმოება აღარ გაგრძელებულიყო.

1930-იან წლებში კიიჩირო ტოიოდამ Just in Time პრინციპი დანერგა. მისი მიზანი იყო შეზღუდული რესურსების გონივრულად გამოყენება და ზედმეტი მარაგისა თუ დანახარჯების შემცირება. ამ პრინციპით, წარმოებაში თითოეულ ეტაპზე მხოლოდ ის კომპონენტები გამოიყენებოდა, რომლებიც იმ დროს იყო საჭირო, თანაც შესაბამისი რაოდენობით. 

 

მდგრადობის სტრატეგია

თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნა

ტოიოტას დამტვირთველის ტექნიკოსი

TPS-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლები თავისუფლად აზიარებენ იდეებს, მონაწილეობენ პრობლემების გადაჭრაში და საკუთარ ცოდნას ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ. Toyota დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია და თანამშრომლების ჩართულობა კვლავ მისი კორპორაციული კულტურის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად რჩება.

შესაბამისად, TPS მხოლოდ წარმოებას არ უკავშირდება. მის პრინციპებს სხვადასხვა ბიზნესპროცესსა და საქმიანობის მიმართულებაში იყენებენ, რადგან ისინი დროის, მასალისა და სხვა რესურსების ფუჭი ხარჯვის შემცირებას ემსახურება.

ამ მიდგომის მიხედვით, პროცესში უნდა დარჩეს მხოლოდ ის სამუშაო ეტაპი, რომელსაც საბოლოო შედეგისთვის რეალური სარგებელი მოაქვს. ამავე აზრს ეფუძნება Kaizen – თანამშრომლები ყოველდღიურ პროცესებს აკვირდებიან, პრობლემებს დროულად ამჩნევენ და მათი გამოსწორების უკეთეს გზებს ეძებენ. 

 

ტოიოტას Lean აკადემია

Lean აზროვნება Toyota-ს საწარმოო სისტემიდან განვითარდა და დღეს მსოფლიოს სხვადასხვა სფეროში გამოიყენება.

Toyota Lean Academy ყურადღებას ამახვილებს ვიზუალურ მართვაზე, 5S სისტემასა და ყოველდღიური პროცესების სწორად დაგეგმვაზე. ეს მეთოდები გუნდებს სამუშაოს უკეთ ორგანიზებაში ეხმარება და Lean პრინციპების ეტაპობრივ დანერგვას უწყობს ხელს.

ამ პროცესში მენეჯერების ჩართულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ხელმძღვანელები ცვლილებებში უშუალოდ მონაწილეობენ და თანამშრომლებს მხარს უჭერენ, ახალი წესები ყოველდღიური მუშაობის ნაწილად იქცევა და მიღებული შედეგიც დიდხანს ნარჩუნდება. 

 

მეტი Lean აკადემიის შესახებ
მდგრადობის მაგალითი ტოიოტას დამტვირთველების საწარმოში

ერთობლივი ნაბიჯები უკეთესი მომავლისკენ

მდგრადი განვითარების მიმართულებით დაგროვილმა ათწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არსებული ტემპი საკმარისი აღარ არის და ცვლილებები უფრო სწრაფად უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია 2021 წლის მდგრადობის ანგარიშშია მოცემული. 

მდგრადობის სტრატეგიის ანგარიში