რიჩ დამტვირთველები (Reach trucks)

Toyota-ს რიჩ დამტვირთველები არის დიდი სიმაღლის დამტვირთველები, რომელთა ტვირთამწეობა 1.2-დან 2.5 ტონამდე მერყეობს. მათი გამოყენება ოპერატორს საშუალებას აძლევს, ზუსტი მანევრირებითა და მაღალი ეფექტურობით შეასრულოს სამუშაო ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მძღოლის უსაფრთხოებასა და ტვირთის დაცულობას. ეს ტექნიკა საუკეთესო დამხმარეა 13 მეტრამდე სიმაღლეზე პალეტების დასასაწყობებლად, drive-in სტელაჟებზე სამუშაოდ, გარე სივრცეებსა თუ სამაცივრე საწყობებში ოპერირებისთვის. ამიტომაც, მათ ხშირად შეხვდებით საწარმოო ობიექტებსა და საწყობებში. რიჩ დამტვირთველების ფართო ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც ლითიუმ-იონის, ისე ტყვია-მჟავის ბატარეებით.