რატომ Toyota?

Toyota და BT ას წელზე მეტ საერთო გამოცდილებას ითვლის. დაგროვილი ცოდნის დამსახურებით, კომპანია ინოვაციური და მაღალხარისხიანი ტექნიკის წარმოებაში მსოფლიო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ბრენდის მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის ისეთი სერვისებისა და მიდგომების შეთავაზებაა, რომლებიც დანადგარების შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს.

მუდმივი ხარისხი და საიმედოობა

ტექნიკის დაპროექტება ინოვაციურ კვლევებსა და თანამედროვე მიდგომებს ეფუძნება. ამის წყალობით, დამტვირთველების 95%-ზე მეტი შვედეთში, საფრანგეთსა და იტალიაში არსებულ ევროპულ ქარხნებში, Toyota-ს წარმოების სპეციალური სისტემით იწყობა. თითოეული მოდელი ბაზარზე გამოჩენამდე დეტალურ შემოწმებას გადის, ხოლო შემდგომ, ტექნიკის გამართულ მუშაობაზე, Toyota-ს სერვისის კონცეფციის შესაბამისად, გამოცდილი სპეციალისტები ზრუნავენ.

 

თანამშრომლები შეხვედრაზე

პასუხისმგებლობა და პატივისცემა

  • მომხმარებლების მიმართ
  • თანამშრომლების მიმართ
  • გარემოს მიმართ

მდგრადი განვითარება კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ ხედვაში პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერაც იგულისხმება. უსაფრთხო, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო გარემო თანამშრომლების, მომხმარებლებისა და მომწოდებლების ერთობლივი ძალისხმევით იქმნება, ამ სტანდარტების დამკვიდრებას კი შიდა ქცევის კოდექსიც დიდწილას განსაზღვრავს.

მდგრადი განვითარების მიდგომები

რას ქმნის Toyota სხვადასხვა სექტორისთვის?

კარიერული შესაძლებლობები

Join the team!

პროდუქციისა და სამუშაო პროცესების მუდმივი დახვეწა Toyota-ს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ამ პროცესის წარმატებას ლოგისტიკითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პროფესიონალები განაპირობებენ. კომპანია სტუდენტებსა და ახალ კადრებს გუნდში გაწევრიანებასა და პროფესიულ ზრდას სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაცია ტოიოტაში დასაქმების შესახებ >

ტექნიკური მხარდაჭერა და სერვისი

სერვისის ქსელი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. 10 კვალიფიციური ტექნიკოსისგან შემდგარი გუნდი მზად არის, ოპერატიულად აღმოფხვრას ნებისმიერი ხარვეზი. შემთხვევათა 95%-ზე მეტში პრობლემის მოგვარება პირველივე ვიზიტისას ხერხდება. საჭირო სათადარიგო ნაწილები ადგილზეა, საქართველოს ნებისმიერ წერტილში კი მიწოდება 5 დღეში ხდება.

ვრცლად ტოიოტას სერვისის შესახებ

BT Lifter და ხანგრძლივი ექსპლუატაციის სტანდარტი

BT Lifter ხელის ურიკები მაღალი გამძლეობითა და საიმედოობით გამოირჩევა. სამუშაო ციკლის ტესტებში ეს მოდელი, სხვა მწარმოებლებთან შედარებით, ხუთჯერ დიდხანს მუშაობს. 

BT Lifter: ინვესტიცია მომავალში

საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები

Toyota-ს სასაწყობე ტექნიკა და ინდუსტრიული სისტემები საერთაშორისო დონეზე მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. პროდუქციას მოპოვებული აქვს ისეთი ავტორიტეტული დარგობრივი ჯილდოები, როგორებიცაა:

  • International iF Design Awards
  • International Forklift Truck of the Year (IFOY)
  • Red Dot Design Award

პროდუქციის კატალოგი