Toyota Industries ოჯახური საწარმოდან განვითარდა, რის გამოც მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და მიზნების მიღწევის ხელშეწყობა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თანამშრომლობა, სურვილისამებრ, შესაძლებელია როგორც უშუალოდ Toyota-სთან, ისე სადილერო ქსელის მეშვეობით.
სასურველი დამტვირთველის დაქირავება 1 დღიდან 7 წლამდე ვადითაა შესაძლებელი. ეს სერვისი ითვალისწინებს როგორც სეზონურ დატვირთვასა და დამატებითი რესურსის საჭიროებას, ისე ხანგრძლივ პარტნიორობას.
ხარჯების დაზოგვისას ან ტექნიკის სასწრაფოდ საჭიროებისას, განახლებული მეორადი მოდელების შეძენაა შესაძლებელი. თითოეული მათგანი Toyota-ს ხარისხის სტანდარტებითაა დამზადებული, ტექნიკური მომსახურებისას კი კომპანიის სპეციალისტები მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს იყენებენ.
BT Lifter Toyota-ს მიერ წარმოებული სტანდარტული ხელის ურიკაა, რომელიც დახურულ სივრცეში ყოველდღიური სამუშაოსთვისაა განკუთვნილი. ის მოხერხებულია ტვირთის დასატვირთად, გადმოსატვირთად და შეკვეთების ასაგროვებლად.
ელექტრო და შიდა წვის ძრავიანი დამტვირთველები გამოიყენება როგორც შენობაში, ისე ღია სივრცეში, მსუბუქი დატვირთვისას თუ რთული ამოცანების შესასრულებლად. Toyota-ს უსაფრთხოების სისტემა (SAS) კი ოპერატორის დაცულობასა და მშვიდ სამუშაო გარემოს განაპირობებს.