დაფინანსების პირობები და სერვისები

ჩვენ ვთანამშრომლობთ სალიზინგო კომპანიებთან, რომლებიც გთავაზობენ მოქნილ გადახდის პირობებს

საცალო ფინანსური მომსახურება

  • საოპერაციო და ფინანსური ლიზინგი
  • განვადება და სესხის პირობები
  • Toyota-ს ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და დაზღვევა

ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში, სასურველ ტექნიკას სალიზინგო კომპანია ყიდულობს, მომხმარებელი კი მას ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ იყენებს. ამავე თანხაში შესაძლებელია ტოიოტას ორიგინალი ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და დაზღვევის პაკეტების ჩართვაც. შეთანხმებული ვადის ამოწურვის შემდეგ, კომპანია სამი ვარიანტიდან ირჩევს მისთვის მისაღებს: ტექნიკის გამოსყიდვას, ხელშეკრულების გაგრძელებას ან მის უკან დაბრუნებას.

 

საოპერაციო და ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებები თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ადგილობრივი ბაზრის თავისებურებების გათვალისწინებით იქმნება. სერვისი მოიცავს სრულ ან ნაწილობრივ ამორტიზაციას, უკულიზინგს (Sale and Leaseback) და სრულ საოპერაციო ლიზინგს (Full Service Leasing).

თუ კომპანიის მიზანი ტექნიკის თავიდანვე საკუთრებაში მიღებაა, ამისთვის განვადებისა და სესხის პირობები მოქმედებს.


განვადების ხელშეკრულებით, Toyota Commercial Finance-ი ყიდულობს სასურველ ტექნიკას, რომლითაც დამკვეთი ეტაპობრივი შენატანების საფუძველზე სარგებლობს. ლიზინგისგან განსხვავებით, ხელშეკრულების ვადის დასრულებისთანავე ტექნიკა ავტომატურად გადადის მომხმარებელის საკუთრებაში.


რა თქმა უნდა, Toyota-ს ორიგინალი ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და დაზღვევის პაკეტები განვადებასა და სესხზეც ვრცელდება.

 

საბითუმო ფინანსური მომსახურება

  • მარაგებისა და სატესტო ტექნიკის ფინანსური პირობები
  • ფინანსური ლიზინგი და სესხები საიჯარო ტექნიკისთვის, ხელშეკრულებების ფარგლებში

ბაზარზე ხშირად ჩნდება ტექნიკის მოკლე დროში მიწოდების, სხვადასხვა ვადით ქირაობის ან შეძენამდე ობიექტზე გატესტვის საჭიროება. ამგვარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კომპანია Toyota Material Handling Commercial Finance დამოუკიდებელი დისტრიბუტორების ჩართულობით ადგილობრივ ბაზრებს სასურველ ფინანსურ პირობებს სთავაზობს.

განახლებადი საკრედიტო ხაზის დახმარებით დილერები წინასწარ იძენენ ტექნიკას მარაგისთვის ან სატესტოდ. შედეგად, ისინი საბრუნავ კაპიტალს ეფექტურად ინარჩუნებენ. დამატებით, ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, პარტნიორები იღებენ სესხებსა და ფინანსურ ლიზინგს ტექნიკის შესაძენად.

მძღოლი იყენებს ახალ traigo 48-ს საწყობის ოპერაციებისთვის

პროდუქცია

ვებგვერდზე განთავსებულ კატალოგში დამტვირთველების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. ჩამონათვალი მოიცავს როგორც რიჩ დამტვირთველებსა  და ხელის  ურიკებს, ისე შეკვეთების შემგროვებელ ტექნიკას.

ვრცლად

Toyota-ს ამწეების გაქირავების ავტოპარკი

დამტვირთველების გაქირავება

საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს სასურველი ტექნიკის დაქირავება მცირე დროითაც შეუძლია.

წაიკითხეთ მეტი

Toyota-ს საწარმოო სისტემა (TPS)

წარმოება ეფუძნება მოთხოვნაზე დამყარებულ სისტემას, რაც გულისხმობს ტექნიკის დამზადებას უშუალოდ მიღებული შეკვეთის შესაბამისად.

წაიკითხეთ მეტი

მეორადი დამტვირთველები საწყობში

შეიძინეთ მეორადი დამტვირთველი

ჩვენ დაგეხმარებით იდეალური დამტვირთველის პოვნაში: იქნება ეს ახალი თუ მეორადი. თქვენი ბიზნესი უფრო ეფექტური მეორადი ტექნიკით!
 

ვრცლად