ინოვაციური ლოგისტიკური სისტემები ტოიოტას ინდუსტრიული ტექნიკისგან

ტოიოტას ინდუსტრიული ტექნიკა მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც საწყობისა და ტვირთების დამუშავებისთვის ინოვაციურ, მაღალი ხარისხის ტექნიკას ქმნის. კომპანია საქართველოში 2016 წლიდან მუშაობს და ინდუსტრიაში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილებით, Toyota Material Handling Georgia ბიზნესებს მათ სამუშაო პირობებზე მორგებულ ტექნიკასა და ლოგისტიკურ სისტემებს სთავაზობს.

 

საქმიანობის სფერო და პარტნიორობა

K2 სასაწყობე ტექნიკა საქართველოში და აზერბაიჯანში საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს და ბიზნესებს სთავაზობს დამტვირთველებს, საწყობის ტექნიკას, ინდუსტრიული დასუფთავების მოწყობილობებსა და შეფუთვის ავტომატიზაციის სისტემებს. როგორც Toyota Material Handling-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი, K2 სასაწყობე ტექნიკა Lean Thinking-ის, ანუ რესურსების გონივრული მართვის პრინციპებით ხელმძღვანელობს. ასეთი მიდგომა ბიზნესებს სამუშაო პროცესების გამართვაში, ზედმეტი დანახარჯების შემცირებასა და საოპერაციო ეფექტიანობის ზრდაში ეხმარება.

K2 სასაწყობე ტექნიკა მომხმარებლებს სთავაზობს ხელის ურიკებს, ავტომატიზებულ სისტემებს, დასასუფთავებელ ტექნიკას, შეფუთვის ავტომატიზაციის მოწყობილობებს, ტექნიკურ მომსახურებას, გადამზადების კურსებსა და ა.შ.