პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა რეგისტრირებული ოფისი (ინვოისის მისამართი) და მიწოდების მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ხელის ურიკების შეკვეთისას შესაძლებელია სასურველი ფერის არჩევა. BT Lifter-ის მოდელის შერჩევის შემდეგ, დამატებითი აღჭურვილობის („Add-ons“) ველში მიეთითება „საკუთარი ფერი“ („Own colour“). შეკვეთის მიღებისთანავე მხარდაჭერის გუნდის წარმომადგენელი დაეკონტაქტება მომხმარებელს ფერის დეტალების შესათანხმებლად.
ანგარიშსწორება ხდება ინვოისით ან Toyota-ს დაფინანსების შეთავაზებებიდან სასურველი პირობის შერჩევით.
დიახ, ინვოისი გაიცემა შეკვეთის დადასტურებასთან ერთად. დოკუმენტში მითითებულია გადასახდელი თანხა, მიმღების რეკვიზიტები და სხვა საჭირო დეტალები. გადახდა სრულდება ინვოისში მითითებული პირობების შესაბამისად.
შეთავაზება „36 თვიანი იჯარა“ ითვალისწინებს ტექნიკით 36 თვის ვადით სარგებლობას, გრძელვადიანი იჯარის სტანდარტული წესების შესაბამისად. საიჯარო გადასახადის ინვოისი გაიცემა ყოველთვიურად, ინვოისის გაცემის თარიღიდან 30 დღიანი გადახდის ვადით.
შეკვეთის დადასტურებასთან ერთად, ოპერაციული გუნდი საიჯარო ხელშეკრულებასა და მის პირობებს დამკვეთთან აგზავნის. ამ პირობის არჩევისას შეკვეთა იურიდიულ ძალას ორივე მხარის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ იძენს. ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში შეკვეთა უქმდება.
სერვისის ცხელი ხაზი 24/7 რეჟიმში ფუნქციონირებს. შეტყობინებას ტექნიკური მომსახურების ან გაუმართაობის შესახებ ჯგუფი მყისიერად ამუშავებს და დასახმარებლად ტექნიკოსებს აგზავნის.
დიახ, მომსახურების ყველა პაკეტში გათვალისწინებულია Toyota-ს სერტიფიცირებული ტექნიკოსის ვიზიტი ობიექტზე. ეს მომსაცხურება მოიცავს ტექნიკის შესამოწმებასა და შეკეთებას.
ტექნიკური შეფერხებისას რეაგირება 4 საათის განმავლობაში ხდება.
პროდუქცია სატვირთო ავტომობილებით პირდაპირ მითითებულ მისამართზე იგზავნება. გარდა ამისა, შეკვეთის გატანა შესაძლებელია საწყობიდან, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე.
თბილისის მასშტაბით ტექნიკის მიწოდება უფასოა,
თითოეულ პროდუქტზე მიწოდების სავარაუდო ვადა წინასწარ არის მითითებული. თუ გარკვეული მიზეზების გამო ვადის დაცვა ვერ ხერხდება, კომპანიის წარმომადგენელი ეკონტაქტება შემკვეთს. მიწოდების ხანგრძლივად დაყოვნების შემთხვევაში, უმეტესად ალტერნატიული დამტვირთველის შეთავაზება ხდება.
შენაძენის გაფორმებისა და პროდუქციის საწყობში მიღების შემდეგ, მიწოდების ზუსტი ვადის შესახებ შეტყობინება იგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
პროდუქციის ტრანსპორტირება საქართველოს საზღვრებს გარეთ არ ხორციელდება.
საგარანტიო პირობები პროდუქციის ტიპზეა დამოკიდებული. ტექნიკის მდგომარეობისა და მოდელის გათვალისწინებით, მოქმედებს 6 თვიანი, 1 წლიანი ან 2 წლიანი გარანტია.
სერვისის ცხელი ხაზი 24/7 რეჟიმში ფუნქციონირებს. შეტყობინებას ტექნიკური მომსახურების ან გაუმართაობის შესახებ ჯგუფი მყისიერად ამუშავებს და დასახმარებლად ტექნიკოსებს აგზავნის.
უმეტეს შემთხვევაში, ტექნიკის მიწოდება 1-2 დღეში ხერხდება.
დამტვირთველის დაქირავება მინიმუმ 1 დღით არის შესაძლებელი.
ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ დამკვეთს ტექნიკა დათქმულ ვადაში ჩაბარდეს, თუმცა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო ვადის აბსოლუტური გარანტია ვერ გაიცემა. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მომხმარებელს და ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევაში, დროებით იჯარით სხვა დამტვირთველი იგზავნება.
ტექნიკის დაქირავება შესაძლებელია 1 დღიდან 3 წლამდე ვადით. უფრო ხანგრძლივი საიჯარო პერიოდით დაინტერესების შემთხვევაში, პირობები ინდივიდუალურად თანხმდება.
არა, ექსპლუატაციის პროცესში საწვავის დამატებაზე პასუხისმგებელი დამკვეთია.
უმეტეს შემთხვევაში დიახ, აღნიშნული პირობები დეტალურად არის გაწერილი ხელშეკრულებაში.
Toyota Approved Used არის სპეციალური პროგრამა, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მეორად დამტვირთველებს სთავაზობს. თუ ტექნიკა ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, იგი რეალიზაციაში არ გადადის.
Toyota-ს მეორადი ტექნიკის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად მოქმედებს მკაცრი მოთხოვნები:
განახლებულ მეორადი ტექნიკაზე მოქმედებს მწარმოებლის პროდუქციის გარანტია, შესაბამისი კატეგორიის მიხედვით. მეორადი დამტვირთველები დაყოფილია რამდენიმე დონედ, საგარანტიო ვადებიც სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით განსხვავდება (მოქმედებს 6, 9 და 24 თვიანი გარანტიები). კონკრეტული მოდელისთვის განკუთვნილი საგარანტიო პერიოდი მითითებულია ტექნიკის აღწერილობაში.
დიახ, მეორად ტექნიკაზე ვრცელდება როგორც ყიდვის, ისე იჯარისა და დაფინანსების პირობები. დამატებითი დეტალები განთავსებულია შესაბამის გვერდზე.
ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის პაკეტები, რომლებიც ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული.
გადაუდებელი ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთმა უნდა დარეკოს :
ტელეფონზე: +995 596 718 718
ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტზე: support@k2.ge