Toyota-ს დიზაინის ცენტრი და კონცეფცია

Toyota-ს დიზაინის ცენტრში პირველადი იდეები დამტვირთველებისა და საწყობის დაგეგმარების პროექტებად გარდაიქმნება. პროცესი ინოვაციას, ხარისხს, ეფექტიანობას, გამოყენების სიმარტივესა და მდგრად განვითარებას ეფუძნება. Toyota-ს ღირებულებებისა და ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, ლოგისტიკური ტექნიკა მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებით იქმნება.
Toyota-ს დიზაინის ცენტრი

Toyota-ს დიზაინის ცენტრი

პროდუქტის ინოვაციური დიზაინის შექმნა უწყვეტი პროცესია, რაც ხელის ურიკებისა და დამტვირთველების მუდმივ განვითარებას გულისხმობს. დიზაინის ცენტრი აერთიანებს კვალიფიციურ პროფესიონალებს, რომლებიც ლოგისტიკური სექტორის მომავლის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.

ტექნიკის პროექტირება მხოლოდ ესთეტიკურ მხარეს არ მოიცავს – ის უსაფრთხოებას, გამძლეობას, პროდუქტიულობას, მართვის სიმარტივესა და Toyota-ს ძირითად ღირებულებებს აბალანსებს. ეს პრინციპები საბოლოო პროდუქტის ფორმასა და ფუნქციონალს განსაზღვრავს.

Toyota-ს ლოგისტიკური დიზაინის კონკურსი

დიზაინისადმი მიდგომა ახალი ტალანტების მოზიდვას, ახალი ხედვების ძიებასა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერას ეფუძნება. მომავლის ლოგისტიკური გადაწყვეტების პოვნამ საფუძველი ჩაუყარა Toyota-ს ლოგისტიკური დიზაინის კონკურსს სტუდენტებისთვის. ეპოქის მოთხოვნებთან შესაბამისობა შესაძლებელი ხდება ლოგისტიკური ტექნიკისთვის თანამედროვე და პერსპექტიული დიზაინერების გამოვლენით.

ძირითადი გამოწვევა: როგორ არის შესაძლებელი ინფრასტრუქტურული და ხელმისაწვდომობის გამოწვევების გადაჭრა მიწოდების ინოვაციური მიდგომებით?

Toyota-ს ლოგისტიკური დიზაინის კონკურსი 2026 იძლევა შესაძლებლობას, ახალგაზრდა დიზაინერებმა საკუთარი იდეები საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩინონ. პროექტი მიზნად ისახავს მიწოდების პროცესის გადააზრებას არსებული ბარიერების საპასუხოდ და ინოვაციური, მდგრადი თუ ინკლუზიური მიდგომებით სექტორის მომავლის ჩამოყალიბებას.

კონკურსი მოიცავს როგორც ფიზიკურ გადაწყვეტებს, რომლებიც აუმჯობესებს ტვირთის ტრანსპორტირებას, ისე ციფრულ პლატფორმებს, ბიზნეს-სტრატეგიებსა და არასტანდარტულ კონცეფციებს.

მეტი TLDC კონკურსის შესახებ

Toyota-ს დიზაინის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები

მომავლის ტექნოლოგიები და მიმართულებები

მომავლის ტექნოლოგიები

ჭკვიანი ლოგისტიკა (Smart Logistics) და Logiconomi გთავაზობთ დღეს არსებულ პრაქტიკულ მოდელებს და ასახავს სექტორის განვითარების ხედვას.

ვრცლად

მძღოლი იყენებს ახალ traigo 48-ს საწყობის ოპერაციებისთვის

პროდუქცია

ვებგვერდზე განთავსებულ კატალოგში დამტვირთველების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. ჩამონათვალი მოიცავს როგორც რიჩ დამტვირთველებსა  და ხელის  ურიკებს, ისე შეკვეთების შემგროვებელ ტექნიკას.

ვრცლად

Smiling people in office corridor

გუნდი და თანამშრომლობა

სამუშაო პროცესებისა და პროდუქციის მუდმივი გაუმჯობესება ლოგისტიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა.

 

ვრცლად

Toyota-ს გზა

საოპერაციო პროცესებში მაღალი ეფექტიანობის მიღწევა ეფუძნება ღირებულებათა ერთობლიობას, ცნობილს როგორც "Toyota-ს გზა" (The Toyota Way).

ვრცლად