Toyota-ს კონტრბალანსური დამტვირთველის მართვისას, გადაადგილებისა და დასაწყობების ყოველი ნაბიჯი კონტროლირებადია, რადგან SAS სისტემა პოტენციურ საფრთხეებზე მყისიერად რეაგირებს. ტექნიკის მუშაობის ძირითადი პარამეტრების მუდმივი მონიტორინგით, მცირდება ინციდენტების რისკი და იზრდება გადაადგილებული პალეტების რაოდენობა. ეს კი ოპერატორებს თავდაჯერებულად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
სიმაღლეზე ტვირთთან მუშაობისას მნიშვნელოვანია, ოპერატორმა სტრესის, ინფრასტრუქტურისა და პროდუქციის დაზიანების გარეშე შეასრულოს დავალება. ანძის კონტროლის ფუნქცია (SAS Mast Control) აკონტროლებს ტვირთის სიმაღლესა და ანძის პოზიციას, ასევე განსაზღვრავს მოძრაობის ოპტიმალურ სიჩქარესა და დახრის კუთხეს. ამ გზით ანძის რხევა მცირდება და პალეტების თაროებზე განთავსება ან ჩამოღება უსაფრთხოდ და სწრაფად სრულდება.
ჩანგლის გასწორების კონტროლის სისტემა (SAS Fork Levelling Control) საშუალებას იძლევა, ჩანგლები ღილაკზე ერთი დაჭერით გასწორდეს. ეს აჩქარებს ტვირთის დამუშავებას, განსაკუთრებით დიდ სიმაღლეზე. გარდა ამისა, ეს ფუნქცია ეხმარება ოპერატორს, ტვირთი თანაბრად და უსაფრთხოდ დაასაწყობოს.
SAS სისტემა გამოცდილ მძღოლზე სწრაფად რეაგირებს და ოპერატორს მანევრირებისას იცავს, ისე რომ სამუშაო ტემპი არ მცირდება. ოთხბორბლიანი Traigo და Tonero მოდელები აღჭურვილია პატენტირებული ცილინდრით (SAS Swing Lock Cylinder). ის ავტომატურად ბლოკავს უკანა ხიდის საქანელა მოძრაობას, რაც ტექნიკას მდგრადობას მატებს. სამბორბლიან Traigo მოდელებში კი SAS არეგულირებს სიჩქარეს მოსახვევებში.
საჭის სინქრონიზატორი (SAS Steering Synchroniser) ავტომატურად უთანაბრებს საჭის სახელურის პოზიციას უკანა ბორბლების მდებარეობას. ეს მძღოლს ერგონომიული პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება და ტექნიკის უსაფრთხო მართვას უადვილებს. გარდა ამისა, ოთხბორბლიან მოდელებს უკანა ხიდის უნიკალური კონსტრუქცია აქვს, რის გამოც ტექნიკა ნებისმიერ ზედაპირზე სტაბილურად გადაადგილდება და მძღოლს საფრთხეს არ უქმნის.