სწავლების მრავალფეროვანი პროგრამები ბიზნესს ეხმარება უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასა და ტექნიკის უქმად დგომის შემცირებაში. კურსები ხელმისაწვდომია როგორც დამტვირთველის ოპერატორებისთვის, ისე გუნდის ლიდერებისა და ზედამხედველებისთვის – როგორც Toyota-ს სასწავლო ცენტრში, ისე უშუალოდ საწარმოო/სასწყობო ობიექტზე. კვალიფიციური პერსონალის მნიშვნელობა პროდუქტიული საწყობის საფუძველი უსაფრთხო სამუშაო გარემოა. ვინაიდან ლოგისტიკური ტექნიკით ოპერირება მაღალი რისკის შემცველ გარემოს უკავშირდება, ოპერატორთა ცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
დამტვირთველის უსაფრთხო და სწორი მართვა საგრძნობლად ამცირებს ინციდენტების წარმოქმნის ალბათობას. ოპერატორების სასწავლო პროგრამები ამარტივებს ყოველდღიურ საქმიანობას და იცავს თანამშრომლებს, ტექნიკასა და პროდუქციას. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოებისა და HR მენეჯერებისთვის ხელმისაწვდომია რისკების ანალიზის სერვისი, რაც ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებაში ეხმარება კომპანიებს.
შრომის უსაფრთხოების ოპტიმიზაციისა და საწყობის მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის შექმნილია სასწავლო პაკეტების ფართო არჩევანი, რომელიც კონკრეტულ საოპერაციო მოთხოვნებს ერგება:
ხანგრძლივობა: 1-5 დღე.
ვისთვის არის განკუთვნილი: დამტვირთველის ოპერატორები (Toyota-ს თუ სხვა ბრენდების ტექნიკაზე მომუშავეები, დასაქმების სააგენტოების წარმომადგენლები, კერძო პირები), გუნდის ლიდერები, საწყობის თანამშრომლები.
ჩატარების ადგილი: სასწავლო აუდიტორია, ან უშუალოდ კომპანიის ობიექტი.
მიზანი: საკანონმდებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით დამტვირთველის მართვა, უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება, ინციდენტების რისკის შემცირებით ეფექტიანი ოპერირება, დაზიანების ხარჯების შემცირება, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნება.
ხანგრძლივობა: 0.5-1 დღე.
ვისთვის არის განკუთვნილი: ოპერატორები, გუნდის ლიდერები, სუპერვაიზერები, მენეჯერები, შრომის უსაფრთხოების მენეჯერები.
ჩატარების ადგილი: სასწავლო აუდიტორია, კომპანიის ობიექტი ან ონლაინ ფორმატი.
მიზანი: ტვირთების დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების გააზრება; პასუხისმგებლობების გადანაწილება; ოპერატორთა გუნდების ეფექტიანი მართვა და უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება.
ხანგრძლივობა: 1 დღე.
ვისთვის არის განკუთვნილი: Toyota-ს ავტოპარკის მართვის სისტემის (I_Site) მომხმარებლებისთვის.
ჩატარების ადგილი: სასწავლო აუდიტორია, კომპანიის ობიექტი ან ონლაინ ფორმატი
მიზანი: ავტოპარკის მართვის მონაცემების ეფექტური გამოყენება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის ათვისება; I_Site-ის ფუნქციონალის ათვისება, ანალიტიკური მონაცემების დამუშავება.
ხანგრძლივობა: 1 დღე (ობიექტის მასშტაბის მიხედვით).
ვისთვის არის განკუთვნილი: მაღალი რგოლის მენეჯმენტი, შრომის უსაფრთხოების, მენეჯერები, HR წარმომადგენლები.
ჩატარების ადგილი: უშუალოდ კომპანიის ობიექტზე.
მიზანი: გაუმჯობესების სფეროების გამოვლენა; ტვირთების დამუშავებისას საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება; შრომის უსაფრთხოების სავალდებულო შეფასების გაძლიერება; ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება და განვითარება; შრომის უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება (ზეპირი და წერილობითი ანგარიშით).
ვირტუალური რეალობა (VR) პერსონალისთვის უსაფრთხო ქცევის სწავლებისთვის თუ ახალი კადრების მოზიდვისას, ეფექტური დამხმარე საშუალება
ოპერაციების დაგეგმვა დროის დეფიციტის შესამცირებლად ეხმარება ოპერატორებს, უკეთ გააანალიზონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა. ტექნიკის ყურადღებით მართვა და უსაფრთხოებაზე ფოკუსირება ამცირებს ენერგიის მოხმარებასა და მავნე ემისიებს. ყურადღებით მუშაობით საგრძნობლად მცირდება ინციდენტების რაოდენობა, რაც იცავს პროდუქციასა და ტექნიკას დაზიანებისგან და ამცირებს პერსონალის ტრავმირების რისკს.
ჩვენი ინსტრუქტორები მზად არიან დაგეხმარონ. მოგვწერეთ ტრენინგების შესახებათ დეტალების გასაგებად ან ტრენინგის დასაჯავშნად.
Toyota-ს აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება დამტვირთველის ოპერატორთა სწავლებაში. პროფესიონალი სასწავლო გუნდი ეხმარება კომპანიებს საკანონმდებლო ვალდებულებების გააზრებაში და ამზადებს მენეჯერებს, ზედამხედველებსა თუ ოპერატორებს. სწავლება ტარდება როგორც შიდა, ისე ობიექტზე გასვლით ფორმატში, სასწავლო ჩანაწერებისა და ოპერატორთა შედეგების სრული აღრიცხვით.
„კვალიფიციური და თავდაჯერებული ოპერატორები უსაფრთხო, ეფექტიანი და მდგრადი მიწოდების ჯაჭვის საფუძველია. ჩვენი მიზანია, თითოეულ ოპერატორს მივაწოდოთ ის ცოდნა, მიდგომა და ინსტრუმენტები, რომლებიც ყოველდღიურად საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაეხმარება.“
ოლივიე დრუენი, Toyota Material Handling Europe-ის ოპერატორთა სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი.
Forklift training is mandatory by law in Europe. At the end of our training, after succeeding in the final exam, candidates can receive a certificate or a license.
We cover all forklift categories in our range.
We have our own professional training organisation, certified with the Quality Progress Training Label by Bureau Veritas Certification and partner with EU-OSHA since 2010.
Having more than 20 years’ experience with operator trainings and building on our expertise in material handling and safety, we can help you with risk assessment, training and performance measurement.
Fleet management can be very usuful to measure changes and improvements in operators’ behaviour. It can also save supervisors a lot of time when managing a team of operators. Read more on I_Site from Toyota.
Risk prevention is mandatory in Europe (89/391 / EEC). Therefore risk assessment must be carried out.
Only supervisor training can be carried out online.