სამაცივრე საწყობები და სამაცივრე მეურნეობები

სამაცივრე საწყობებში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა ლოგისტიკაში. ნულს ქვემოთ ტემპერატურა გავლენას ახდენს ტექნიკის ბატარეის ტევადობაზე, ელექტრონიკასა და საპოხ მასალებზე. ეს გარემო ოპერატორებისგანაც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ყველაფერთან ერთად, საწყობის სივრცის მაქსიმალურად ათვისებაზე ზრუნვაც აუცილებელია.

ძირითადი გამოწვევები დაბალი ტემპერატურის ზონებში

თანამედროვე ბაზრის ტენდენციები აშკარაა – მომხმარებლისთვის გადამწყვეტია კომფორტი, ჯანსაღი საკვები და პროდუქტის დროული მიწოდება. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ახალ ნაწარმზე, რომლებსაც ბიზნესი შედარებით მცირე პარტიებად უკვეთავს. საწყობებში მუშაობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ პალეტების მიღებითა და გაცემით. ჯაჭვი მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს. საოპერაციო ხარჯების შესამცირებლად ამ გამოწვევებთან გამკლავება აუცილებელია.

 

გამოწვევა

დროის ფაქტორი

სამუშაო შეფერხებების მინიმუმამდე შემცირება და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენება.

 

გამოწვევა

სივრცის ოპტიმიზაცია

მოქნილობის შენარჩუნება საწყობის ფართობის მაქსიმალური ათვისების პარალელურად.

გამოწვევა

რესურსების მართვა

თანამშრომლებისა და ტექნიკისთვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა სამუშაო ეფექტიანობის შესანარჩუნებლად.

ტექნოლოგიები დროის, სივრცისა და რესურსების დასაზოგად

სამაცივრე საწყობში  ან გაყინულ სივრცეში მუშაობა საჭიროებს მიდგომებს, რომლებიც ამცირებს სივრცის, რესურსებისა და დროის დანაკარგს, ხოლო ტექნიკის საიმედოობას უცვლელად ინარჩუნებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც სამაცივრე საწყობებზე მორგებულ სტანდარტულ ტექნიკას, ისე სპეციალურ სამაცივრე მოდიფიკაციებს.

 

სპეციალური სამაცივრე ტექნიკა უწყვეტი მუშაობისთვის

-30 გრადუსამდე ტემპერატურაზე სამუშაოდ:

ჩვენი სტანდარტული ტექნიკა ყოველგვარი დამატებითი მოდიფიკაციის გარეშე მუშაობს 0 გრადუსამდე ტემპერატურაზე. მიუხედავად ამისა, -30 გრადუსამდე გარემოში გამოსაყენებლად დამტვირთველებს სპეციალური აღჭურვილობა სჭირდება. ეს მოიცავს დაბალი ტემპერატურის სამუშაო ზეთს, მოცურების საწინააღმდეგო პლატფორმებსა და გამათბობლით აღჭურვილ ბატარეებს. მუშაობის კომფორტისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად, რიჩ დამტვირთველებზე შესაძლებელია სპეციალური, თბილი კაბინის დამონტაჟებაც.

სპეციალური აღჭურვილობა და მოდიფიკაციები თითოეული მოდელისთვის

Toyota-ს ხელის ურიკები, შეკვეთის ამგროვებლები, რიჩ დამტვირთველები, ვიწროდერეფნიანი ტექნიკა (VNA) და საპირწონე სატვირთველები სრულად თავსებადია სამაცივრე პირობებთან. ზოგიერთ მოდელს მინიმალური ცვლილება სჭირდება. მაგალითად, Toyota BT Levio ელექტრო ურიკებისა და BT Staxio სტაკერებისთვის მხოლოდ დაბალი ტემპერატურის ჰიდრავლიკური ზეთის გამოყენებაა საჭირო, სხვა მხრივ, მათი კომპონენტები თავიდანვე ჰერმეტულად არის დაცული.

სამაცივრე მუშაობისთვის განკუთვნილ ყველა მოდელს სპეციალური ფიფქის სიმბოლო აქვს. ეს გამორიცხავს ტექნიკის არასწორად გამოყენების რისკებს და ზოგავს ბიუჯეტს. ტექნიკური მომსახურების პირობები კი თქვენს საჭიროებებს ერგება.

გაეცანით ჩვენს ასორტიმენტს
ტოიოტას რიჩ დამტვირთველი სამაცივრე საწყობისთვის განკუთვნილი კაბინით
ტოიოტას რიჩ დამტირთველი კაბინით
ტოიოტას რიჩ დამიტვირთველი სამაცივრე კაბინით
ტოიოტას რიჩ დამიტვირთველი სამაცივრე კაბინით

დამატებითი შესაძლებლობები დაბალ ტემპერატურაზე მუშაობისთვის

ხშირად დასმული კითხვები