ტრანსპორტირება და დისტრიბუცია

Toyota-ს ტექნიკა და საოპერაციო მოდელები თითქმის ყველა ინდუსტრიასა და სამუშაო გარემოში გამოიყენება. სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ოპერაციები ნებისმიერი ბიზნესის ფუნქციონირებას უდევს საფუძვლად, სადაც საიმედოობა და ეფექტიანობა მთავარი პრიორიტეტია. Toyota-ს მიზანია ბიზნესის მხარდაჭერა ისეთი დამტვირთველებით, რომლებიც სამუშაო პროცესს უფრო პროდუქტიულსა და უსაფრთხოს ხდის.

ხელმისაწვდომი საოპერაციო გადაწყვეტები

ტოიოტას დამტვირთველი ცლის სატვირთოს

საიმედო და მაღალი წარმადობის დამტვირთველები

  • ელექტრო და შიგა  წვის ძრავიანი დამტვირთველები.
  • უსაფრთხოების სტანდარტული სისტემები.
  • ტექნიკის პარამეტრების მორგება კონკრეტულ საოპერაციო საჭიროებებზე.

დამტვირთველების სრული ასორტიმენტი განკუთვნილია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში სტაბილური მუშაობისთვის. ექსკლუზიური აქტიური სტაბილიზაციის სისტემა (SAS) იცავს ტექნიკის წონასწორობას და ზრდის სამუშაოს პროდუქტიულობას.

ელექტრო დამტვირთველების კატალოგი
ოპერატორი ცლის სატვირთოს BT Levio 130 ელექტრო ურიკით

კომპაქტური, ეფექტიანი და მარტივად სამართავი ტექნიკა

  • მსუბუქი და კომპაქტური კონსტრუქცია.
  • მარტივი მანევრირება შეზღუდულ სივრცეებში, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების ძარაში.
  • სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული დამტენი სისტემის არჩევის შესაძლებლობა.

BT Levio LWE130 არის მსუბუქი და გამძლე ელექტრო ურიკა, რომელიც განკუთვნილია მოკლე და საშუალო დისტანციებზე ტვირთის გადასაზიდად. ტექნიკური მომსახურების დაბალი მოთხოვნების მქონე ეს მოდელი მოსახერხებელია მცირე სივრცეებსა და სადისტრიბუციო ავტომობილების კორპუსში ოპერირებისთვის.

გაეცანი ელექტრო საპალეტე ურიკას LWE130  >

ტოიოტას ხელის ურიკა

დაბალი ხმაურის სისტემები

  • ხმის გარეშე მომუშავე ხელისა და ელექტრო ურიკები.
  • ხმაურის დონე არ აღემატება 60 დეციბელს (dBA).
  • ხელსაყრელი არჩევანი არასამუშაო საათებში ან საცხოვრებელ ზონებში ტვირთის დასაცლელად.

Toyota Silent სერიის ურიკები შექმნილია იმგვარად, რომ მათი ხმაურის დონე 60 დეციბელზე დაბალია, რაც ორი ადამიანის ჩვეულებრივი საუბრის ხმას შეესაბამება. ეს მახასიათებელი განსაკუთრებით პრაქტიკულია სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.

გაიგე მეტი ტოიოტას საპალეტე ელექტრო ურიკების შესახებ >

მძღოლი იყენებს ახალ traigo 48-ს საწყობის ოპერაციებისთვის

პროდუქცია

ვებგვერდზე განთავსებულ კატალოგში დამტვირთველების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. ჩამონათვალი მოიცავს როგორც რიჩ დამტვირთველებსა  და ხელის  ურიკებს, ისე შეკვეთების შემგროვებელ ტექნიკას.

ვრცლად

საიმედო სერვისი თქვენი დამტვირთველებისთვის

ჩვენი გუნდი რეგულარულად ატარებს თქვენი დამტვირველების ტექნიკურ მომსახურებასა და სერვისს. ასე თავიდან აიცილებთ ძვირადღირებულ შეკეთებას, შეინარჩუნებთ მაღალ პროდუქტიულობას და საიმედოდ დაიცავთ თანამშრომლებს სამუშაო საფრთხეებისგან.

 

წაიკითხე მეტი

ქალი ლეპტოპით სამუშაო მაგიდასთან

გადახდის პირობები

გადახდის მორგებული პირობები საწყობის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას უწყობს ხელს. 

 

ვრცლად

Toyota-ს საწარმოო სისტემა (TPS)

წარმოება ეფუძნება მოთხოვნაზე დამყარებულ სისტემას, რაც გულისხმობს ტექნიკის დამზადებას უშუალოდ მიღებული შეკვეთის შესაბამისად.

წაიკითხეთ მეტი