საცალო ვაჭრობა და საწყობები

Toyota-ს ტექნიკასა და სერვისებს თითქმის ყველა სექტორსა და სამუშაო გარემოში შეხვდებით. საცალო ვაჭრობისა და საწყობების მიმართულებით სისწრაფესა და ეფექტიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ შიდა ტრანსპორტირების ციკლების შემცირებაში და საქონლის მიღებიდან საბოლოო მიწოდებამდე სამუშაოების დაჩქარებაში.

ხელმისაწვდომი ტექნიკა და სერვისები

რიჩ დამტვირთველი საწყობში

რიჩ დამტვირთველები დიდ სიმაღლეზე ეფექტიანი მუშაობისთვის

  • თავის კლასში საუკეთესო რიჩ დამტვირთველები
  • ბაზარზე გამორჩეული ხილვადობა და ერგონომია
  • ტვირთის აწევის სიმაღლე 13 მეტრამდე

BT Reflex სერიის მოდელები ბაზარზე გამორჩეული მახასიათებლებით ხასიათდება. მათ ტვირთი სწრაფად და ყოველგვარი ბიძგების გარეშე აქვთ 13 მეტრამდე სიმაღლეზე. ანძის ახლებური კონსტრუქცია და გამჭვირვალე სახურავი ოპერატორს კარგ ხილვადობასა და დიდ სიმაღლეზე პროდუქტიულ მუშაობაში ეხმარება. ტექნიკის ნარჩენი ტვირთამწეობა თავის კლასში ყველაზე მაღალია, რაც სამუშაო პროცესს ბევრად უფრო მოქნილს ხდის.

იხილეთ რიჩ დამტვირთველების სრული ასორტიმენტი >

შეკვეთების ამგროვებელი საწყობში

თავის კლასში საუკეთესო მექანიკური და ნახევრად ავტომატიზებული შეკვეთის ამგროვებლები

  • შეკვეთის აგროვება 12.1მ სიმაღლემდე.
  • პირველი, საშუალო და მაღალი დონის შეკვეთის ამგროვებლები
  • დისტანციური მართვის შესაძლებლობა

Toyota Optio-ს შეკვეთის ამგროვებლების სერია ნებისმიერ სიმაღლეზე ეფექტიანი მუშაობისთვის შეიქმნა – დაწყებული პირველი დონიდან, დამთავრებული 12.1 მეტრამდე  სიმაღლით. ტექნიდისტანციური მართვის შესაძლებლობის კონსტრუქცია მაქსიმალურად კომფორტულია, რათა ოპერატორმა მარტივად შეძლოს პლატფორმაზე ასვლა და ჩამოსვლა, თუნდაც ვიწრო სივრცეებში. პირველ დონეზე სამუშაო მოდელებს აქვს დისტანციური მართვის ფუნქციაც, რაც კიდევ უფრო ზრდის სამუშაო ტემპს.

გაიგეთ მეტი შეკვეთის ამგროვებლების შესახებ >

საწყობის მენეჯერი იყენებს I_Site ავტოპარკის მართვის სისტემას

ავტოპარკის მართვა I_Site სისტემით – სრული კონტროლი თქვენს საწყობზე

  • ავტოპარკის რესურსების სრული ათვისება
  • სამუშაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი
  • 40 000 -ზე მეტი მოქმედი ერთეული მსოფლიოში

საწყობის ეფექტიანი მართვა ყველა პროცესის მუდმივ კონტროლსა და შეუფერხებელ მუშაობას მოითხოვს. I_Site-ის მეშვეობით შეგიძლიათ დააწესოთ სავალდებულო შემოწმება ტექნიკის ყოველი ამოქმედების წინ, ან მყისიერად მიიღოთ შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის დროს. გაეცანით Toyota-ს ჯილდოს მფლობელი სისტემის შესაძლებლობებს და მართეთ ავტოპარკი მარტივად.

როგორ მუშაობს I_Site სისტემა >

ტექნიკოსი ასერვისებს ტოიოტას დამტვირთველს

სრული სერვისპაკეტი ტექნიკის უწყვეტი მუშაობისთვის

  • პერსონალური ტექნიკური სპეციალისტი თქვენი ობიექტისთვის
  • მთლიანი ავტოპარკის სრული ტექნიკური მომსახურება
  • სერვისის კონცეფცია Toyota Production System (TPS) პრინციპების მიხედვით

ტექნიკის მოულოდნელი გაჩერების, რისკებისა და ხარჯების შემცირება სამუშაო უსაფრთხოების გაზრდასთან ერთად საშუალებას გაძლევთ, მთელი ყურადღება ძირითად საქმიანობაზე მიმართოთ. ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უმთავრესია, ამიტომ სერვისს ზუსტად თქვენს მოთხოვნებს ვუსადაგებთ და ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად.

გაიგეთ მეტი Toyota-ს ტექნიკური მომსახურების შესახებ >

მძღოლი იყენებს ახალ traigo 48-ს საწყობის ოპერაციებისთვის

პროდუქცია

ვებგვერდზე განთავსებულ კატალოგში დამტვირთველების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. ჩამონათვალი მოიცავს როგორც რიჩ დამტვირთველებსა  და ხელის  ურიკებს, ისე შეკვეთების შემგროვებელ ტექნიკას.

ვრცლად

Toyota-ს ამწეების გაქირავების ავტოპარკი

დამტვირთველების გაქირავება

საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს სასურველი ტექნიკის დაქირავება მცირე დროითაც შეუძლია.

წაიკითხეთ მეტი

Toyota-ს საწარმოო სისტემა (TPS)

წარმოება ეფუძნება მოთხოვნაზე დამყარებულ სისტემას, რაც გულისხმობს ტექნიკის დამზადებას უშუალოდ მიღებული შეკვეთის შესაბამისად.

წაიკითხეთ მეტი

ქალი ლეპტოპით სამუშაო მაგიდასთან

გადახდის პირობები

გადახდის მორგებული პირობები საწყობის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას უწყობს ხელს. 

 

ვრცლად