დარგის სპეციალისტები

ჩვენი ტექნიკა და სისტემები თითქმის ყველა სექტორსა და სამუშაო გარემოში გამოიყენება. კომპანიის მიზანია, გაიგოს მომხმარებლების რეალური საჭიროებები, რათა მას საიმედო, მაღალი ხარისხისა და მოთხოვნებზე მორგებული ტექნიკა შესთავაზოს.

ტექნიკა ნებისმიერი სამუშაო პირობებისთვის

ტოიოტას ანტიკოროზიული დამტვირთველი

ანტიკოროზიული მოდელები თევზჭერისთვის

  • სპეციფიკაციები მეთევზეობისთვის
  • კომპონენტების საიმედო დაცვა
  • მაღალი გამძლეობა

გთავაზობთ დამტვირთველებს, რომელთა დეტალებიც საიმედოდ არის დაცული კოროზიისგან და უძლებს მუშაობის რთულ პირობებს. ეს მოდელები, მაგალითად Toyota Traigo 48, საუკეთესოა ნესტიან გარემოში გამოსაყენებლად.

 

კვების მრეწველობის დამტვირთველები

კვების მრეწველობა

  • ჰიგიენურობა
  • მარტივი მოვლა
  • უჟანგავი ფოლადის (INOX) ტექნიკის ფართო ასორტიმენტი

იმ სფეროებისთვის, სადაც ჰიგიენა უპირველესი პრიორიტეტია, მაგალითად კვების მრეწველობაში, გთავაზობთ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ (INOX) მოდელებს, რომელთა გაწმენდა და გარეცხვა ძალიან მარტივია. გარდა ამისა, ავტომატურად მართვადი ტექნიკა საწარმოო პროცესში ადამიანურ ჩარევას მინიმუმამდე ამცირებს, რაც ჰიგიენის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დაცვაში გეხმარებათ.

შეიტყვე მეტი ავტომატიზირებულ დამტვირთველებზე >

Traigo 80 დამტვირთველი კონეტეინერთან მუშაობისას

სასმელების ინდუსტრია

  • ტვირთამწეობა 5 ტონამდე (სიმძიმის ცენტრით 600 მმ)
  • მაღალი სიჩქარე მოძრაობისას
  • ენერგოეფექტურობა

მძიმე ტვირთებისა და რამდენიმე პალეტის ერთდროულად გადასაადგილებლად გთავაზობთ ხანგრძლივი მუშაობის უნარის მქონე მოდელებს, რომლებიც სპეციალურად სასმელების ინდუსტრიისთვის შეიქმნა. ეს დამტვირთველები, მათ შორის Toyota Traigo 80, თანაბრად ეფექტურია როგორც შიდა სივრცეში, ისე გარე სამუშაოების შესრულებისას. უსაფრთხოებისა და მაღალი პროდუქტიულობის გარანტი კი აქტიური სტაბილიზაციის უნიკალური სისტემაა (SAS).

დაათვალიერე ელექტრო დამტვირთველების სპექტრი >

ტოიოტას ხელის ურიკა ფარმაცევტულ საწარმოში

საგამომცემლო საქმიანობა და შეფუთვა

  • მარტივი მართვა
  • კომპაქტურობა
  • მრავალმხრივი გამოყენება

სპეციალური სამუშაო მაგიდით აღჭურვილი მაკრატელა ელექტრო ურიკები (Highlifters) მოსახერხებელია მსუბუქ ტვირთებთან მუშაობისთვის. გარდა ამისა, ჩვენი კომპაქტური ელექტრო ურიკები, მაგალითად Toyota LWE130 და HWE100, კარგი მანევრირების წყალობით, შესანიშნავად ერგება სტამბების საოპერაციო მოთხოვნებს.

ვრცლად ტოიოტას ელექტრო ურიკების შესახებ >

გამწევი დამტვირთველი აეროპორტში მუშაობისას

აეროპორტები

  • სხვადასხვა სიმძლავრის ბუქსირები ტვირთების გადასაზიდად
  • ტვირთის სწრაფი და შეუფერხებელი მოძრაობა დამტვირთველების დახმარებით
  • ბარგის გადაადგილების სრულად ინტეგრირებული ავტომატური სისტემები

ჩვენი ფართო ასორტიმენტი ბარგის, ტვირთის, მგზავრებისა თუ სხვადასხვა მასალის ყოველდღიურ, სწრაფ და მოქნილ გადაადგილებას ემსახურება. მანევრირებადი TWE ბუქსირები, მძლავრი Simai-ს მოდელები, ასევე Traigo და Tonero სერიის საპირწონე დამტვირთველები აეროპორტში ტვირთის უწყვეტ და შეუფერხებელ მოძრაობას უწყობს ხელს. ჩვენი შვილობილი კომპანია Vanderlande კი მგზავრებისა და ბარგის შეუფერხებელი ტრანზიტისთვის ლოგისტიკური პროცესების ავტომატიზებულ სისტემებს სთავაზობს აეროპორტებს.

ვრცლად საბუქსირე საწევარების შესახებ >

ტოიოტას დამტვირთველი ოპერირებს ეზოში

აფეთქება-უსაფრთხო დამტვირთველები

  • ATEX-ის სტანდარტებთან შესაბამისობა
  • ხელმისაწვდომია თითქმის ყველა დიზელისა და ელექტრო მოდელისთვის
  • აფეთქების რისკის სრული პრევენცია

ჩვენს პარტნიორ კომპანია Pyroban-თან ერთად გთავაზობთ სპეციალურ, აფეთქებისგან დაცულ დამტვირთველებს. ამ დროს სრულად გამოირიცხება ნაპერწკლის ან აალების შესაძლო წყარო, ტექნიკის ორიგინალი ერგონომიისა და მუშაობის ხარისხის სრული შენარჩუნებით.

ქალი ლეპტოპით სამუშაო მაგიდასთან

გადახდის პირობები

გადახდის მორგებული პირობები საწყობის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას უწყობს ხელს. 

 

ვრცლად

Toyota-ს საწარმოო სისტემა (TPS)

წარმოება ეფუძნება მოთხოვნაზე დამყარებულ სისტემას, რაც გულისხმობს ტექნიკის დამზადებას უშუალოდ მიღებული შეკვეთის შესაბამისად.

წაიკითხეთ მეტი

მძღოლი იყენებს ახალ traigo 48-ს საწყობის ოპერაციებისთვის

პროდუქცია

ვებგვერდზე განთავსებულ კატალოგში დამტვირთველების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. ჩამონათვალი მოიცავს როგორც რიჩ დამტვირთველებსა  და ხელის  ურიკებს, ისე შეკვეთების შემგროვებელ ტექნიკას.

ვრცლად

საიმედო სერვისი თქვენი დამტვირთველებისთვის

ჩვენი გუნდი რეგულარულად ატარებს თქვენი დამტვირველების ტექნიკურ მომსახურებასა და სერვისს. ასე თავიდან აიცილებთ ძვირადღირებულ შეკეთებას, შეინარჩუნებთ მაღალ პროდუქტიულობას და საიმედოდ დაიცავთ თანამშრომლებს სამუშაო საფრთხეებისგან.

 

წაიკითხე მეტი