ხელის მექანიკური ურიკები

Toyota Lifter-ის ხელის ურიკების ასორტიმენტი მრავალფეროვნებითა და საიმედოობით გამოირჩევა. სხვადასხვა მოდელი გათვლილია 750 კილოგრამიდან 3 ტონამდე ტვირთის გადასაზიდად. ევროპაში წარმოებული მაღალი ხარისხის ჰიდრავლიკური ურიკები საუკეთესო დამხმარეა მაღაზიებში, საწყობებში, ინდუსტრიულ გარემოსა თუ საწარმოო ხაზებზე ყოველდღიური მუშაობისთვის. ეს ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკა შეგიძლიათ, თქვენი საქმიანობის სპეციფიკას მოარგოთ: დაამატოთ ჩაშენებული სასწორი ან შეარჩიოთ ნესტგამძლე და კოროზიის მიმართ მდგრადი მოდელები.