Toyota-ს ხელის ურიკები შექმნილია ხანგრძლივი და უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. მრავალჯერადმა და ტესტირებამ აჩვენა სამუშაო ციკლების ის რაოდენობა, რომლის შესრულებაც Toyota Lifter-ს შეუძლია. შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა, რომ იგივე მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად სტანდარტული ხელის ურიკები ცვეთას განიცდის და 5-ჯერ უფრო ხშირად მოითხოვს ჩანაცვლებას, ვიდრე Toyota-ს მოდელები.
საიმედოობის მაღალი სტანდარტი: უვადო გარანტია
ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, Toyota მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს: Toyota Lifter LHM230 მოდელის ჩანგლის ჩარჩოზე მოქმედებს უვადო (99-წლიანი) ფუნქციონალური გარანტია.
Toyota-ს მექანიკური ურიკების ხანგრძლივ რესურსს განსაზღვრავს 12 საპოხი წერტილი, მყარი ღერძები და ჩარჩოს რობოტიზებული ტექნოლოგია.
დაბალანსებული და საიმედო დაშვება
დაშვების კონტროლის სისტემა, რომელიც უჟანგავი ფოლადის სარქველებით არის აღჭურვილი, ტვირთის მსუბუქ და შეუფერხებელ დაშვებას უწყობს ხელს, რაც ტექნიკის უპრობლემო მუშაობას ახანგრძლივებს.
Toyota Low Lifter-ის ჩანგლების მინიმალური სიმაღლე სულ რაღაც 75 მმ-ია. ეს მოდელი მოსახერხებელია პალეტებისა და სპეციალური სატვირთო სადგამების გადასაადგილებლად. ხელმისაწვდომია კიდევ უფრო დაბალი ჩანგლის მქონე მოდელებიც (55 მმ და 65 მმ სიმაღლით).
მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული Toyota Lifter Stainless აგრესიულ გარემოსა და მკაცრი ჰიგიენური ნორმების მქონე ობიექტებზე (მაგ. კვების ან ფარმაცევტულ წარმოებაში) გამოიყენება. გალვანიზებული მოდელი კი განკუთვნილია ტენიან სივრცეებში სამუშაოდ.
Toyota High Lifter-ის მოდელები ტვირთს 800 მმ სიმაღლეზე წევს. ის გამოიყენება როგორც ტვირთის გადასაზიდად, ისე სიმაღლეში რეგულირებად სამუშაო მაგიდად, რაც ოპერატორისთვის ერგონომიულ გარემოს ქმნის. ხელმისაწვდომია ელექტრო ამწეობითა და უჟანგავი (Inox) კორპუსით აღჭურვილი ვერსიებიც.
მექანიკური ხელის ურიკები თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება ტვირთის გადასაადგილებლად. ისინი საიმედო, კომპაქტური, მარტივად სამართავია და თავის საქმეს კარგად ასრულებს, თუმცა, როდისაა საჭირო მექანიკური ურიკის ელექტრო ურიკით ან სტაკერით ჩანაცვლება?
სრულად ელექტრონული ტექნიკით ტვირთი ბევრად სწრაფად გადაადგილდება, ოპერატორი ნაკლებად იღლება, ხოლო სამუშაოს წარმადობა იზრდება. BT Tyro-ს ბატარეა იტენება ღამის განმავლობაში ან მარტივად იცვლება სათადარიგო კასეტით, რაც უზრუნველყოფს ტექნიკის მუდმივ მზადყოფნას.
საბაზისო ელექტრო ურიკა მსუბუქ სამუშაოებს სწრაფად და შეფერხებლად ასრულებს. მართვის სახელურზე განთავსებული აწევისა და მოძრაობის ღილაკები ფიზიკურ დატვირთვას მნიშვნელოვნად ამცირებს.
მექანიკური ურიკით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია. ელექტრო მოდელებზე კი PIN კოდით წვდომის სისტემა გამორიცხავს ტექნიკის არაავტორიზებულ გამოყენებას. გარდა ამისა, ელექტრო მოდელებს აქვს ნელი სვლის ("ცოცვის") რეჟიმი ვიწრო სივრცეებისთვის და მოხვევისას სიჩქარის ავტომატური შემცირების ფუნქცია.