პირველ რიგში, განისაზღვრება ტექნიკის ძირითადი დანიშნულება. ამასთან, სასურველია სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებაც. საწყობის გაფართოების, დაგეგმარების ცვლილების ან განსხვავებული ტიპის ტვირთთან მუშაობისას შესაძლოა, სხვადასხვა მოდელის გამოყენება გახდეს საჭირო. თუ ელექტრო ურიკა მხოლოდ პიკის სეზონზე გჭირდებათ, პრაქტიკული ალტერნატივაა ტექნიკის იჯარით აღება.
მოკლე დისტანციებზე სამუშაოდ გამოიყენება ქვეითად სამართავი ელექტრო ურიკები 1.3-დან 2.5 ტონამდე ტვირთამწეობით. ერგონომიული მართვის სახელური და კომპაქტური შასი ტექნიკის ზუსტ და მარტივ მანევრირებას უწყობს ხელს.
ხელის ურიკიდან ელექტრო მოდელზე გადასვლისას მოსახერხებელი არჩევანია საბაზისო კლასის მოდელები, მაგალითად BT Tyro.
ინტენსიური სამუშაო პროცესისა და დიდი ფართობის საწყობებში რეკომენდებულია დასაკეცი პლატფორმის მქონე ელექტრო ურიკები, სადაც ოპერატორს შეუძლია როგორც ფეხით მიჰყვეს ტექნიკას, ისე პლატფორმაზე დადგეს.
მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ოპერატორის დაცულობისა და კომფორტისთვის გამოიყენება კაბინიანი მოდელები (მდგომი ოპერატორით), რომლებიც პრაქტიკულია კროს-დოკინგის (Cross-docking) ოპერაციებისთვის.
შეზღუდული ფართობის მქონე ადგილებში გამოიყენება კომპაქტური და მსუბუქი მოდელები. სატვირთო ავტომობილის ძარაში მუშაობისას მოსახერხებელია ჩაშენებული ან სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული დამტენი სისტემა, რაც მგზავრობის პროცესში ბატარეის დამუხტვის საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ჩანგლების განსხვავებული სიგრძე, რაც სატვირთო მანქანის კორპუსში მანევრირებას ამარტივებს.
სურსათის, საწარმოო დეტალებისა თუ სხვა მასალების გადაზიდვისას საჭირო ტვირთამწეობისა და მუშაობის სიხშირის განსაზღვრა ეხმარება ბიზნესს სწორი მოდელის შერჩევაში:
ტვირთამწეობა: გაითვალისწინეთ ტვირთის მაქსიმალური წონა. შეარჩიეთ პარამეტრები, რომლებიც პასუხობს როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ამოცანებს. ელექტრო ურიკების ტვირთამწეობა 1.3-დან 2.5 ტონამდე მერყეობს.
გამოყენების ინტენსივობა: მაღალი დატვირთვისა და უწყვეტი ცვლების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გამძლე და მძლავრ მოდელებს. ყურადღება მიაქციეთ ბატარეის ტიპსა და ტევადობას, რათა ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს სასურველი დროის განმავლობაში.
მოდელის არჩევის შემდეგ შესაძლებელია დამატებითი ოფციების შერჩევა:
საბურავები:
სამუშაო გარემოდან გამომდინარე, გამოიყენება სხვადასხვა შემადგენლობის საბურავები.
ბატარეები:
ხელმისაწვდომია ტრადიციული ტყვია-მჟავის და ენერგოეფექტური ლითიუმ-იონის ბატარეები, რომლებიც შუალედური დამუხტვის შესაძლებლობას იძლევა.
სამაცივრე კომპლექტაცია:
დაბალი ტემპერატურის ზეთისა და სპეციალური კომპონენტების გამოყენება სამაცივრე საწყობებისთვის.
ტვირთის საყრდენი:
დამატებითი სტაბილურობა მაღალი ან არასტაბილური ტვირთების დამუშავებისას.
გვერდითი დამცავი ბარიერები:
ფიქსირებული პლატფორმა გვერდითი დამცავებით ან უკანა საზურგით ოპერატორის უსაფრთხოებისთვის.
ჩაშენებული დამტენი:
დენცქვიტასთან პირდაპირი მიერთების შესაძლებლობა (ხელმისაწვდომია BT Levio LWE130 და LWI160 მოდელებზე).
სატრანსპორტო საშუალებაზე დატენვა:
ბატარეის დამუხტვა სატვირთო ავტომობილით ტრანსპორტირებისას.
თუ ჰორიზონტალურ გადაადგილებასთან ერთად ტვირთის თაროებზე განთავსებაც გიწევთ, ამ ამოცანას ელექტრო სტაკერები ასრულებს.
ასორტიმენტში ხელმისაწვდომია: