Toyota-ს ხელის ურიკის ძირითადი კომპონენტების შერჩევა შესაძლებელია სამუშაო გარემოს მოთხოვნებისა თუ დასამუშავებელი ტვირთის სპეციფიკის მიხედვით. ჩანგლის ჩარჩოს სიმაღლე შეიძლება განსხვავდებოდეს (38-დან 85 მმ-მდე), ბორბლების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი, ასევე ჩარჩო და სახელური დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან, მათ შორის, უჟანგავი ფოლადისგან. ჩვენს ასორტიმენტში ნებისმიერი საჭიროებისთვის მოიძებნება შესაფერისი ხელის ურიკა.
გამოყენების სფეროდან გამომდინარე, ხელის ურიკის ხანგრძლივი მუშაობისთვის შესაძლოა, დაგჭირდეთ უჟანგავი ფოლადის ან მოთუთიებული ჩარჩო, ღერძები და საკისრები.
სტანდარტული მოდელის მსგავსი სტაბილურობითა და საიმედოობით გამოირჩევა დაბალპროფილიანი ჩარჩოც. მას აქვს დახრილი ბოლოები, რაც ხელსაყრელია ტვირთების გადასაადგილებლად.
ბორბლების მასალა შეგიძლიათ, შეარჩიოთ სამუშაო პირობების მიხედვით. მაგალითად, რეზინის საბურავები ბევრად უფრო უხმაუროდ გადაადგილდება.
Toyota Lifter-ის ასორტიმენტი ძალიან ფართოა და თითქმის ყველა სტანდარტულ მოთხოვნას აკმაყოფილებს.
შეარჩიეთ ტექნიკის სხვა კატეგორია ან გაეცანით Toyota-ს გამწევი დამტვირთველების სრულ ასორტიმენტს: