Toyota Tonero-ს სერია სხვადასხვა ინდუსტრიის სპეციფიკაზეა მორგებული, ამიტომ ის წარმატებით გამოიყენება როგორც სამშენებლო ობიექტებსა და პორტებში, ისე საწარმოებსა თუ მცირე სახელოსნოებში. ამ ხაზის დამტვირთველები მრავალფეროვანი ფუნქციებითა და თანამედროვე აღჭურვილობით გამოირჩევა. ეს მახასიათებლები განაპირობებს ტექნიკის სტაბილურობასა და ეფექტურობას. ამასთან, ტექნიკა ოპერატორისთვის მაქსიმალურად კომფორტულია და, იმავდროულად, მინიმალურ ტექნიკურ მომსახურებას საჭიროებს.
Toyota Tonero სერიის ყველა მოდელი სტანდარტულად აქტიური სტაბილურობის სისტემით (SAS) არის აღჭურვილი. ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც 20 წელზე მეტია ანალოგი არ გააჩნია. ის იცავს ოპერატორს, ტექნიკასა და ტვირთს, რის გამოც საოპერაციო ხარჯები მცირდება და სამუშაო პროცესი ჩქარდება.
ტვირთის გადატანისა თუ დასაწყობების დროს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება აუცილებელია. ტოიოტას კონტრბალანსიანი დამტვირთველით მუშაობისას თითოეული მანევრი, იქნება ეს ტექნიკის მართვა თუ ტვირთის აწევა და დაშვება, მაქსიმალური სიზუსტით კონროლდება. SAS სისტემა საფრთხეს წინასწარ აფიქსირებს და პოტენციურ პრობლემას მყისიერად აგვარებს.
სისტემა განუწყვეტლივ აკვირდება დამტვირთველის პარამეტრებს. შედეგად ავარიის ალბათობა იკლებს, პალეტების გადაადგილება კი ბევრად სწრაფად ხერხდება.
მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით ტოიოტა ყველა ძრავას დამოუკიდებლად აწყობს. ეს მიდგომა განაპირობებს თითოეული აგრეგატის უმაღლეს ხარისხსა და გამძლეობას. ძრავები სპეციალურად ინდუსტრიული დანიშნულებისთვის იქმნება, ამიტომ სწრაფ აჩქარებასთან ერთად საწვავსაც ეკონომიურად მოიხმარს.
ჰიდროტრანსფორმატორიანი ტრანსმისია
ჰიდროტრანსფორმატორიანი მოდელები რბილი და თანაბარი სვლით გამოირჩევა. ასეთი ტექნიკა გადაცემათა კოლოფის გარეშე, ერთსაფეხურიანი ტრანსმისიით მუშაობს, რაც ოპერატორისთვის საქმეს საგრძნობლად ამარტივებს. ამავდროულად დამტვირთველს ძლიერი აჩქარება, ინერციით მოძრაობის ფუნქცია და მიმართულების შეუფერხებლად შეცვლის მექანიზმი გააჩნია.
ჰიდროსტატიკური ტრანსმისია
ჰიდროსტატიკური (HST) ტრანსმისია ჰიდროტრანსფორმატორის საუკეთესო ალტერნატივაა. ამ მოდელების მთავარი უპირატესობა მძლავრი დამუხრუჭება და სწრაფი აჩქარებაა. მუშაობის დროს წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები მოქმედებს, ამიტომ მიმართულების მყისიერად შეცვლა ბევრად მარტივია. ამასთანავე ტვირთის აწევა და თავად ტექნიკის გადაადგილება დამოუკიდებლად იმართება. დამატებითი უსაფრთხოებისთვის კი დამტვირთველს ელექტრო ხელის მუხრუჭი და დამრეც ზედაპირზე გაჩერების ფუნქცია აქვს.