დასაწყობებისა და გაცემის ავტომატიზებული სისტემა

საწყობის მართვისას კადრების ნაკლებობა და შეზღუდული სივრცე ხშირად სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის. თანამშრომლებს უჭირთ ერთფეროვანი დავალებების ხანგრძლივად შესრულება ან დაბალტემპერატურულ სამაცივრე ზონებში მუშაობა. ამასთან, მცირე ფართობში რთულია მარაგების სწორად გადანაწილება და პროდუქციის დროულად გაგზავნა. Toyota-ს Swarm Automation Storage (ASRS) პალეტების დასაწყობებისა და გაცემის ავტომატიზებული ტექნოლოგიაა, რომელიც AGV ტექნიკითა და შატლებით იმართება. ეს სისტემა ამცირებს ადამიანურ რესურსზე დამოკიდებულებას, ინარჩუნებს სტაბილურ და უწყვეტ სამუშაო რიტმს, მაქსიმალურად ითვისებს სასაწყობე სივრცეს და ადვილად ერგება ბიზნესის ზრდას. ტვირთის მიღებიდან გაგზავნამდე მთლიან პროცესს Toyota-ს მაღალი ხარისხის დამტვირთველები და სასაწყობე ტექნიკა ემსახურება. Toyota Automated Logistics Group-ის პარტნიორობა კი ნებისმიერი ლოგისტიკური ამოცანის საიმედოდ შესრულების გარანტიაა.