საწყობში წარმოქმნილი შეფერხებები მხოლოდ ცალკეული ოპერაციების სიჩქარესა და პროდუქტიულობაზე კი არ მოქმედებს, არამედ მთლიან ლოგისტიკურ ჯაჭვს აფერხებს.
Swarm Automation Storage-ის ფარგლებში Toyota Material Handling ბიზნესს ისეთ ავტომატიზებულ სისტემებს სთავაზობს, რომლებიც ნებისმიერი საწყობის სპეციფიკას ერგება. AGV ტიპის ტრანსპორტი და თაროების სწორად შერჩეული კომბინაცია ზრდის დასაწყობების ხარისხსა და ტვირთბრუნვის სიჩქარეს.
როგორც მაღალი სიმჭიდროვის ASRS სისტემების, ისე მოქნილი, სტანდარტული თაროების გამოყენებისას, ავტომატიზაცია სივრცის მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს, ამცირებს ფიზიკურ შრომას და იცავს სამუშაო პროცესს შეფერხებებისგან. ასეთი მიდგომა აჩქარებს შეკვეთების აწყობას, ზრდის სიზუსტეს და ეფექტურად ითვისებს როგორც ადამიანურ რესურსს, ისე არსებულ ფართობს.
|
|
ტვირთის დასაწყობების ტიპები
|
|
სტანდარტული თაროები
|
მაღალი სიმჭიდროვის თაროები
|
იატაკზე დასაწყობება
|
დიახ, AGV სისტემები აქტიურად გამოიყენება დასაწყობების ზონაში. ტექნიკა თავისუფლად გადაადგილდება თაროებს შორის, დერეფნებში, ასევე ტვირთის მიღება-გაცემის სივრცეებში, რაც ადამიანის მინიმალური ჩარევით ტვირთის ავტომატიზებულ შენახვასა და გადაადგილებას განაპირობებს.
Swarm Automation Storage ამ მიმართულებით AGV ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მრავალფეროვან სისტემებს სთავაზობს კომპანიებს, რაც სასაწყობო ნაკადების მართვას საგრძნობლად აუმჯობესებს.
ASRS ტვირთის ავტომატიზებული შენახვისა და გაცემის სისტემაა (Automated Storage and Retrieval System). ეს ტექნოლოგია AGV-ებსა და შატლებს იყენებს, რაც ტვირთის შენახვასა და გაცემას 24/7 რეჟიმში, სტაბილურად წარმართავს. სისტემა ამცირებს დამოკიდებულებას ფიზიკურ შრომაზე, გამოირჩევა მოქნილობით, მასშტაბირებადობით და ზრდის სამუშაო პროცესების სისწრაფესა და ეფექტურობას.

დიახ, Toyota Material Handling ბიზნესს ავტომატიზებულ რიჩ დამტვირთველებს სთავაზობს მაღალ იარუსებზე ტვირთის განთავსებისთვის, ხოლო დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე სამუშაოდ განკუთვნილია ავტომატიზებული სტაკერები და Swarm Automation Storage-ის კონტრბალანსური სისტემები.

დიახ, განმეორებადი დავალებების ავტომატიზაცია პერსონალს უფრო ღირებულ და პრიორიტეტულ ამოცანებზე გადართვაში ეხმარება, რაც ზრდის სამუშაოთი კმაყოფილებას და ამცირებს კომპანიიდან კადრების გადინებას. AGV ტექნოლოგია უსაფრთხოების სტანდარტებს ამაღლებს, რადგან ტექნიკა ზუსტად გაწერილ მარშრუტზე მოძრაობს და 360 გრადუსიანი სენსორებითაა აღჭურვილი. შედეგად, დაცული სივრცე იქმნება იმ ზონებშიც კი, სადაც ავტომატიზებული და ხელით მართვადი ტექნიკა ერთდროულად მუშაობს.
Toyota-ს ავტომატიზებული სისტემები ობიექტის არსებული გეგმარების გათვალისწინებით იქმნება. თუმცა, ტვირთის უფრო ეფექტური გადაადგილებისთვის, სპეციალისტებმა შესაძლოა მცირედი ცვლილებები შემოგთავაზონ.
დიახ, კომპანიის შიდა პროგრამული სისტემა T ONE ავტომატიზებულ ტრანსპორტს საწყობის მართვის სისტემებთან და სხვა მოწყობილობებთან აკავშირებს. ის იყენებს თანამედროვე სერვისულ არქიტექტურას ღია API ინტერფეისებით. T ONE სამუშაო პროცესების მოქნილად ცვლილებასა და მორგებას უწყობს ხელს, სთავაზობს ოპერატორს მოსახერხებელ ინტერფეისს და აწვდის გაანალიზებულ მონაცემებს.

ტოიოტას ინდუსტრიული ტექნიკა, სასაწყობე ტექნიკისა და ინტრალოგისტიკის ბაზრის ლიდერი საქართველოში, გთავაზობთ სასაწყობო ავტომატიზაციის ფართო ასორტიმენტს: პალეტების SMART ჰორიზონტალური გადაზიდვითა და ავტომატიზებული ტრანსპორტით (AGV), მაღალ დონეზე ზუსტი დახარისხებისა და ავტომატიზებული შენახვა-ძიების სისტემების (ASRS) ჩათვლით.
ჩვენ გთავაზობთ ავტომატიზაციას, როგორც კონსულტაციასა და სერვისს. აღმოაჩინეთ ავტომატიზაციის უპირატესობები წინასწარი ინვესტიციების გარეშე, Swarm Automation GO-ს დახმარებით.