სტრატეგიაზე მორგებული სისტემები: Swarm Automation

Toyota Material Handling-ის Swarm Automation-ის დანერგვა იმ პროცესიდან იწყება, სადაც ბიზნესს ავტომატიზაცია ყველაზე მეტად სჭირდება. თავდაპირველად სისტემა შეიძლება ერთ საოპერაციო ეტაპს მოიცავდეს, შემდეგ კი სხვა ლოგისტიკურ პროცესებზეც გავრცელდეს. ამ გზით კომპანია ავტომატიზაციას ეტაპობრივად ავითარებს და ცვლილებებს საკუთარ გეგმებსა და სამუშაო ტემპს უთავსებს.

საოპერაციო გამოწვევები განვითარების შესაძლებლობაა

საწყობის ავტომატიზაცია რთული ჩანს და კომპანიებს უჩნდებათ შიში, რომ ცვლილებები მიმდინარე სამუშაოს შეაფერხებს. ამავე დროს, საწყობებში ყოველდღიურად რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა იჩენს თავს:

 

კვალიფიციური კადრების დეფიციტი: გამოცდილი თანამშრომლების პოვნა და შენარჩუნება რთულდება;

ოპერაციული შეცდომები და ტვირთის დაზიანება: იზრდება დანახარჯები, ხოლო პროცესში შეფერხებები და ხარვეზები მატულობს; 

 სასაწყობე სივრცის სიმცირე მზარდი მოთხოვნის ფონზე: შეკვეთების რაოდენობის ზრდასთან ერთად საწყობში თავისუფალი ადგილი მცირდება; 

უსაფრთხოების რისკები: განმეორებადი ოპერაციები მუდმივ კონტროლს მოითხოვს, რათა შეცდომისა და დაზიანების ალბათობა შემცირდეს;

დანერგვის მკაფიო გეგმის არარსებობა: წინასწარ გაწერილი ეტაპების გარეშე რთულია იმის განსაზღვრა, რომელი პროცესით უნდა დაიწყოს ავტომატიზაცია.

 

ეს პრობლემები აჩვენებს, სად არის ავტომატიზაცია ყველაზე მეტად საჭირო. მოდულური სისტემის დანერგვა შეიძლება ერთი პროცესით დაიწყოს და მიღებული შედეგების მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდეს. ასე ბიზნესი ცვლილებებს თანმიმდევრულად ნერგავს, რისკებს ამცირებს და სარგებელს საწყის ეტაპზევე იღებს.

ავტომატიზაციის გადაწყვეტილებები ნაკადის მიხედვით

 

 

 

 

ავტომატიზაცია იწყება იქ, სადაც ის ყველაზე მეტად საჭიროა 

„Swarm Automation-ის დანერგვისთვის მთელი საწყობის ერთდროულად შეცვლა საჭირო არ არის. პროცესი შეიძლება მცირე მასშტაბით დაიწყოს, შედეგები პრაქტიკაში შეფასდეს და სისტემა ეტაპობრივად გაფართოვდეს იმ მიმართულებებით, სადაც ავტომატიზაცია ყველაზე მეტად არის საჭირო.“

სტეფან კარლსონი

ლოგისტიკური სისტემების ავტომატიზაციის გაყიდვების დირექტორი, Toyota Material Handling Europe

High-density storage with automated reach trucks and shuttles

Swarm Automation ბიზნესის კონკრეტული ამოცანებისთვის

ავტომატიზაციის დასაწყებად არც საოპერაციო პროცესების შეჩერებაა საჭირო და არც მთელი საწყობის ერთბაშად შეცვლა. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ შეირჩევა ერთი კონკრეტული პროცესი, საიდანაც საპილოტე პროექტი დაიწყება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, შემომავალი ტვირთის მიღება. ამ ეტაპზე კომპანია Swarm Automation-ის მუშაობას რეალურ გარემოში ამოწმებს, მიღებული შედეგების საფუძველზე კი მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს.

Toyota Material Handling-ის Swarm Automation მოიცავს:

  • მოდულურ და მოქნილ სისტემებს, რომლებიც თავდაპირველად არსებულ ამოცანებზეა გათვლილი, შემდეგ კი ბიზნესის ზრდასთან ერთად ფართოვდება. ასეთი მიდგომა გამოდგება როგორც მცირე კომპანიისთვის, რომელიც ავტომატიზაციას პირველად ცდის, ისე მსხვილი საწარმოსთვის, რომელსაც სამუშაო პროცესების გაფართოება სურს;
  • საწყობის სხვადასხვა პროცესის საერთო ხედვას, მათ შორის შენახვას, შიდა ტრანსპორტირებასა და ტვირთის გადაადგილებას;
  • ცალკეული მიმართულებების მიხედვით დაგეგმილ სისტემებს, რომელთა დანერგვა იწყება იმ პროცესით, სადაც ავტომატიზაცია ყველაზე მეტად არის საჭირო, შემდეგ კი სხვა პროცესებზეც ვრცელდება. 

ტვირთის დამუშავების ავტომატიზაცია Toyota-სგან

გაიარე კონსულტაცია ავტომატიზირებულ საწყობზე

გაინტერესებს მეტი?

დაუკავშირდით გაყიდვების წარმომადგენელს

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

+995 551 07 22 22 

დაგვიკავშირდი