ტვირთის ნაკადი: დასაწყობების ეტაპზე პალეტები მიღების ზონიდან სასაწყობე სივრცეში გადააქვთ. საწყისი წერტილი, როგორც წესი, იატაკზე მოწყობილი დროებითი ბუფერია, ხოლო ტვირთი თაროებზე ან სხვა ბუფერულ ზონაში თავსდება.
გამოყენებული ტექნიკა:
დაბალი აწევის ავტომატიზებული ურიკები, Toyota Autopilot LAE
ავტომატიზებული სტაკერები, Toyota Autopilot SAE
ავტომატიზებული კონტრბალანსური დამტვირთველები, Toyota Autopilot OAE
ავტომატიზებული რიჩ დამტვირთველები, Toyota Autopilot RAE
ნავიგაცია: ტექნიკა გადაადგილებისთვის რეფლექტორულ ან ბუნებრივ ნავიგაციას იყენებს
მართვის პროგრამა: მთელ პროცესს Toyota-ს ავტომატიზაციის პროგრამა T ONE მართავს.
დავალების დაწყება: დავალება შეიძლება გაიცეს WMS სისტემიდან, პლანშეტიდან ან I/O სიგნალის მეშვეობით.
სხვა სისტემებთან კავშირი: ავტომატიზებული ტექნიკა უკავშირდება WMS და PLC სისტემებს, კონვეიერებს, რობოტულ უჯრედებს, კარებს, სახანძრო სიგნალიზაციასა და სხვა მოწყობილობებს. ამის შედეგად, საწყობის ცალკეული კომპონენტები შეთანხმებულად მუშაობს და ტვირთის შეფერხებების გარეშე გადაადგილდება.
ბატარეა: ტექნიკა მუშაობს ტყვია მჟავას ან ლითიუმის იონურ ბატარეაზე. ავტომატური დატენვის ფუნქცია კი ამცირებს ხელით ჩარევის საჭიროებას და სამუშაოს ხანგრძლივი შეჩერების რისკს
დამატებითი ფუნქციები: შტრიხკოდის სკანირება და ტვირთის ფორმატის კონტროლი სისტემას პალეტის იდენტიფიცირებასა და მისი მდგომარეობის შემოწმებაში ეხმარება.
შემომავალი ტვირთის ავტომატიზებული დასაწყობება Toyota-ს ქარხანაში, შვედეთში
“Toyota-ს Kaizen ფილოსოფია მცირე და მუდმივ გაუმჯობესებას ემყარება. მისი მიზანი ყველაფრის ერთბაშად შეცვლა კი არა, პროცესების ეტაპობრივად დახვეწაა.”
მიკაელ ეგონსონი, TPS კოორდინატორი, TMHMS
შემომავალი ტვირთი, როგორც წესი, იატაკზე მონიშნულ სპეციალურ ზოლებში თავსდება, რომლებსაც ღრმა შტაბელებსაც უწოდებენ. ამ ზონებს სატვირთოს მძღოლები ან მიღების განყოფილების თანამშრომლები ავსებენ. შემდეგ ტვირთს AGV, Toyota Autopilot იღებს და ამ ზონიდან თაროებზე ან იატაკზე მოწყობილ შესანახ სივრცეში გადააქვს.
დასაწყობების პროცესში ზოგჯერ რამდენიმე სახის ტექნიკა მონაწილეობს, რადგან თითოეულ მათგანს განსხვავებული დანიშნულება აქვს. მაგალითად, ტვირთი დაბალი აწევის ავტომატიზებულ ურიკას გადააქვს, ხოლო თაროზე რიჩ დამტვირთველი ათავსებს. ამგვარი განაწილებით, თითოეულ ოპერაციას შესაბამისი ტიპის ტექნიკა ასრულებს, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი უფრო სწრაფად და გამართულად მიმდინარეობს.
სურათზე ნაჩვენებია ტვირთის აღების ადგილი, რომელიც შეიძლება იყოს იატაკზე მოწყობილი შესანახი ზონა ან კონვეიერი.
ტრანსპორტირების დავალებას ხშირად მიღების ზონის მენეჯერი გასცემს T ONE სისტემასთან დაკავშირებული პლანშეტით ან სპეციალური ღილაკით. Autopilot ტვირთს იღებს, მასზე დამონტაჟებული სკანერი კი საიდენტიფიკაციო მონაცემებს ამოწმებს. ამის შემდეგ T ONE დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაციას საწყობის მართვის სისტემიდან, WMS სისტემიდან იღებს.
თუ ობიექტზე WMS არ გამოიყენება, ტვირთის განთავსების ადგილს T ONE საკუთარი ფუნქციით განსაზღვრავს. სისტემა დასკანერებულ მონაცემებს წინასწარ გაწერილ პირობებს ადარებს და შესაბამის ადგილს ამის მიხედვით არჩევს. დანიშნულების წერტილი ფიქსირებული არ არის და დღის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, დილით ტვირთი ერთ ზონაში განთავსდეს, შუადღეს კი სხვაგან. ამგვარად, ტვირთის მოძრაობა საწყობის სამუშაო წესებსა და მიმდინარე პირობებს მიჰყვება.
იმისთვის, რომ Autopilot-მა ტვირთი მიღების ზონიდან შეფერხების გარეშე აიღოს, პალეტები სწორად უნდა იყოს განთავსებული. ტვირთის გადატანამდე სასურველია შემოწმდეს როგორც პალეტის მდებარეობა, ისე ტვირთის მდგომარეობა. ამ გზით დაზიანება ან არასწორი განლაგება ტექნიკის ამოქმედებამდე გამოვლინდება.
თანამშრომლებმა და სატვირთოს მძღოლებმა ასევე უნდა იცოდნენ, როგორ განათავსონ პალეტები ავტომატიზებული ტექნიკისთვის განკუთვნილ ზონაში. მკაფიო ინსტრუქციები და შესაბამისი სწავლება ამცირებს შეფერხებისა და დაზიანების რისკს, რის შედეგადაც პროცესი უფრო თანმიმდევრულად მიმდინარეობს.
სურათზე ნაჩვენებია ტვირთის განთავსების ადგილი. ეს შეიძლება იყოს იატაკზე მოწყობილი შესანახი ზონა, ჩვეულებრივი ან გრავიტაციული თაროები, ასევე RS150 შატლის სისტემა RAE რიჩ დამტვირთველთან ერთად.
ნაკადი: საწარმოებსა და საწყობებში მასალების მარაგი რეგულარულად უნდა შეივსოს. ეს შეიძლება მოიცავდეს ნაწილებით დატვირთული პალეტების საწარმოო ხაზებთან მიტანას ან კომპლექტაციის ზონებში საჭირო პროდუქციის დამატებას.
ტექნიკა:
ავტომატიზებული გამწევი დამტვირთველები, Toyota Autopilot TAE
ავტომატიზებული სტაკერები, Toyota Autopilot SAE
ავტომატიზებული კონტრბალანსური დამტვირთველები, Toyota Autopilot OAE
ავტომატიზებული რიჩ დამტვირთველები, Toyota Autopilot RAE
პალეტების ავტომატიზებული გადამზიდი, Toyota Autopilot CDI
ნავიგაცია: რეფლექტორებზე დაფუძნებული ან ბუნებრივი ნავიგაცია
პროგრამული მართვა: T-ONE automation software
დავალების გაცემა: WMS სისტემიდან, პლანშეტიდან, I/O მოწყობილობიდან ან PLC სისტემიდან
სისტემებთან კავშირი: WMS და PLC
ბატარეა: ტყვია-მჟავას ან ლითიუმ-იონის ბატარეა ავტომატური დატენვის ფუნქციით
დამატებითი ფუნქცია: შტრიხკოდის სკანირება
ვტომატიზებული მომარაგება Hargassner-ის საწარმოში
“Toyota Material Handling-მა ჩვენი სამუშაო პროცესების მიხედვით შეიმუშავა კონცეფცია და ყველა ეტაპზე სანდო პარტნიორი იყო.“
ფლორიან პომერი, ოპერაციების მენეჯერი, Hargassner
საწარმოებში ნაწილების მარაგს განსაკუთრებით ხშირად ავსებენ წარმოების ხაზებთან, შეკრებისა და კომპლექტაციის ზონებში. Toyota Autopilot პალეტებს სასაწყობე ზონაში მოწყობილი იატაკის ბუფერებიდან ან თაროებიდან იღებს და საწარმოო ხაზთან ან შეკრების ადგილზე მიაქვს.
ერთი პალეტის გადასატანად ავტომატიზებული დამტვირთველი გამოიყენება, ხოლო რამდენიმე პალეტს ავტომატიზებული გამწევი დამტვირთველი ერთდროულად გადაადგილებს. დატვირთულ მონაკვეთებში, მათ შორის ასაწყობ ხაზებთან, უჩანგლო სისტემებიც გამოიყენება. უჩანგლო სისტემები ტვირთს შეუფერხებლად გადაადგილებს და განსაკუთრებით ეფექტიანია იმ უბნებზე, სადაც თანამშრომლები და ტექნიკა ერთმანეთის გვერდით მუშაობენ.
სურათზე ნაჩვენებია ტვირთის აღების ადგილი. ეს შეიძლება იყოს იატაკზე მოწყობილი ბუფერი, ჩვეულებრივი ან გრავიტაციული თაროები, ასევე RS150 შატლის სისტემა RAE რიჩ დამტვირთველთან ერთად.
მარაგის შევსებისას T ONE ორ სატრანსპორტო დავალებას ქმნის. სისტემა ჯერ ცარიელ პალეტს იღებს და გააქვს, შემდეგ კი მის ადგილას სავსე პალეტს ათავსებს. ამ გზით ერთდროულად იმართება ტვირთის გადატანა დანიშნულების ადგილამდე და ცარიელი პალეტების უკან დაბრუნება.
ავტომატიზებულ გამწევ დამტვირთველს წრიულ მარშრუტზე მოძრაობაც შეუძლია. ამ რეჟიმით ნაწილები რამდენიმე სამუშაო ადგილს თანმიმდევრულად მიეწოდება.
დავალება შეიძლება გაიცეს დანადგარის პროგრამირებადი კონტროლერიდან, PLC სისტემიდან ან საწყობის მართვის სისტემიდან, WMS სისტემიდან. საჭიროების შემთხვევაში, დავალებას ოპერატორიც გასცემს პლანშეტით ან სისტემასთან დაკავშირებული ღილაკით.
სურათზე ნაჩვენებია ტვირთის განთავსების ადგილი, როგორიცაა საწარმოო სამუშაო სადგური ან თარო.
ნაკადი: საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში პალეტების გადატანა ხშირად ორ კონკრეტულ წერტილს შორის არის საჭირო. მაგალითად, ტვირთი შეიძლება მიღების ზონიდან პირდაპირ გასაგზავნ ზონაში გადავიდეს, შუალედური დასაწყობების გარეშე. ამ პროცესს Cross docking ეწოდება.
ტექნიკა:
დაბალი აწევის ავტომატიზებული ურიკები, Toyota Autopilot ავტომატიზებული სტაკერები, Toyota Autopilot SAE
ავტომატიზებული კონტრბალანსური დამტვირთველები, Toyota Autopilot OAE
პალეტების ავტომატიზებული გადამზიდი, Toyota Autopilot CDI
ნავიგაცია: რეფლექტორებზე დაფუძნებული ან ბუნებრივი ნავიგაცია
პროგრამული მართვა: T ONE ავტომატიზაციის პროგრამა
დავალების გაცემა: WMS სისტემიდან, პლანშეტიდან, PLC სისტემიდან ან I/O მოწყობილობიდან
კავშირი სხვა სისტემებთან: WMS, PLC, კონვეიერები, რობოტული უჯრედები, კარები და სახანძრო სიგნალიზაცია
ბატარეა: ტყვია-მჟავას ან ლითიუმ-იონის ბატარეა ავტომატური დატენვის ფუნქციით
დამატებითი ფუნქცია: შტრიხკოდის სკანირება
Cross docking ოპერაციების ავტომატიზაცია DSV კომპანიაში
“DSV-ში Autopilot სისტემების გამოყენების შედეგად პროდუქტიულობა გაიზარდა. ავტომატიზებული სისტემით ერთი ცვლის განმავლობაში 400-მდე პალეტი გადაადგილდება, მაშინ როცა მანამდე ოპერატორი იმავე დროში დაახლოებით 250 პალეტს ამუშავებდა"
წარმოების პროცესში ტვირთი საბოლოო დამუშავებამდე რამდენიმე სამუშაო ეტაპს გადის. ამ დროს ის ერთი ზონიდან მეორეში გადააქვთ, მაგალითად, კონვეიერიდან იატაკის ბუფერში ან პირიქით. ამ გადაზიდვებს Toyota Autopilot ასრულებს.
სატრანსპორტო დავალება ხშირად ავტომატურად იწყება. მაგალითად, კონვეიერზე დამონტაჟებული ფოტოსენსორი ხაზის ბოლოს მიახლოებულ ტვირთს აფიქსირებს და სისტემას შესაბამის სიგნალს უგზავნის. ამის შემდეგ Autopilot ტვირთის გადასატანად მიემართება.
დავალების გაცემა ხელითაც შეიძლება. ამისთვის ოპერატორი პლანშეტს ან WMS სისტემას იყენებს.
წარმოების ტემპი ყოველთვის თანაბარი არ არის. ზოგჯერ ერთი ეტაპი უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე მომდევნო, რის გამოც ნახევარფაბრიკატებისთვის დროებითი შესანახი სივრცე ხდება საჭირო.
T ONE აფიქსირებს, როდის უნდა განთავსდეს ტვირთი დროებით ბუფერულ ზონაში და შესაბამის ადგილს არჩევს. Autopilot ტვირთს ამ ზონაში ათავსებს, ხოლო საჭირო დროს სისტემა ავტომატიზებულ მანქანას ახალ დავალებას უგზავნის. ამის შემდეგ ტვირთი მომდევნო სამუშაო წერტილამდე გადაადგილდება. ამ გზით ტვირთის მოძრაობა წარმოების ტემპს მიჰყვება და შეფერხებების რისკიც მცირდება.
სადისტრიბუციო ცენტრებში მსგავსი გადაზიდვა Cross docking პროცესის ნაწილია. Autopilot ტვირთს მიღების ზონიდან პირდაპირ გასაგზავნ სივრცეში გადააქვს, შუალედური დასაწყობების გარეშე. იქ პალეტები, როგორც წესი, იატაკზე მოწყობილ შესანახ ზოლებში თავსდება და გაგზავნას ელოდება.
ვრცლად პალეტების უჩანგლო ავტომატიზებული ტრანსპორტირების შესახებ >>
ნაკადი: საწყობსა და საწარმოში ტვირთის დაცლის ან პროდუქციის შეგროვების შემდეგ ცარიელი პალეტები გროვდება. მათი დროულად გატანა აუცილებელია, რადგან სამუშაო ზონებში ადგილს იკავებს და პროცესს აფერხებს. ამავე დროს, პალეტები კვლავ საჭიროა შეგროვებული საქონლისა და მზა პროდუქციის განსათავსებლად. ავტომატიზებული სისტემა მათ საჭირო ადგილას გადააქვს და სამუშაო ზონებს შორის ანაწილებს.
ტექნიკა:
დაბალი აწევის ავტომატიზებული ურიკები, Toyota Autopilot LAE
ავტომატიზებული სტაკერები, Toyota Autopilot SAE
ავტომატიზებული კონტრბალანსური დამტვირთველები, Toyota Autopilot OAE
პალეტების ავტომატიზებული გადამზიდი, Toyota Autopilot CDI
ნავიგაცია: რეფლექტორებზე დაფუძნებული ან ბუნებრივი ნავიგაცია
პროგრამული მართვა: T ONE ავტომატიზაციის პროგრამა
დავალების გაცემა: WMS სისტემიდან, პლანშეტიდან, PLC სისტემიდან ან I/O მოწყობილობიდან
კავშირი სხვა სისტემებთან: WMS, PLC, კონვეიერები, რობოტული უჯრედები, კარები და სახანძრო სიგნალიზაცია
ბატარეა: ტყვია-მჟავას ან ლითიუმ-იონის ბატარეა ავტომატური დატენვის ფუნქციით
ცარიელი პალეტების ავტომატიზებული მართვა Haval-ში
“დარწმუნებული ვარ, პროექტი დაგეგმილ 20 თვეზე ადრე გაამართლებს. უკვე ჩანს, რომ თანამშრომლები უფრო შედეგიანად მუშაობენ, ხოლო დაზიანების შემთხვევები შემცირდა."
რულ ვან დაიკი, მიწოდების ჯაჭვის მენეჯერი, Haval
ცარიელი პალეტების გადაადგილება საჭიროა ყველა იმ სივრცეში, სადაც მასალების მარაგი ივსება ან მზა პროდუქცია მზადდება. ასეთი ადგილებია წარმოების ხაზები, შეგროვებისა და კომპლექტაციის ზონები, ასევე ნარჩენების დამუშავების სივრცეები.
ცარიელი პალეტები ავტომატიზებულ ტექნიკას სამუშაო სადგურიდან შესანახ ზონაში სათითაოდ გადააქვს. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკა მათ საპირისპირო მიმართულებითაც აბრუნებს და წარმოების ზონაში მიაქვს, სადაც პალეტებზე მზა პროდუქციას ათავსებენ.
ავტომატიზებულ ტექნიკას შეუძლია ხელით დაწყობილი პალეტების მთელი შტაბელის გადატანაც. AGV მას საწარმოო ზონაში მოწყობილი იატაკის ბუფერიდან იღებს და ცარიელი პალეტების შესანახ სივრცეში გადააქვს. შედეგად, სამუშაო ზონაში ადგილი თავისუფლდება, პალეტები კი შემდგომი გამოყენებისთვის ერთ სივრცეში გროვდება.
დავალება შეიძლება ავტომატურად გაიცეს დანადგარის PLC სისტემიდან ან საწყობის მართვის სისტემიდან, WMS-იდან. დავალების მექანიკურად გაცემაც შესაძლებელია. ამისთვის ოპერატორი T ONE პროგრამასთან დაკავშირებულ პლანშეტს ან სპეციალურ ღილაკს იყენებს.
სურათზე ნაჩვენებია ტვირთის აღებისა და განთავსების ტიპური ადგილები, იატაკის ბუფერი და ნარჩენების დამუშავების სადგური.
ნაკადი: სისტემა მზა პროდუქციით დატვირთულ პალეტებს წარმოების, შეგროვებისა და შეფუთვის ზონებიდან იღებს და გასაგზავნ სივრცეში გადააქვს. პალეტები იქ იატაკზე მონიშნულ ადგილებში ან ღრმა რიგებად თავსდება, სადაც სატვირთოში ჩატვირთვას ელოდება.
ტექნიკა:
დაბალი აწევის ავტომატიზებული ურიკები, Toyota Autopilot LAE
ავტომატიზებული სტაკერები, Toyota Autopilot SAE
ავტომატიზებული კონტრბალანსური დამტვირთველები, Toyota Autopilot OAE
ავტომატიზებული რიჩ დამტვირთველები, Toyota Autopilot RAE
ნავიგაცია: რეფლექტორებზე დაფუძნებული ან ბუნებრივი ნავიგაცია
პროგრამული მართვა: T ONE ავტომატიზაციის პროგრამა
დავალების გაცემა: WMS სისტემიდან, პლანშეტიდან, PLC სისტემიდან ან I/O მოწყობილობიდან
კავშირი სხვა სისტემებთან: WMS, PLC, კარები და სახანძრო სიგნალიზაცია
ბატარეა: ტყვია-მჟავას ან ლითიუმ-იონის ბატარეა ავტომატური დატენვის ფუნქციით
დამატებითი ფუნქცია: შტრიხკოდის სკანირება
Coop-ში მზა პროდუქციის გადაადგილებას ავტომატიზებული სისტემა მართავს
“დავადგინეთ, რომ კვირაში A წერტილიდან B წერტილამდე 17 500 გადაზიდვა სრულდებოდა, რომელთა ავტომატიზებაც შეიძლებოდა. პირველ ეტაპზე მათგან 3 000 გადაზიდვა ავტომატიზდა."
როგერ ტომერვოლი, შიდა ლოგისტიკის მენეჯერი, Coop
როდესაც პროდუქცია მზად არის, ავტომატიზებული ტექნიკა მას წარმოების ბოლო ეტაპიდან იღებს. ტვირთის აღების ადგილი შეიძლება იყოს კონვეიერი, საწარმოო ხაზი ან უშუალოდ დანადგართან მოწყობილი ზონა. თუ პროდუქციას შეფუთვა სჭირდება, Autopilot მას ჯერ შესაფუთ სადგურთან მიიტანს, შემდეგ კი გასაგზავნ ზონაში გადაიტანს.
სურათზე ნაჩვენებია ტვირთის აღების ტიპური ადგილები: კონვეიერი, საწარმოო დანადგარი და შესაფუთი დანადგარი.
ზოგჯერ პალეტები პირდაპირ გასაგზავნ ზონაში თავსდება და სატვირთოში ჩატვირთვას იქ ელოდება. თუ პროდუქციის გარკვეული დროით შენახვაა საჭირო, ტვირთი სასაწყობე სივრცეში გადააქვთ.
ზოგ შემთხვევაში პროცესში რამდენიმე სახის ავტომატიზებული ტექნიკა მონაწილეობს. ერთი მანქანა ტვირთს საწყობის გარკვეულ წერტილამდე მიიტანს, იქიდან კი მის გადაადგილებას მეორე აგრძელებს. T ONE ამ ეტაპებს ერთმანეთთან აკავშირებს და თითოეულ დავალებას შესაბამის ტექნიკას ანაწილებს.
პარტიებად წარმოებული პროდუქცია გრავიტაციულ ან შატლის თაროებზე თავსდება, ხოლო ცალკეული პალეტები ჩვეულებრივ თაროებზე ინახება. თაროებისა და ტექნიკის ტიპი ტვირთის რაოდენობის, მოძრაობის სიხშირისა და შენახვის ვადის მიხედვით ირჩევა.
სურათზე ნაჩვენებია ტვირთის დროებითი შენახვის ტიპური ადგილები: ჩვეულებრივი და გრავიტაციული თაროები, ასევე RS150 შატლის სისტემა RAE რიჩ დამტვირთველთან ერთად.
ტვირთის გასაგზავნ ან სასაწყობე ზონაში გადატანის დავალება ხშირად ავტომატურად გაიცემა. მაგალითად, კონვეიერის ბოლოს დამონტაჟებული ფოტოსენსორი ან სკანერი ტვირთის მიახლოებას აფიქსირებს და სისტემას სიგნალს უგზავნის.
დავალება შეიძლება საწარმოო დანადგარის PLC სისტემიდანაც გაიცეს. საჭიროების შემთხვევაში, პროცესს ოპერატორი პლანშეტიდან იწყებს.
დანიშნულების ადგილს T ONE WMS სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით არჩევს. თუ WMS არ გამოიყენება, პროგრამა დასკანერებულ მონაცემებს წინასწარ გაწერილ პირობებს ადარებს და ტვირთს შესაბამის ზონაში გზავნის.
სურათზე ნაჩვენებია ტვირთის განთავსების ტიპური ადგილი: იატაკზე მოწყობილი ბუფერული ზონა.
ვრცლად შატლის სისტემებით მუშაობის შესახებ >>