პალეტების რუტინული დამუშავების ავტომატიზაცია

Toyota-ს Autopilot სერიის ავტომატიზებული სასაწყობო ტექნიკა სხვადასხვა ლოგისტიკურ ამოცანას უმკლავდება:
Autopilot LAE250 ავტომატიზებული ელექტრო საპალეტე ურიკა

დაბალი სიმაღლის ამწეობის დამტვირთველი LAE250

  • 2.5 ტონამდე ტვირთამწეობა
  • სურვილისამებრ 2.4 მ სიგრძის ჩანგლით
  • მაქსიმალური სიჩქარე: 2.2 მ/წმ
  • პალეტების ტრანსპორტირება დიდ მანძილზე
Autopilot SAE160 ავტომატიზებული სტაკერი ლითიუმ-იონის ბატარეით

სტაკერი SAE160

  • 1.6 ტონამდე ტვირთამწეობა
  • 4.7 მეტრამდე ამოწევის სიმაღლე
  • მაქსიმალური სიჩქარე: 2.2 მ/წმ
  • საშუალო სიმაღლის თაროებზე დასაწყობება
Autopilot OAE120CB ავტომატიზებული კონტრბალანსური დამტვირთველი

კონტრბალანსური დამტვირთველი OAE120CB

  • 1.2 ტონამდე ტვირთამწეობა
  • 4.15 მეტრამდე ამოწევის სიმაღლე
  • მაქსიმალური სიჩქარე: 2.2 მ/წმ
  • სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადამზიდი
  • საშუალო სიმაღლის თაროებზე დასაწყობება
Autopilot RAE160/250 ავტომატიზებული რიჩ დამტვირთველი

რიჩ დამტვირთველი RAE160/250

  • 2.5 ტონამდე ტვირთამწეობა
  • 11 მეტრამდე ამოწევის სიმაღლე
  • მაქსიმალური სიჩქარე: 2.0 მ/წმ
  • მაღალთაროებიანი დასაწყობება

რა ტიპის სამუშაოსთვის არის განკუთვნილი Autopilot-ის სერია?

ეს სისტემა განმეორებადი სატვირთო ამოცანების ავტომატიზაციისთვის შეიქმნა. ეს ტექნოლოგია Toyota-ს საიმედო სასაწყობო ტექნიკაზეა აწყობილი, რის გამოც ხელით მართვადი პროცესების ავტომატურ რეჟიმზე გადაყვანა გაცილებით იოლად და შეუფერხებლად ხერხდება.

პალეტების ზუსტი და უსაფრთხო დამუშავება

Autopilot-ის სერიის ტექნიკა ყველა დავალებას ზუსტად ასრულებს და პერსონალთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს. შეჯახების პრევენციისთვის, ტექნიკაში ჩაშენებული სკანერები და დაბრკოლების ამომცნობი სისტემები გზად გამოჩენილ წინააღმდეგობებზე მყისიერად რეაგირებს. სპეციალური სენსორები და ვიზუალური კამერები კი ტვირთის დაუზიანებლად და სწორად დამუშავებას ემსახურება.

Autopilot SAE160 სტაკერის გვერდითი სკანერი

გვერდითი სკანერები: მოსახვევებში შესაფერისი სიჩქარითა და სტაბილურობით მანევრირებისთვის

Autopilot OAE ავტომატიზებული დამტვირთველი, ზედა ხედი

წინა და უკანა სკანერები: სტანდარტული სიჩქარით უსაფრთხო გადაადგილებისთვის

Autopilot SAE160-ის მონიშნული გვერდითი სკანერი

ლურჯი LED განათება: დაფარული ზონებიდან გამოსვლისას ქვეითებისა და მძღოლების გაფრთხილებისთვის

Autopilot SAE160-ის დაბრკოლებების აღმოჩენის სისტემა

წინა სენსორი: იატაკის ზედაპირზე არსებული დაბრკოლებების დასაფიქსირებლად

Autopilot RAE-ს გვერდითი დაბრკოლებების აღმოჩენა

გვერდითი სენსორი: გვერდითა სივრცეში გამოჩენილი წინააღმდეგობების აღმოსაჩენად

Autopilot SAE160-ის გამაფრთხილებელი განათება და ხმოვანი სიგნალი

ზედა სენსორი: სიმაღლეზე არსებული დაბრკოლებების შემჩნევისთვის

AGV ტექნიკის უსაფრთხოების ფუნქციები

ავტომატიზებული სასაწყობე ტექნიკა ოპერატორის გარეშე მუშაობს. არსებულ გარემოში მისი დანერგვა სერიოზული შეჯახებების რისკს 25%-ით ამცირებს. 

ავტომატიზებული რიჩ დამტვირთველის უსაფრთხოების ელემენტები ტექნიკას ნავიგაციაში, ტვირთის განთავსებასა და პერსონალთან ერთად კოორდინირებულად მუშაობაში ეხმარება.

 

ავტომატიზებული დამტვირთველის რეფლექტორული ნავიგაცია

ორიენტირებისა და ნავიგაციის მეთოდები

Toyota-ს Autopilot-ის სერია ორი ადაპტური ტექნოლოგიით ოპერირებს: რეფლექტორულითა და ბუნებრივი ნავიგაციით. ასევე შესაძლებელია მათი კომბინირებული გამოყენებაც (Dual navigation), რა დროსაც ტექნიკა საწყობის ერთ ზონაში რეფლექტორებით იხელმძღვანელებს, ხოლო მეორეში გარემო ობიექტების მიხედვით ორიენტირდება.

რეფლექტორული ნავიგაცია

ამ დროს სამუშაო სივრცეში სპეციალური, მაღალი კონტრასტის რეფლექტორები მონტაჟდება. ავტომატიზებული ტექნიკის სკანერი საკუთარ ადგილმდებარეობას ამ ამრეკლებამდე არსებული მანძილის მიხედვით განსაზღვრავს. ეს მეთოდი მაღალი სიზუსტით, სტაბილურობითა და მოქმედების დიდი რადიუსით გამოირჩევა.

ავტომატიზებული დამტვირთველის ბუნებრივი ნავიგაცია

ბუნებრივი ნავიგაცია

ამ შემთხვევაში ავტომატიზებული ტექნიკა სივრცეში ორიენტირებისთვის უშუალოდ გარემოს იყენებს. სისტემა ადგილმდებარეობას საწყობში არსებული ფიქსირებული ობიექტების, მაგალითად კედლების, თაროებისა და სტაციონარული კონსტრუქციების მიხედვით ადგენს.ბუნებრივი ნავიგაცია ხელსაყრელი არჩევანია იმ საწყობებისთვის, სადაც სამუშაო გარემო სტაბილურია. ტექნიკა არსებული ინფრასტრუქტურით სარგებლობს, რასაც დამატებითი ტექნიკის შეძენა და მონტაჟი არ სჭირდება.

პროცესების ავტომატური მართვა და სისტემური ინტეგრაცია

Autopilot-ის სერიის ყველა მოდელს Toyota-ს მიერ შექმნილი პროგრამა T-ONE მართავს. მას შეუძლია იმუშაოს როგორც ავტონომიურად, ისე საწყობის მართვისა და საწარმოო სისტემებთან ინტეგრაციით. ERP და WMS პროგრამებთან კავშირისა და ტექნიკის ჭკვიანი მართვის წყალობით, T-ONE აკონტროლებს ტვირთის დასაწყობებას, შეკვეთებსა და საწყობში მოძრაობის ნაკადებს.

მეტი T ONE შესახებ >>

ავტომატური გამწევი დამტვირთველის ავტომატური დამუხტვა

ჭკვიანი დამუხტვა

Autopilot-ის სერია შესაძლებელია აღიჭურვოს ლითიუმ-იონის ბატარეებით, რომლებიც 30%-მდე ენერგოეფექტურია და CO2-ს მცირე რაოდენობით გამოყოფს. ავტომატური დატენვის რეჟიმში მოწყობილობები დავალებებს შორის პაუზის დროს სწრაფად იმუხტება. ეს პროცესი ოპერატორის ჩართულობას ან ცალკე სათავსოს გამოყოფას არ საჭიროებს.

ინვესტიციის უკუგების ვადა და ეკონომიკური ეფექტი

ავტომატიზაცია ტვირთბრუნვის პროცესს აჩქარებს, ამასთან ამცირებს დაზიანებების რისკს, დროსა და საოპერაციო ხარჯებს. თანამშრომლები ერთფეროვანი სამუშაოებისგან თავისუფლდებიან და ყურადღებას შედარებით კომპლექსურ ამოცანებზე ამახვილებენ. 

პალეტების ავტომატიზებული დამუშავება ნაკლებ ენერგიასა და ტექნიკურ მომსახურებას მოითხოვს. ეს ფაქტორები, უსაფრთხოებისა და წარმადობის ზრდასთან ერთად, ინვესტიციის უკუგების ვადას საშუალოდ 2 წელამდე ამცირებს.

მეტი ეტაპობრივი ავტომატიზაციის შესახებ >>

 

დაბრუნება ავტომატიზებული გადაწყვეტების გვერდზე >>

დაგვიკავშირდით

გაინტერესებს მეტი?