ავტომატური საბუქსირე საწევარი

Toyota გთავაზობთ ავტომატურ საბუქსირე ტრაქტორს, Autopilot-ს, რომელიც საწყობსა თუ საწარმოში პალეტების მთელი ჯაჭვის გადასაადგილებლად გამოიყენება.

ავტომატური საბუქსირე საწევარი Toyota Autopilot TAE500

  • ტვირთამწეობა 5 ტონამდე
  • 4-მდე გადამზიდი ურიკა ერთ ჯაჭვში
  • მარაგების შესავსებად და შიდა წრიული რეისებისთვის

მაღალი დატვირთვის ვაგონი

  • სრული პალეტები და ნახევარპალეტები
  • 600 კგ-დან 1200 კგ-მდე ტვირთამწეობით (მძიმე დატვირთვის მოდელებისთვის)

პლატფორმიანი ვაგონი

  • სხვადასხვა ტიპის ტვირთისათვის, მათ შორის გორგოლაჭებიანი კონტეინერებისა და ყუთებისთვის
  • 600 კგ-მდე ტვირთამწეობით

პორტალური ვაგონი

  • პალეტის სპეციალური გორგოლაჭებიანი ურიკები
  • ორმხრივი დატვირთვა-ჩამოცლის შესაძლებლობა
  • 1200 კგ-მდე ტვირთამწეობით

მუშაობის სპეციფიკა და ტექნიკური მახასიათებლები

შიდა წრიული რეისების ორგანიზება

საწარმოო ხაზების ნედლეულით მოსამარაგებლად, საბუქსირე მატარებლების გამოყენება საუკეთესო გზაა. მათ ერთდროულად დიდი რაოდენობით პალეტების გადატანა შეუძლიათ. ეს ტექნოლოგია გამორიცხავს ჩანგლების გამოყენებას და ზრდის უსაფრთხოებას ისეთ დატვირთულ უბნებში, როგორიცაა ამწყობი კონვეიერები.

სამუშაო ამოცანების შესაბამისად, Autopilot საბუქსირე ტრაქტორი შეიძლება დაიპროგრამოს ერთი ან რამდენიმე მატარებლისგან შემდგარ ერთ წრიულ მარშრუტზე, ან მრავალწრიულ სისტემაში, რაც ხელს უწყობს ნაწილების ზუსტად, საჭირო დროს მიწოდებას.

სპეციალური „სწავლების“ მეთოდით, ოპერატორი ერთხელ ხელით მართავს ტექნიკას სასურველ მარშრუტზე, რის შემდეგაც მატარებელი ზუსტად იმეორებს ამ გზას და ურიკებიც სწორ ტრაექტორიას მიჰყვებიან.

გადამზიდი პლატფორმების მრავალფეროვნება

ავტომატური საბუქსირე ტრაქტორების მიბმა Toyota-ს სხვადასხვა კონსტრუქციის გადამზიდ პლატფორმასთან არის შესაძლებელი. თქვენი ტვირთის ტიპის, წონისა და დატვირთვა-ჩამოცლის სპეციფიკის გათვალისწინებით, მარტივად შეარჩევთ ყველაზე შესაფერის ვარიანტს.

ზუსტი ნავიგაცია

Toyota-ს ავტომატური ტექნიკა ნავიგაციის ორ ზუსტ და მოქნილ მეთოდს იყენებს: რეფლექტორულსა და ბუნებრივს, ან მათ კომბინაციას (ორმაგ ნავიგაციას).

რეფლექტორული ნავიგაციის დროს საწყობში მონტაჟდება სპეციალური რეფლექტორები. ავტომატურ ტექნიკაზე განთავსებული სკანერი ზომავს მანძილს ამ რეფლექტორებამდე და საკუთარ მდებარეობას მაქსიმალური სიზუსტით ადგენს.

ბუნებრივი ნავიგაცია

საბუქსირე ავტომატური სისტემების უმეტესობისთვის ბუნებრივი ნავიგაცია საუკეთესო არჩევანია. ეს მეთოდი ტექნიკას საშუალებას აძლევს, ორიენტირებისთვის საწყობში არსებული ფიქსირებული ობიექტები – კედლები, სასაწყობე თაროები და სხვა კონსტრუქციები გამოიყენოს.

ბუნებრივი ნავიგაცია საუკეთესო არჩევანია იმ სივრცეებისთვის, სადაც სამუშაო გარემო თითქმის არ იცვლება. ასეთ დროს ტექნიკა დამატებითი რეფლექტორების გარეშეც თავისუფლად მოძრაობს, რაც ინსტალაციის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს და ზოგავს ზედმეტ ხარჯებს.

ჭკვიანი დამუხტვა

Autopilot-ის სერია შესაძლებელია აღიჭურვოს ლითიუმ-იონის ბატარეებით, რომლებიც 30%-მდე ენერგოეფექტურია და CO2-ს მცირე რაოდენობით გამოყოფს. ავტომატური დატენვის რეჟიმში მოწყობილობები დავალებებს შორის პაუზის დროს სწრაფად იმუხტება. ეს პროცესი ოპერატორის ჩართულობას ან ცალკე სათავსოს გამოყოფას არ საჭიროებს.

ინვესტიციის უკუგების ვადა და ეკონომიკური ეფექტი

ავტომატიზაცია ტვირთბრუნვის პროცესს აჩქარებს, ამასთან ამცირებს დაზიანებების რისკს, დროსა და საოპერაციო ხარჯებს. თანამშრომლები ერთფეროვანი სამუშაოებისგან თავისუფლდებიან და ყურადღებას შედარებით კომპლექსურ ამოცანებზე ამახვილებენ. 

პალეტების ავტომატიზებული დამუშავება ნაკლებ ენერგიასა და ტექნიკურ მომსახურებას მოითხოვს. ეს ფაქტორები, უსაფრთხოებისა და წარმადობის ზრდასთან ერთად, ინვესტიციის უკუგების ვადას საშუალოდ 2 წელამდე ამცირებს.

მეტი ეტაპობრივი ავტომატიზაციის შესახებ >>

 

დაბრუნება ავტომატიზებული გადაწყვეტების გვერდზე >>

დაგვიკავშირდით

გაინტერესებს მეტი?