ავტომატიზებული პროცესების დახმარებით კომპანიები ნაკლებად აზიანებენ ტვირთს, ზოგავენ რესურსებს, მოიხმარენ ნაკლებ ენერგიას და ზრდიან უსაფრთხოების დონეს. ამ სტანდარტულ დადებით მხარეებთან ერთად, სისტემა Swarm Automation Go ბიზნესს დამატებით სარგებელს სთავაზობს:
საწყის ეტაპზე ხელშეკრულება 6 თვიანი ვადით ფორმდება. ბიზნესგეგმების ცვლილებისას პირობების განახლება მოკლე დროში, ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.
მომხმარებელი იღებს სრულ პაკეტს. მასში შედის ყველა ტექნიკური თუ პროგრამული დეტალი, რომელიც პალეტების გადატანის, დასტაბელებისა და პროცესების შეუფერხებელი მართვისთვის არის საჭირო.
ბიზნესი ავტომატიზაციას საწყის ეტაპზე მცირე მასშტაბით ცდის. მოგვიანებით კი, უფრო დიდ პროექტებზე გადასვლისას, ის სრულ მხარდაჭერას იღებს.
კომპანიას ერთიანად გადაეცემა ყველა ტექნიკური მოწყობილობა, პროგრამული ნაწილი და დამხმარე აქსესუარი, რაც სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას სჭირდება. საიჯარო შეთანხმება მინიმუმ ექვს თვეს მოიცავს და ტექნიკურ მომსახურებასაც სრულად ფარავს.
სისტემის ძირითადი კომპონენტებია Toyota AGV, T-ONE პროგრამული უზრუნველყოფა და CallMe ეკრანი.
მოკლევადიანი ავტომატიზაცია სხვადასხვა ტიპის ბიზნესს გამოადგება. თუმცა, სისტემა ყველაზე ეფექტურად იქ მუშაობს, სადაც წარმოება მინიმუმ ორ ცვლაში მიმდინარეობს და ტვირთბრუნვის პროცესში რუტინული დავალებები ჭარბობს.
კომპანიები, რომლებიც ავტომატიზაციას პირველად ნერგავენ: ვინაიდან დიდი საწყისი დანახარჯები საჭირო არ არის, ბიზნესი სიახლეს ჯერ მცირე მასშტაბით ცდის. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლის პროცესს ფინანსური რისკები არ ახლავს თან.
კომპანიები, რომლებიც ავტომატიზებულ სისტემებს უკვე იყენებენ: ახალ მიმართულებებზე დიდი თანხის დახარჯვამდე, ბიზნესი კონკრეტული ლოგისტიკური ოპერაციების ავტომატურ რეჟიმში მუშაობას წინასწარ ამოწმებს.