პროცესების ოპტიმიზაცია
ყველა ობიექტზე განსხვავებული სამუშაო გარემოა, თუმცა ლოგისტიკური საქმიანობა მაინც რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს. Toyota-ს ტექნოლოგიების წყალობით, თითოეულ ამ ეტაპზე მუშაობა ბევრად უფრო ეფექტურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
საწყის ეტაპზე ინჟინრები მონაცემებს დეტალურად აანალიზებენ და ობიექტის საერთო ხედვას ქმნიან. ასეთი მიდგომის წყალობით, ისინი ყოველი ოპერაციისთვის ტექნიკისა და სისტემების ყველაზე ეფექტურ კომბინაციას არჩევენ.
ახალი სისტემების დანერგვისას, გუნდი სიღრმისეულად სწავლობს კომპანიის საქმიანობის თავისებურებებს. შედეგად, ბიზნესი იღებს ერთიან, გამართულ სამუშაო პროცესს.
ყველა ობიექტზე განსხვავებული სამუშაო გარემოა, თუმცა ლოგისტიკური საქმიანობა მაინც რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს. Toyota-ს ტექნოლოგიების წყალობით, თითოეულ ამ ეტაპზე მუშაობა ბევრად უფრო ეფექტურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ნებისმიერი ლოგისტიკური თუ საწარმოო პროცესი პროდუქციის მიღებით იწყება. შემოსული პალეტები თუ ცალკეული ყუთები პირველად რეგისტრაციას გადის და შესაბამის ზონებში გადანაწილდება. მიღების პროცესში სპეციალური სისტემები ეხმარება პერსონალს ხარისხის გადამოწმებაში, გადაფუთვაში, მოცულობის გაზომვასა და ფოტოფიქსაციაში.
პროდუქციის სწორად განთავსებისთვის აუცილებელია მონაცემების მუდმივი გაცვლა მიღებისა და შეკვეთების აწყობის სექციებს შორის. საწყობი, სადაც ნედლეული, მზა პროდუქცია თუ სხვა მარაგები ინახება, ლოგისტიკური ცენტრის უდიდეს ფართობს იკავებს.
კომპანიებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც მექანიკური, ისე ავტომატიზებული აღჭურვილობა. ეს სისტემები ინდივიდუალურად კომპლექტდება მარაგების რაოდენობის, შეკვეთების ტიპისა და შენახვის პირობების გათვალისწინებით.
სადისტრიბუციო ცენტრში შეკვეთების აწყობის ზონას უმთავრესი ადგილი უკავია. საწარმოში ამ ფუნქციას კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების სექცია ასრულებს.
მარაგების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროდუქციის აგროვება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, ავტომატიზებული ან ნახევრად ავტომატიზებული მეთოდებით. დიდი დატვირთვისას გამოიყენება სრული ავტომატიზაცია ან AGV ტექნიკა.
მომზადებული შეკვეთა ადრესატთან გაგზავნამდე რამდენიმე საფეხურს გადის. ეს მოიცავს შეფუთვას, კონსოლიდაციას, ხარისხის შემოწმებასა და დახარისხებას, რის შემდეგაც პროდუქცია ტრანსპორტში იტვირთება.
ამ ეტაპზე გამოიყენება როგორც სწრაფი და კომპაქტური დამახარისხებელი სისტემები, ისე შედარებით მარტივი მოწყობილობები, რობოტული ტექნიკა, პალეტების შესაფუთი აპარატები და მართვის საბოლოო მოდულები.
Metro Madrid-ის ლოგისტიკური ცენტრი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს და იქიდან სათადარიგო ნაწილებით 300-ზე მეტ ობიექტს ამარაგებს. რადგან ასეთ მასშტაბზე დრო და ეფექტურობა ძალიან მნიშვენლოვანია, კომპანია ეძებდა კომპაქტურ, ტევად სისტემას, რომელიც სამომავლო გაფართოებასაც თავისუფლად მოერგებოდა. ამ ამოცანის შესასრულებლად პარტნიორად
Toyota Material Handling აირჩიეს. შედეგად, ცენტრში AutoStore-ის სისტემა დამონტაჟდა. პროექტის დაგეგმვასა და დანერგვაზე Toyota Advanced Logistics-ის ჯგუფის წევრმა, კომპანია Bastian Solutions-მა იმუშავა.
WES / WCS / WMS სისტემები
WES / WCS / WMS სისტემები
საწყობის მართვის WES სისტემა მოიცავს როგორც ტექნოლოგიების კონტროლის (WCS), ისე მარაგების მართვის (WMS) პროგრამულ პლატფორმებს.
კერძოდ, WCS ავტომატიზებული მოწყობილობებისა და შეკვეთების დამუშავებას წარმართავს. ხოლო WMS მთლიანად მარაგებსა და პერსონალზეა ფოკუსირებული. ის აკონტროლებს პროდუქციის რაოდენობასა და ადგილმდებარეობას, აწესრიგებს შეკვეთების მომზადებას, ანაწილებს ამოცანებს თანამშრომლებს შორის და თვალყურს ადევნებს ტვირთბრუნვას.
მოქნილი პროგრამული მოდულები
საწარმოო თუ სასაწყობე საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამული კომპონენტები ინდივიდუალური ამოცანების მიხედვით ირჩევა. ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეული მოდულების დაკავშირება არსებულ IT ინფრასტრუქტურასთან ან ცენტრალიზებული მართვის პლატფორმის სრულად გამართვა.
სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტია გაყიდვის შემდგომი მომსახურება. კომპანია მუდმივად უდგას გვერდით თითოეულ მომხმარებელს, რათა დანერგილმა ტექნოლოგიებმა მაქსიმალური დატვირთვითა და ეფექტურობით იმუშაოს.
ბიზნესზე მორგებული სერვისი და გადახდის პირობები
მომსახურება სრულად ითვალისწინებს ბიზნესის ინდივიდუალურ სპეციფიკას. სამუშაო პროცესის დეტალურად შესწავლის შემდეგ, სპეციალისტები ადგენენ ყველაზე ეფექტურ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც პრევენციულ შემოწმებას, ისე სრულ ტექნიკურ მომსახურებას. ამასთანავე, ხელმისაწვდომია დისტანციური მონიტორინგი და Toyota-ს გადახდის მოქნილი პირობები.
დიახ, თანამშრომლობა ნებისმიერი ზომისა და სფეროს ბიზნესთან არის შესაძლებელი. Toyota-ს გუნდს სხვადასხვა მასშტაბის პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ტექნიკის ნაწილი უშუალოდ Toyota-ს ქარხნებში იწარმოება, ხოლო გარკვეული კომპონენტები სანდო საერთაშორისო პარტნიორებისგან მოეწოდება. კომპანია სრულად აგებს პასუხს საბოლოო შედეგზე და მიღებული მონაცემების საფუძველზე სისტემებს მუდმივად აუმჯობესებს.
დიახ, პერსონალურ წარმომადგენელს შეუძლია მიიღოს მოთხოვნა და პროცესში ავტომატიზაციის სპეციალისტები უშუალოდ ჩართოს.
ევროპის მასშტაბით მოქმედებს გამართული მხარდაჭერის ქსელი, რომელიც მოიცავს ტექნიკის, თაროებისა და შიდა ლოგისტიკური სისტემების სრულ სერვისს. დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ონლაინ კონსულტაციით, საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ინვესტიციის უკუგების ვადა ინდივიდუალურია, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს პერიოდი საშუალოდ 2-დან 7 წლამდე მერყეობს. პროექტის დაგეგმვისას ინჟინრები ყოველთვის ითვალისწინებენ დამკვეთის ფინანსურ მიზნებს.
ავტომატიზაცია მოქნილი პროცესია და ნებისმიერი ზომის საწარმოს ეფექტურად ერგება. მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ინჟინრები მცირე და საშუალო კომპანიებისთვისაც ადგენენ გეგმას.
