Toyota Autopilot SAI125CB ავტომატური საპირწონიანი სტაკერი
საპირწონე სტაკერის მუშაობის პრინციპი ეფუძნება სპეციალურ საპირწონესა და თავისუფლად დაკიდებულ ჩანგლებს, რაც გამორიცხავს საყრდენი ბერკეტების საჭიროებას. ასეთი კონსტრუქციის წყალობით, ავტომატურად მართვადი ტექნიკა თავისუფლად მუშაობს როგორც ღია ევროპალეტებთან, ისე ორმხრივი ძირის მქონე დახურულ პალეტებთან. გარდა ამისა, მას ადვილად შეუძლია მიუახლოვდეს ისეთ სამუშაო ზონებს, სადაც საყრდენი ბერკეტების მქონე ტექნიკა ვერ თავსდება.
ყველა ავტომატური სტაკერი იმართება Toyota-ს მიერ შექმნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, T-ONE. ეს სისტემა მუშაობს როგორც დამოუკიდებლად, ისე საწყობის მართვისა და წარმოების სისტემებთან საკომუნიკაციო ხიდად. T-ONE აკონტროლებს ტვირთის შენახვის ადგილებს, შეკვეთებსა და ტექნიკის მოძრაობას, რაც ERP და WMS სისტემებთან სრული ინტეგრაციის დამსახურებაა.
Toyota-ს ავტომატური დამტვირთველები დაპროგრამებულია ნებისმიერი დავალების სრულიად უსაფრთხოდ შესასრულებლად, მათ შორის მექანიკური ტექნიკის მუშაობისთვის. მასში ჩაშენებული უსაფრთხოების სკანერები და დაბრკოლების აღმომჩენი სენსორები თავიდან გვარიდებს შეჯახებას – ტექნიკა მომენტალურად რეაგირებს მის გზაზე გაჩენილ ნებისმიერ წინააღმდეგობაზე. უსაფრთხოების 360-გრადუსიანი სისტემა, რომელიც სენსორებს, სკანერებსა და პროგრამულ მონიტორინგს აერთიანებს, ტვირთის ზუსტ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
Toyota SAI125CB სტაკერები აღჭურვილია ლითიუმ-იონის ბატარეებით, რომლებიც 30%-მდე უფრო ენერგოეფექტურია და ამცირებს ნახშირორჟანგის (CO2) ემისიას. ავტომატური დამუხტვის რეჟიმის წყალობით, AGV ტექნიკა სწრაფად იტენება სამუშაოებს შორის ინტერვალებში. პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რაც გამორიცხავს დამტენი ოთახების მოწყობის საჭიროებასა და პერსონალის ჩართულობას.
როგორ გვეხმარება ავტომატურად მართვადი ტექნიკა მუშაობის გაუმჯობესებაში?
AGV არის ავტომატურად მართვადი ტექნიკის (Automated Guided Vehicle) აბრევიატურა. ეს არის ავტომატური დამტვირთველი, რომელიც საწყობებში, ქარხნებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში ტვირთის ავტომატურად გადასაადგილებლად გამოიყენება. ოპერატორის მიერ მართვის ნაცვლად, ტექნიკა წინასწარ გაწერილ მარშრუტს მიჰყვება. მას მართავს ჭკვიანი პროგრამული უზრუნველყოფა, მაგალითად, T-ONE, რომელიც Toyota Material Handling-ის მიერ არის შექმნილი.
ამის წყალობით, პალეტების გადატანა და სასაწყობე თაროებზე განთავსება უსაფრთხო, სტაბილური და ეფექტურია. Toyota-ს ავტომატურად მართვადი ტექნიკა ადამიანებისა და მექანიკური დამტვირთველების გვერდით მუშაობისთვის არის შექმნილი. იგი ამცირებს ერთფეროვან სამუშაოს, ზრდის სიზუსტეს და ხელს უწყობს საოპერაციო პროცესების შეუფერხებლობას. მათ ხშირად იყენებენ პალეტების გადასაზიდად, დასასაწყობებლად და საწარმოო ხაზების მოსამარაგებლად, რაც ყოველდღიურ საქმიანობას ბევრად უფრო საიმედოსა და მარტივად სამართავს ხდის.
დამუხტვის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ. ტყვია-მჟავის ბატარეების შემთხვევაში, დამუხტვა შესაძლებელია ხელით, კაბელის მიერთებით ან თავად ბატარეის შეცვლით. ლითიუმ-იონის ბატარეები იტენება ხელით, კაბელის დახმარებით, ან ავტომატურად, სპეციალურ სადგურზე.
მომხმარებლების 95%-ზე მეტი უპირატესობას სრულად ავტომატურ სისტემას ანიჭებს. ავტომატური რეჟიმი შეიძლება, მოირგოს შუალედურ დამუხტვაზე (ტექნიკა თავისით იტენება მაშინ, როდესაც შეკვეთა არ არის) ან წინასწარ გაწერილ გრაფიკზე. ნებისმიერი ავტომატური რეჟიმის დროს, ბატარეის დაჯდომისას, ტექნიკა ავტომატურად მიდის დასამუხტად.

ავტომატურად მართვადი ტექნიკა ნავიგაციის ორ მეთოდს იყენებს:
ბუნებრივი ნავიგაცია
ეს მეთოდი იყენებს საწყობში არსებულ თვალსაჩინო წერტილებს – კედლებს, სასაწყობე თაროებსა და სხვა ფიქსირებულ ობიექტებს, რათა ტექნიკამ საკუთარი მდებარეობა განსაზღვროს. იგი საუკეთესო ვარიანტია იმ საწყობებისთვის, სადაც სამუშაო გარემო თითქმის არ იცვლება.
რეფლექტორული ნავიგაცია
ამ დროს საწყობში მონტაჟდება სპეციალური რეფლექტორები. ავტომატურ დამტვირთველზე დაყენებული სკანერი რეფლექტორებამდე მანძილს ზომავს და საკუთარ პოზიციას მაქსიმალური სიზუსტით ადგენს. ეს მეთოდი საიმედოა, გამოირჩევა დიდი მოქმედების რადიუსით და თითქმის ნებისმიერ გარემოს ერგება.

ავტომატურად მართვადი ტექნიკა სრულიად უსაფრთხოა და ამ მხრივ ხშირად აჭარბებს კიდეც მექანიკურ დამტვირთველებს. ისინი ISO 3691-4 სტანდარტის სრული დაცვით იქმნება.
სხვადასხვა ტიპის სკანერები და სენსორები გზაზე გაჩენილ დაბრკოლებებს დროულად აფიქსირებს. ეს ტექნიკას ეხმარება, რომ ტვირთი უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე აიღოს და ჩამოცალოს. სპეციალური ხმოვანი და ვიზუალური სიგნალები გარშემომყოფებს ტექნიკის მოახლოებას ამცნობს, ხოლო საავარიო ღილაკები ოპერატორს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში პროცესში მყისიერად ჩაერიოს.
ტოიოტას ინდუსტრიული ტექნიკა, სასაწყობე ტექნიკისა და ინტრალოგისტიკის ბაზრის ლიდერი საქართველოში, გთავაზობთ სასაწყობო ავტომატიზაციის ფართო ასორტიმენტს: პალეტების SMART ჰორიზონტალური გადაზიდვითა და ავტომატიზებული ტრანსპორტით (AGV), მაღალ დონეზე ზუსტი დახარისხებისა და ავტომატიზებული შენახვა-ძიების სისტემების (ASRS) ჩათვლით.
ჩვენ გთავაზობთ ავტომატიზაციას, როგორც კონსულტაციასა და სერვისს. აღმოაჩინეთ ავტომატიზაციის უპირატესობები წინასწარი ინვესტიციების გარეშე, Swarm Automation GO-ს დახმარებით.