სტანდარტულ თაროებზე მორგებული Swarm-ის ავტომატიზებული სისტემა იოლად ერგება ცვლილებებს. ის პალეტსა და ტვირთს სწრაფად უკავშირდება. AGV ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ეს სისტემა ტვირთს უსაფრთხოდ გადაადგილებს, რისი წყალობითაც სივრცის მაქსიმალური ათვისება ხდება, ავტომატიზაციის პროცესი კი უპრობლემოდ მიმდინარეობს.
Swarm-ის ავტომატიზებული სასაწყობე სისტემა ადაპტირებადი და კომპლექსური მოდელია, რომელიც სტანდარტულ სასაწყობე გარემოში პალეტებს ავტომატურად ამუშავებს. სისტემა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
ავტომატიზებული დამტვირთველები: Toyota SAI125CB ავტომატური კონტრბალანსური სტაკერია AGV ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მოწყობილობაა. იგი ამუშავებს სხვადასხვა ტიპის პალეტებს, ზრდის სამუშაოს პროდუქტიულობას და ამრიცებს ტვირთის დაზიანების რისკს.
სტანდარტული თაროები: Toyota-ს სტანდარტული სასაწყობე თაროები განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ საწყობებისთვის, სადაც გეგმარება ხშირად იცვლება. იგი მოსახერხებელია დიდი ასორტიმენტის პროდუქციისა (SKU) და თითოეულ ტვირთთან ინდივიდუალური წვდომისთვის.
ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა: T-ONE მართვის სისტემა ჭკვიანი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც სინქრონულად მართავს Toyota-ს AGV ტექნიკას, შეკვეთების ნაკადებს, საწყობში ტვირთის მოძრაობასა და არსებულ ინფრასტრუქტურას.
სტანდარტული თაროებისა და ავტომატური დამტვირთველების სინქრონული მუშაობა ქმნის მოქნილ სისტემას, რომელიც საწყობში ერთმანეთისგან განსხვავებულ ამოცანებს ეფექტურად უმკლავდება.
SAI125CB ავტომატური კონტრბალანსური დამტვირთველი ღია და დახურული პალეტების დასაწყობებლად გამოიყენება დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე (5.4 მეტრამდე). 12 მეტრამდე სიმაღლის შემთხვევაში, დამტვირთველი Toyota-ს სხვა AGV ტექნიკასთან ერთადაც მუშაობს, მაგალითად, ავტომატურ რიჩ დამტვირთველთან.
სტანდარტულ თაროებზე მორგებული Swarm-ის ავტომატიზებული სისტემა საიმედო გამოსავალია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სასაწყობე სივრცის მაქსიმალურად ათვისება და პროცესების ავტომატიზაცია არსებული თაროების შეცვლის გარეშე სურთ. სისტემა თავისუფლად ამუშავებს სხვადასხვა ზომისა და ტიპის პალეტებს. ეს მიდგომა განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისაც არსებულ ლოგისტიკურ პროცესებთან თავსებადი, მასშტაბირებადი მოდელი სჭირდება საწყობის ეტაპობრივი მოდერნიზაციისთვის.
პროცესები, რომლებსაც Swarm-ის სისტემა უძღვება
ტოიოტას ინდუსტრიული ტექნიკა, სასაწყობე ტექნიკისა და ინტრალოგისტიკის ბაზრის ლიდერი საქართველოში, გთავაზობთ სასაწყობო ავტომატიზაციის ფართო ასორტიმენტს: პალეტების SMART ჰორიზონტალური გადაზიდვითა და ავტომატიზებული ტრანსპორტით (AGV), მაღალ დონეზე ზუსტი დახარისხებისა და ავტომატიზებული შენახვა-ძიების სისტემების (ASRS) ჩათვლით.
ჩვენ გთავაზობთ ავტომატიზაციას, როგორც კონსულტაციასა და სერვისს. აღმოაჩინეთ ავტომატიზაციის უპირატესობები წინასწარი ინვესტიციების გარეშე, Swarm Automation GO-ს დახმარებით.