საწყობმა გამართულად რომ იმუშაოს, კომპანიებს მოქნილობა და საქმის სწრაფად შესრულება სჭირდებათ. მსგავსი შედეგი კი ადამიანისა და ტექნიკის შეთანხმებული მოქმედებით მიიღწევა. როდესაც ეს ორი რგოლი ერთმანეთთან ჰარმონიულად თანამშრომლობს, ბიზნესი ავტომატიზაციაზე დახარჯული თანხიდან მაქსიმალურ სარგებელს იღებს. ყოველდღიური პროცესები რომ არ შეფერხდეს, შესაბამისი ტექნიკაა საჭირო, როგორიცაა Toyota Material Handling ბრენდის Swarm Automation Transport სისტემა. ეს მრავალფუნქციური მოდელი სპეციალურად საწყობის ავტომატიზაციისთვის შეიქმნა.
სისტემა კარგად ეწყობა Toyota ბრენდის სხვა ავტონომიურ მოდელებს. მაგალითად, ავტომატიზებულ რიჩტრაკს, რომელიც ტვირთს 12 მეტრის სიმაღლეზე წევს. ამასთან, ის ჩვეულებრივ მექანიკურ დამტვირთველებთანაც მარტივად მუშაობს.
ტექნიკა უპრობლემოდ იღებს ყველა ძირითად პალეტს, ევროპალეტების ჩათვლით. ტვირთის აღება სიგრძივი და განივი მხრიდანაც შეუძლია.
თუ საწყობი რამდენიმე ცვლაში მუშაობს, ტექნიკაში ჩადებული თანხა ორ წელზე ნაკლებ დროში სრულად ანაზღაურდება.
სისტემას შეუძლია უწყვეტი, 24/7 რეჟიმით მუშაობა ოპერატორების ჩართულობის გარეშე.
ლითიუმ-იონის ბატარეები და დატენვის ავტომატური სისტემა ენერგიის მოხმარებას ამცირებს.
ტექნიკა აღჭურვილია 360 გრადუსიანი პერსონალური დაცვის სისტემით, სადაც სენსორები, სკანერები და ბამპერებია გაერთიანებული.
მაღალი ტვირთამწეობის გამო, ტექნიკა ვიწრო სივრცეებში და დიდ სიმაღლეზეც სტაბილურად მუშაობს.
Swarm Automation Transport-ი კომპლექსური სისტემაა, რომელიც მარტივად ამუშავებს როგორც ღია, ისე დახურული ტიპის პალეტებს.
Toyota SAI125CB ტიპის ავტომატიზებული კონტრბალანსური დამტვირთველი არის AGV ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა ტიპის პალეტებთან მუშაობს, ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს ტვირთის დაზიანების რისკი. ამ ტექნიკას ტვირთის საშუალო სიმაღლეზე (5.4 მეტრი) განთავსება შეუძლია და ის მუშაობს როგორც სხვა ავტომატიზებულ მოწყობილობებთან, ისე მექანიკურ დამტვირთველებთან ერთად.
T-ONE არის ინტელექტუალური პროგრამული სისტემა, რომელიც Toyota-ს AGV ტექნიკაში შეკვეთების აგროვების პროცესსა და გადაადგილების მარშრუტებს მართავს. ის მარტივად უკავშირდება საწყობში არსებულ ინფრასტრუქტურასა და საწყობის მართვის სისტემებს (WMS).
Swarm Automation Transport საიმედო და მოქნილი სისტემაა, რომელიც განსაკუთრებით გამოსადეგია ავტომატიზაციის საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის. ტვირთის მრავალმხრივი დამუშავების წყალობით, იგი ადვილად ერგება იმ ბიზნესებს, რომლებიც განსხვავებული ტიპის პალეტებს იყენებენ ან სპეციფიკურ პროცესებს, მაგალითად, შემობრუნებული პალეტების დატვირთვას საჭიროებენ.
ეს სისტემა იმ კომპანიებისთვისაც მოსახერხებელია, რომლებსაც ავტომატიზაცია უკვე დანერგილი აქვთ და ინვესტიციის უკუგების გაზრდა სურთ, რადგან იგი უპრობლემოდ ეთავსება სხვადასხვა ტიპის ტექნიკას. ამასთან, ერთფეროვანი დავალებები ნახევრად ავტომატიზებულ რეჟიმში გადადის, რისი წყალობითაც თანამშრომლები დროს უფრო მნიშვნელოვან საქმეებს უთმობენ.
სისტემა ადვილად ერგება დატვირთვის ცვალებად პირობებს და ნებისმიერ პირობებში ინარჩუნებს განსაზღვრულ სამუშაო ტემპს.
ტვირთი ეფექტურად მუშავდება მჭიდროდ განლაგებულ თაროებს შორისაც კი, ამასთან, სისტემა ნებისმიერი ტიპის პალეტასთან თავსებადია.
ემსახურება Toyota VNA ტიპის ვიწროგასასვლელიან დამტვირთველებს, რაც ზრდის პროდუქტიულობას და ათავისუფლებს სამუშაო სივრცეს.
მუშაობს Toyota-ს სხვა ტექნიკასთან, მათ შორის ავტომატიზებულ რიჩტრაკთან ერთად და საწყობში ზრდის ეფექტურობას.
ტოიოტას ინდუსტრიული ტექნიკა, სასაწყობე ტექნიკისა და ინტრალოგისტიკის ბაზრის ლიდერი საქართველოში, გთავაზობთ სასაწყობო ავტომატიზაციის ფართო ასორტიმენტს: პალეტების SMART ჰორიზონტალური გადაზიდვითა და ავტომატიზებული ტრანსპორტით (AGV), მაღალ დონეზე ზუსტი დახარისხებისა და ავტომატიზებული შენახვა-ძიების სისტემების (ASRS) ჩათვლით.
ჩვენ გთავაზობთ ავტომატიზაციას, როგორც კონსულტაციასა და სერვისს. აღმოაჩინეთ ავტომატიზაციის უპირატესობები წინასწარი ინვესტიციების გარეშე, Swarm Automation GO-ს დახმარებით.