თანამშრომლებისა და წარმოების პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება თუ კეთილდღეობა კომპანიისთვის უმთავრესი პრიორიტეტი და ბიზნესის მდგრადი წარმატების აუცილებელი პირობაა. უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობა Toyota Industries Corporation-ის „ნულოვანი ინციდენტის“ (Zero Accidents Vision) ხედვასა და ბრედლის უსაფრთხოების მოდელს (Bradley Safety Model) ეფუძნება, სადაც აქცენტი კეთდება ლიდერობაზე, აღჭურვილობაზე, პროცესებსა და უშუალოდ ადამიანებზე.
ეს ნიშნავს აქტიურ მოსმენას, თანამშრომლობას, მკაფიო სახელმძღვანელო წესების შემუშავებას, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის ხელშეწყობას, მოქნილობასა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას. ეს მიდგომა ვრცელდება როგორც კომპანიის გუნდზე, ისე მომხმარებლების, მომწოდებლების, დისტრიბუტორებისა და პარტნიორების თანამშრომლებზე.
თითოეული ადამიანი იმსახურებს, გრძნობდეს პატივისცემას,
თავდაჯერებულობას, უსაფრთხოებასა და განვითარების
შესაძლებლობას. - ჩვენი თანამშრომლები.
ინკლუზიური კულტურა განსხვავებულ გამოცდილებასა და ხედვებს ეფუძნება, რაც სამუშაო გარემოს ამდიდრებს და ახალი, ინოვაციური იდეების გაჩენას სტიმულს აძლევს. საერთო წარმატებას თითოეული წევრის ჩართულობა და მხარდაჭერა განაპირობებს, შესაბამისად, ამ კულტურის განვითარებაში კომპანიის ყველა თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს.
მენეჯმენტისა და მმართველი დირექტორების სრული მხარდაჭერით, კომპანია აქტიურად დებს ინვესტიციას DEI (მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა) ინიციატივებში. შიდა პოლიტიკა შერჩევის პროცესში მიკერძოების აღმოფხვრას, სამართლიანობასა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ორგანიზაციული e-learning კურსი კი ამ პრინციპებს მთელ ორგანიზაციაში ავრცელებს და ამკვიდრებს.
Toyota Material Handling Italy გახდა პირველი ორგანიზაცია, რომელმაც D&I-სა და გენდერულ თანასწორობაში საკვანძო სერტიფიკატები მოიპოვა და სხვებისთვის სამაგალითო სტანდარტი დაამკვიდრა.
კომპანიაში ყოველწლიურადი იმართება კულტურული კვირეული, რომელიც კიდევ ერთხელ გამოკვეთს გუნდურობის მნიშვნელობას და თითოეული თანამშრომლის შრომას აფასებს. სხვა გავრცელებული ინიციატივები მოიცავს უნარების განვითარების ტრენინგებსა და ვორქშოფებს, თანამშრომელთა გამოკითხვებს, ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობას, მათ შორის Open@Work პლატფორმაში წევრობას.
მომხმარებლის უსაფრთხოება და კომფორტი ამოსავალი წერტილია
ხარისხისადმი კომპანიის მიდგომა ითვალისწინებს, რომ თითოეული დამტვირთველი TPS-ის (Toyota-ს საწარმოო სისტემის) უმაღლესი სტანდარტების მიხედვით პროექტირდება, მოწმდება და იწარმოება. ISO სერტიფიცირებული ქარხნებისა და სერვისცენტრების მეშვეობით, მომხმარებელი საიმედო ტექნიკასა და კვალიფიციური ტექნიკოსების მომსახურებას იღებს.
„ნულოვანი ინციდენტის“ ხედვა მომხმარებლებისა და მათი პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას გულისხმობს. ოპერატორის კომფორტზე გათვლილი ერგონომიული დიზაინისა და შეჯახების პრევენციაზე ორიენტირებული ციფრული სისტემების წყალობით, ყოველდღიური ოპერაციები ბევრად უფრო უსაფრთხო და სტაბილურია.
მსოფლიოს მასშტაბით 350 000-ზე მეტი გლობალურ ქსელში ჩართული დამტვირთველი მუშაობს. მართვის ჭკვიანი სისტემებით საოპერაციო პროცესები სრულად კონტროლდება, ტექნიკას მხოლოდ გადამზადებული პერსონალი მართავს და რეალურ დროში შეგროვებული მონაცემების საფუძველზე ინციდენტების რისკები მცირდება. Bureau Veritas-ის მიერ სერტიფიცირებულ, ოპერატორთა გადამზადების წამყვან პროგრამებთან ერთად, ეს ტექნოლოგიები სამუშაო პროცესის სრულ დაცულობასა და სტაბილურობას განაპირობებს. მაღალი კომფორტის სავარძლები, AI-ზე დაფუძნებული დეტექტირების სისტემები თუ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტები იმის დასტურია, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს უსაფრთხო და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნაზე.
კომპანიის მიზანი მდგრადი მიწოდების სისტემის ჩამოყალიბებაა, სადაც პასუხისმგებლიანი პრინციპები თანამშრომლობის თითოეულ ეტაპზე მოქმედებს.
დამტვირთველების წარმოების გლობალური ლიდერი კომპანია მიზნად ისახავს ცირკულარული მიწოდების ჯაჭვის შექმნას და პასუხისმგებლიან მიდგომებს შესყიდვების თითოეულ ეტაპზე ინერგავს. მომწოდებლების 80% უშუალოდ საწარმოო ობიექტების სიახლოვეს მდებარეობს. ეს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს და ტრანსპორტირებით გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანს ამცირებს.
ამავდროულად, კომპანია ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლებიც განსხვავებული კანონმდებლობისა და მდგრადობის სტანდარტების მქონე რეგიონებში მომწოდებლებთან თანამშრომლობას ახლავს. შესყიდვების დეპარტამენტში მოქმედი ESG სამუშაო ჯგუფი ახალ ნორმებთან შესაბამისობასა და დასახული მიზნების მიღწევას ადევნებს თვალყურს.
კომპანია პარტნიორებს ქცევის კოდექსის დაცვისკენ მოუწოდებს და EcoVadis-ის პლატფორმაში ჩართვას სთავაზობს, რაც შეფასების გამჭვირვალობასა და პროცესის განვითარებას უწყობს ხელს. მართვის გამართული სისტემისა და მომწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ყალიბდება ღირებულების ჯაჭვი, სადაც მთავარი აქცენტი შრომის სამართლიან პირობებსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე კეთდება.
ჩვეულებრივ ბიზნესსაქმიანობაზე გაფართოებული ხედვა და მდგრადობის, როგორც საერთო პასუხისმგებლობის გააზრება.
კომპანიისთვის საზოგადოებაზე ზრუნვა ყოველდღიურ ბიზნესსაქმიანობაზე მეტია, ამიტომ მდგრადობა საერთო პასუხისმგებლობადაა ქცეული. გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, კომპანია აკონტროლებს დაბინძურების რისკებს, იცავს ბიომრავალფეროვნებას და მკაცრად ზღუდავს პროდუქციაში PFAS ნივთიერებების გამოყენებას. ტყეების გაჩეხვის პრევენციით კი ეკოსისტემებისა და მათზე დამოკიდებული თემების უსაფრთხოებას იცავს.
ამასთანავე, კომპანია მართვის სტანდარტებს ზრდის, რათა თანაბარი სამართლებრივი დაცვა ყველა რეგიონზე გავრცელდეს. მომწოდებელთა უმრავლესობა ევროპაში საქმიანობს, თუმცა ნაწილი ისეთ ქვეყნებში ოპერირებს, სადაც საკანონმდებლო რეგულაციები შედარებით სუსტია. ევროკავშირის ახალი კლიმატური და სოციალური ნორმები დამატებით ბიძგს იძლევა, რომ ეს მიდგომა ყველა პარტნიორთან თანაბარი პირობების ჩამოსაყალიბებლად გამოიყენონ.